გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით, თბილისს 11 კილომეტრიანი ღრუბელი უახლოვდება. ხოლო ალბათობა იმისა, რომ იგივე სტიქია განმეორდება საკმაოდ მაღალია, და 60-70%-ს შეადგენს:
"გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა იმის გამო, რომ მოსალოდნელია წვიმა. ეს არის სიფრთხილის ზომა, რის გამოც მომუშავე პერსონალი, ტექნიკა გამოვიყვანეთ და დროებით შევაჩერეთ სამუშაოები. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ალბათობა იმისა, რომ განმეორდეს იგივე სტიქია, არის 60-70 %, მაგრამ 10 და 20%-იანიც რომ იყოს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე. 11 კილომეტრიანი ღრუბელი უახლოვდება თბილისს, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა მინისტრმა.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში