Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა"
"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა"

"მი­ნის­ტრმა სტი­ქი­ით დამფრ­თხალ ბავ­შვებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მამა მი­უყ­ვა­ნა", - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი თეა პერ­ტა­ია წერს.

"ჩუმი სი­კე­თის მა­ტე­ა­ნე­დან, ოდეს­მე ასე­თი სა­თა­უ­რის გარ­შე­მო, მინ­და, პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბი ავ­კინ­ძო - ამ­ბე­ბი დიდ­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უც­ნობ, მაგ­რამ სა­ოც­რად ღირ­სე­ულ საქ­მე­ებ­ზე... ერთ გვერდს აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს დღე­ვან­დელ გმირს მი­ვუ­ძღვნი...

მი­ნის­ტრმა სტი­ქი­ით დევ­ნილ, სას­ტუმ­რო­ში შე­ფა­რე­ბულ დამფრ­თხალ ბავ­შვებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მამა მი­უყ­ვა­ნა, თა­ვი­სი ხელ­ფა­სი დი­ა­სახ­ლისს ჩუ­მად კონ­ვერ­ტით გა­დას­ცა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლა ამ შეხ­ვედ­რის მე­დი­ით გა­შუ­ქე­ბა…

გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი: "მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნის გან­ცდე­ბის, რო­მე­ლიც ჩა­კე­ტილ სივ­რცე­შია, იცის, რომ ოჯახს უჭირს და ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე, იმ ბავ­შვე­ბის, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ზე მძი­მე წუ­თებ­ში მამა გვერ­დით არ ჰყავთ... ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი ოჯახ­თან მი­მეყ­ვა­ნა და პა­ტა­რე­ბის­თვის და მათი მშობ­ლე­ბის­თვის ცო­ტა­თი მა­ინც გა­მე­ქარ­წყლე­ბი­ნა ამ ტრა­გე­დი­ით მი­ღე­ბუ­ლი სტრე­სი და ტკი­ვი­ლი." კა­მე­რა არ მინ­და, არ მი­ღირს ასე­თი ამ­ბე­ბით "გა­პი­ა­რე­ბაო"...

რთუ­ლია, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დე ასე­თი პი­როვ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო, რად­გან ზუს­ტად იცი, რომ ის არას­დროს უღა­ლა­ტებს ყვე­ლა­ზე მთა­ვარს - ღირ­სე­ბას და სი­ყალ­ბე­სა და ტყუ­ილს თა­ვის ხალ­ხს არას­დროს აკად­რებს... მი­ხა­რია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნე­ბი, არ­სე­ბო­ბენ... მარ­თა­ლია, ქვეყ­ნის წამ­ყვან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ თა­ვი­სი ჩუმი სი­კე­თით ბევ­რად დიდს მი­უ­ახ­ლოვ­და....

კი­დევ ერთი პო­ზი­ტი­ვი: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პრე­ზი­დენტს მო­ცე­მუ­ლი მჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით შუ­ამ­დგომ­ლო­ბას უგ­ზავ­ნის...",- წერს თეა პერ­ტა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა"

"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა"

"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი თეა პერტაია წერს.

"ჩუმი სიკეთის მატეანედან, ოდესმე ასეთი სათაურის გარშემო, მინდა, პატარა ისტორიები ავკინძო - ამბები დიდბუნებოვანი ადამიანების უცნობ, მაგრამ საოცრად ღირსეულ საქმეებზე... ერთ გვერდს აუცილებლად ჩემს დღევანდელ გმირს მივუძღვნი...

მინისტრმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა, თავისი ხელფასი დიასახლისს ჩუმად კონვერტით გადასცა და კატეგორიულად აკრძალა ამ შეხვედრის მედიით გაშუქება…

გიორგი მღებრიშვილი: „მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანის განცდების, რომელიც ჩაკეტილ სივრცეშია, იცის, რომ ოჯახს უჭირს და ვერაფრით ეხმარება. ასევე, იმ ბავშვების, რომელთაც ყველაზე მძიმე წუთებში მამა გვერდით არ ჰყავთ... ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებული ოჯახთან მიმეყვანა და პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის ცოტათი მაინც გამექარწყლებინა ამ ტრაგედიით მიღებული სტრესი და ტკივილი.“ კამერა არ მინდა, არ მიღირს ასეთი ამბებით „გაპიარებაო“...

რთულია, დღევანდელ რეალობაში მუშაობდე ასეთი პიროვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საამაყო, რადგან ზუსტად იცი, რომ ის არასდროს უღალატებს ყველაზე მთავარს - ღირსებას და სიყალბესა და ტყუილს თავის ხალხს არასდროს აკადრებს... მიხარია, რომ ასეთი ადამიანები, უკანასკნელი მოჰიკანები, არსებობენ... მართალია, ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებში არ გამოჩენილა, მაგრამ თავისი ჩუმი სიკეთით ბევრად დიდს მიუახლოვდა....

კიდევ ერთი პოზიტივი: პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პრეზიდენტს მოცემული მჯავრდებულის შეწყალების თხოვნით შუამდგომლობას უგზავნის...“,- წერს თეა პერტაია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია