პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"
"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"

მთავ­რო­ბა სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვლის, თბი­ლი­სი კი და­ღუ­პუ­ლებს გლო­ვობს. 13 ივ­ნისს მო­ვარ­დნი­ლი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ვერე ადიდ­და, ხოლო წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ღვარ­ცო­ფი ჩა­მო­იქ­ცა. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო 10-მდე და­კარ­გულს ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. გმირ­თა მო­ედ­ნი­სა და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა და­იტ­ბო­რა. ასე­ვე, და­იტ­ბო­რა ზო­ო­პარ­კი - ცხო­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იხ­რჩო. 14 მა­ისს, გვი­ან ღა­მით კი ვა­კე­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ჭავჭვა­ძის გამ­ზი­რებ­ზე სა­ვა­ლი გზის მო­ნაკ­ვე­თი ჩა­ინ­გრა.

ქა­ლაქ­ში გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, ქა­ლაქს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი ასუფ­თა­ვე­ბენ. სტი­ქი­ის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თია გმირ­თა მო­ე­დან­ზე, ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ახალ გზა­ზე.

მარ­თა­ლია, სტი­ქი­ის მომ­დევ­ნო დღეს გა­მო­ი­და­რა, რა­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზა­რა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი კვლავ ნა­ლე­ქი­ან ამინდს ვა­რა­უ­დო­ბენ. რის­კის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­შია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის გან­მე­ო­რე­ბა? შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ეკო­კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან არი­დე­ბა და რო­გორ აფა­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თა­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

უჩა ზვი­ა­და­ძე, გე­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი: "ეს უსა­ხუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი უნდა დას­რულ­დეს. რაც კი ახა­ლი კორ­პუ­სე­ბი აშენ­და, ყვე­ლა მათ­გა­ნი უკვე არ­სე­ბულ, ძველ მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს შე­უ­ერ­თეს. ამ­დენ დატ­ვრით­ვას ვე­ღარ უძ­ლებს. ნა­ხეთ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, ბარ­ნოვ­ზე, ატენ­ზე, მეტი შე­დე­გი რა გინ­დათ? აღა­რა­ფერს ვამ­ბობს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის შექ­მნილ ზი­ან­ზე."

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სტი­ქი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე უკვე გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის გა­და­ხედ­ვა არ მოხ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბპნ.გე-ს დე­და­ქა­ლის ვიცე-მერ­მა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და - "რა­ტომ უნდა მოხ­დეს გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის გა­და­ხედ­ვა? სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბი არ­სე­ბობს, იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა." - აღ­ნიშ­ნა ქუმ­სიშ­ვილ­მა. თუმ­ცა, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და გე­ო­ლო­გე­ბი სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ. მათი გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ბუმი არ შე­ჩერ­დე­ბა, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"

"თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება"

მთავრობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის, თბილისი კი დაღუპულებს გლოვობს. 13 ივნისს მოვარდნილი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, ხოლო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მდინარე ვერეს ხეობაში ღვარცოფი ჩამოიქცა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, ხოლო 10-მდე დაკარგულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. გმირთა მოედნისა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. ასევე, დაიტბორა ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი დაიხრჩო. 14 მაისს, გვიან ღამით კი ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭვაძის გამზირებზე სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა.

ქალაქში გაწმენდითი სამუშოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქს რიგითი მოქალაქეები და ჯარისკაცები ასუფთავებენ. სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით შემზარავი სურათია გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიასა და ახალ გზაზე.

მართალია, სტიქიის მომდევნო დღეს გამოიდარა, რამაც მოსალოდნელი ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ სინოპტიკოსები კვლავ ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი ტრაგედიის განმეორება? შესაძლებელი იყო თუ არა ეკოკატასტროფის თავიდან არიდება და როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას და რა რეკომენდაციებით მიმართავენ ხელისუფლებას?

უჩა ზვიადაძე, გეოლოგი, პროფესორი: "ეს უსახური მშენებლობები უნდა დასრულდეს. რაც კი ახალი კორპუსები აშენდა, ყველა მათგანი უკვე არსებულ, ძველ მიწისქვეშა კომუნიკაციებს შეუერთეს. ამდენ დატვრითვას ვეღარ უძლებს. ნახეთ რა მდგომარეობაა ფალიაშვილზე, ბარნოვზე, ატენზე, მეტი შედეგი რა გინდათ? აღარაფერს ვამბობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შექმნილ ზიანზე."

საგულისხმოა, რომ სტიქიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, თბილისში მშენებლობებზე უკვე გაცემული ნებართვების გადახედვა არ მოხდება. ამის შესახებ ბპნ.გე-ს დედაქალის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა - "რატომ უნდა მოხდეს გაცემული ნებართვების გადახედვა? სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები არსებობს, იქ მშენებლობები გაგრძელდება." - აღნიშნა ქუმსიშვილმა. თუმცა, არქიტექტორები და გეოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს