41 წლის ასაკში მომღერალი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. რუსი ვარსკვლავი წელიწად-ნახევარი ებრძოდა თავის ტვინის სიმსივნეს. მისი გარდაცვალების შესახებ მედიას ფრისკეს მამამ, ვლადიმერ ფრისკემ შეატყობინა. მისი თქმით, ჟანა 15 ივნისს დილის ათ საათზე გარდაიცვალა.
გასული წლის იანვარში ფრისკეს ნათესავებმა მისი ავადმყოფობის შესახებ განაცხადეს. მას მკურნალობას მსოფლიოს საუკეთესო ექიმები უტარებდნენ. რუსულმა "პირველმა არხმა" მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გამართა და 66 მილიონ რუბლზე მეტი შეაგროვა. თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი არა მომღერალს, არამედ ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვებს გადაეცათ.
ჟანა ფრისკე თავიდან ჯგუფ "ბლესტიაშიეს" მხატვრული ხელმძღვანელი იყო, მოგვიანებით კი სოლისტი. 2003 წელს ჟანამ სოლო კარიერა დაიწყო და კინოშიც სცადა ბედი. მან პოპულარულ რუსულ ფილმ "ღამის გუშაგში" მიიღო მონაწილეობა.
მომზადებულია tvrain.ru-ს მიხედვით.