პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა
"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა

ბა­გე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის წინ მათ უბან­ში მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი შე­ნიშ­ნეს. "ამ­ბე­ბი.გე"-ს მო­დელ ნინო ორ­დე­ნი­ძე ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი მისი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვად გა­და­ი­ღო.

- ნინო, რო­დის შე­ნიშ­ნეთ მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი თქვენს სახ­ლთან?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის წინ შევ­ნიშ­ნეთ ვე­ფხვი ჩვენს სახ­ლთან. შემ­დეგ მო­ვი­და სპეც-რაზ­მი და და­ი­წყეს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჩვე­ნი სახ­ლი­დან კუს ტბის­კენ წა­ვიდ­ნენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთ­ში კი ეზო­ში შე­მო­ვიდ­ნენ. ეძებ­დნენ რო­გორც შე­ეძ­ლოთ. არც სრო­ლის ხმა გაგ­ვი­გია და არა­ფე­რი, ორს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "სნა­ი­პერსკი ვინ­ტოვ­სკე­ბი" ეჭი­რა, 112-იც მო­ვი­და, ზო­ო­პარკშიც ვრე­კავ­დით, მაგ­რამ არ გვპა­სუ­ხო­ბენ. არ ვი­ცით და­ა­კა­ვეს თუ არა, გვა­ინ­ტე­რე­სებს.

- ვინ გა­და­უ­ღო ვე­ფხვს ფო­ტო­ე­ბი?

- ჩვენ გა­და­ვუ­ღეთ აივ­ნი­დან, ანუ­კა არის სვა­ნა­ძე ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი და მან მან­ქა­ნი­დან გა­და­უ­ღო. იმ ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს, სა­ნაგ­ვე­ებ­თა­ნაც ნა­ხეს მე­ზობ­ლებ­მა, ეტყო­ბა მო­შივ­და, აგ­რე­სი­უ­ლი არ იყო, რო­გორც მე­ზობ­ლებ­მა თქვეს. ვი­ღა­ცე­ე­ბი ამ­ბო­ბენ ლო­მის ბოკ­ვე­რია, აფ­თა­რია, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა არის? მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია და ბავ­შვე­ბის გა­რეთ გაყ­ვა­ნა გვე­ში­ნია. მო­ვი­თხოვთ გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, და­ი­ჭი­რეს თუ არა ეს მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი და ასე­ვე, ვი­თხოვთ, არ მოკ­ლან. და­ა­ძი­ნონ და ისე და­აბ­რუ­ნონ ვო­ლი­ერ­ში.

"ამ­ბე­ბი.გე" ზო­ო­პარ­კის პიარ-მე­ნე­ჯერს მზია შა­რა­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ჩვე­ნი ჯგუ­ფი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. მთე­ლი დღე და­დი­ან ამ ქა­ლაქ­ში, ვე­ღარ გა­ვი­გეთ ვინ რას რე­კავს. წე­სით და რი­გით არ უნდა იყ­ვნენ მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ქა­ლაქ­ში, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მკვდა­რია. ხან პან­ტე­რა და­ი­ნა­ხეს, ხან ავა­ზა. ავა­ზა და ია­გუ­ა­რი სა­ერ­თოდ არ გვყო­ლია, სამი პან­ტე­რა გვყავ­და და სა­მი­ვე და­იხ­რჩო.

- გა­მო­რი­ცხავთ ვე­ფხვი და­დი­ო­დეს ქა­ლაქ­ში?

- არ გა­მოვ­რი­ცხავთ, იმი­ტომ რომ ჯერ კი­დევ დატ­ბო­რი­ლია რამ­დე­ნი­მე ვო­ლი­ე­რი. დღე­ში 5000 კაცი გვი­რე­კავს, მაგ­რამ არ­ცერ­თი არ არის თვითმხილ­ვე­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom

"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა

"ვითხოვთ, არ მოკლან" - ნინო ორდენიძის სახლთან, ბაგებში სპეცრაზმი ვეფხვს ეძებდა

ბაგების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით 4 საათის წინ მათ უბანში მტაცებელი ცხოველი შენიშნეს. "ამბები.გე"-ს მოდელ ნინო ორდენიძე ესაუბრა, რომელმაც მტაცებელი ცხოველი მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავად გადაიღო.

- ნინო, როდის შენიშნეთ მტაცებელი ცხოველი თქვენს სახლთან?

- დაახლოებით 4 საათის წინ შევნიშნეთ ვეფხვი ჩვენს სახლთან. შემდეგ მოვიდა სპეც-რაზმი და დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ჩვენი სახლიდან კუს ტბისკენ წავიდნენ სპეცრაზმელები, დაახლოებით 40 წუთში კი ეზოში შემოვიდნენ. ეძებდნენ როგორც შეეძლოთ. არც სროლის ხმა გაგვიგია და არაფერი, ორს ჩვეულებრივი "სნაიპერსკი ვინტოვსკები" ეჭირა, 112-იც მოვიდა, ზოოპარკშიც ვრეკავდით, მაგრამ არ გვპასუხობენ. არ ვიცით დააკავეს თუ არა, გვაინტერესებს.

- ვინ გადაუღო ვეფხვს ფოტოები?

- ჩვენ გადავუღეთ აივნიდან, ანუკა არის სვანაძე ჩვენი მეზობელი და მან მანქანიდან გადაუღო. იმ ფოტოზე კარგად ჩანს, სანაგვეებთანაც ნახეს მეზობლებმა, ეტყობა მოშივდა, აგრესიული არ იყო, როგორც მეზობლებმა თქვეს. ვიღაცეები ამბობენ ლომის ბოკვერია, აფთარია, რა მნიშვნელობა აქვს, რა არის? მტაცებელი ცხოველია და ბავშვების გარეთ გაყვანა გვეშინია. მოვითხოვთ გაგვაგებინონ, დაიჭირეს თუ არა ეს მტაცებელი ცხოველი და ასევე, ვითხოვთ, არ მოკლან. დააძინონ და ისე დააბრუნონ ვოლიერში.

"ამბები.გე" ზოოპარკის პიარ-მენეჯერს მზია შარაშიძეს დაუკავშირდა.

- ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი ჯგუფი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. მთელი დღე დადიან ამ ქალაქში, ვეღარ გავიგეთ ვინ რას რეკავს. წესით და რიგით არ უნდა იყვნენ მტაცებელი ცხოველები ქალაქში, თითქმის ყველაფერი მკვდარია. ხან პანტერა დაინახეს, ხან ავაზა. ავაზა და იაგუარი საერთოდ არ გვყოლია, სამი პანტერა გვყავდა და სამივე დაიხრჩო.

- გამორიცხავთ ვეფხვი დადიოდეს ქალაქში?

- არ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დატბორილია რამდენიმე ვოლიერი. დღეში 5000 კაცი გვირეკავს, მაგრამ არცერთი არ არის თვითმხილველი.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია