პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ
"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ის­რა­ე­ლი­დან და ჩე­ხე­თი­დან ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის შე­სას­წავ­ლად არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ზო­ო­პარ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა მზია შა­რა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი არ­სე­ბობს, რის შე­სას­წავ­ლა­დაც უცხო­ე­თი­დან არი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­სუ­ლე­ბი.

"დღეს ჩა­მო­ვი­და ორი დე­ლე­გა­ცია ის­რა­ე­ლის და პრა­ღის ზო­ო­პარ­კე­ბი­დან, რომ­ლებ­საც აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში მუ­შა­ო­ბის. ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ტექ­ნი­კუ­რად, მათ და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა და ვო­ლი­ე­რე­ბი­დან დამ­ხრჩვა­ლი ცხო­ვე­ლე­ბი გა­მოჰ­ყავთ. მე­სა­მე დღეა ეს ცხო­ვე­ლე­ბი აქ იმ­ყო­ფე­ბი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, უკვე არ­სე­ბობს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი. რა თქმა უნდა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მუ­შა­ო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მზია შა­რა­ში­ძემ.

ზო­ო­პარ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­კარ­გულ ცხო­ვე­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქა­ლაქ­ში ავა­ზი­სა და პან­ტე­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"გუ­შინ ფაქ­ტობ­რი­ვად თით­ქმის ყვე­ლა ცხო­ვე­ლი ვი­პო­ვეთ. ამ­ჟა­მად ვე­ძებთ ერთ ვე­ფხვს, ერთ დათვს და ერთ აფ­თარს. ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ეს ცხო­ვე­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან, მი­ნი­მა­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ავა­ზა და­ი­ნა­ხეს ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რად­გა­ნაც ავა­ზა სა­ერ­თოდ არ გვყავს. რაც შე­ე­ხე­ბა პან­ტე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჩვენ გვყავ­და სამი პან­ტე­რა და სა­მი­ვე მათ­გა­ნი დამ­ხრჩვა­ლი ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­და მზია შა­რა­ში­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ

"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ

სპეციალისტები ისრაელიდან და ჩეხეთიდან ეპიდემიის გავრცელების რისკის შესასწავლად არიან ჩამოსულები, - ამის შესახებ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკი არსებობს, რის შესასწავლადაც უცხოეთიდან არიან სპეციალისტები ჩამოსულები.

"დღეს ჩამოვიდა ორი დელეგაცია ისრაელის და პრაღის ზოოპარკებიდან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის. ისინი აბსოლუტურად აღჭურვილები ჩამოვიდნენ ტექნიკურად, მათ დაიწყეს მუშაობა და ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ. მესამე დღეა ეს ცხოველები აქ იმყოფებიან და შესაბამისად, უკვე არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გამოცდილები არიან და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მუშაობენ", - განაცხადა მზია შარაშიძემ.

ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაკარგულ ცხოველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ქალაქში ავაზისა და პანტერის არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"გუშინ ფაქტობრივად თითქმის ყველა ცხოველი ვიპოვეთ. ამჟამად ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ აფთარს. ალბათობა იმისა, რომ ეს ცხოველები ცოცხლები არიან, მინიმალურია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავაზა დაინახეს ქალაქში მოსახლეობამ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ავაზა საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება პანტერის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გვყავდა სამი პანტერა და სამივე მათგანი დამხრჩვალი ვიპოვეთ", - განაცხადა მზია შარაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია