"ლიზიმაც და ინდირამაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს. ყოველთვის კარგად სწავლობდნენ, ხობშიც სანიმუშო მოსწავლეები იყვნენ და უნივერსიტეტშიც, სადაც სახელმწიფო გრანტების მოპოვება შეძლეს.
"გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ – 12 წლის. მისი სახე რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი..."
მეგობარის მონაყოლით, სტიქიისას გაუჩინარებული ინდირა და ლიზა ზარანდიები ბოლოს ინდირას შეყვარებულმა ნახა, რომელიც მათთან ერთად იყო ტაქსში. როგორც ირკვევა, გოგონებმა ის დადიანის ქუჩაზე დატოვეს და გზა ნუცუბიძისკენ გააგრძელს.
22 წლის ინდირა "მზიურის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის ლიზას, 27 წლის სერგო კაპანაძე და ტაქსის მძღოლს, ვისი მანქანითაც გადაადგილდებოდნენ, ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა, სტიქიის ღამესვე დაიწყეს დაკარგულების ძებნა, მაშინ ჯერ კიდევ ყველას იმედი ჰქონდა, რომ გოგონებს ცოცხლებს იპოვიდნენ, თუმცა რაც დრო გადიოდა, იმედიც ქრებოდა... ლიზას ჯერ არ უპოვნიათ, იმედი ჯერ კიდევ ბჟუტავს, იქნებ...
ნიკა, ლიზისა და ინდირას ბავშვობის მეგობარი:
ვიცი, რომ იმ საღამოს დედას ელაპარაკნენ ტელეფონით, - თავსხმა წვიმაა და ჯერ შინ ვერ მოვდივართ, როგორც კი ცოტას გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულოო... მერე კი, ეტყობა, ტაქსით გადაწყვიტეს სახლში დაბრუნება. რაღაც საშინელება ხდება მათ ოჯახში, დედ-მამას ჭკუა არ ეკითხება. გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ – 12 წლის. მისი სახე რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი... ლიზიმაც და ინდირამაც თავისით მიაღწიეს ყველაფერს.
იხილეთ ვიდეო: როგორ ამხიარულებდა მეგობრებს ექსკურსიაზე ინდირა ზარანდია