თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს შორის, ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მცხოვრებ სულხან ნოზაძეს ეძებენ. 55 წლის მამაკაცს სახლში მეუღლე და ერთი შვილი ელოდება.
"მანქანების ერთ-ერთ სამრეცხაოში მუშაობდა ღამის დარაჯად, სავარაუდოდ, ამ დროს დაიკარგა", - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ოთარ ელიაშვილმა.
სტიქიის დროს დაკარგული 14 პირი გამოჩნდა, მათ შორის, გორელი ტაქსისტი, რომელსაც 14 ივნისს დილიდანვე ეძებდნენ.