სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია
,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია

იხი­ლეთ ასე­ვე: და­კარ­გუ­ლი ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტის ოჯა­ხი მო­ხა­ლი­სე­ებს დახ­მა­რე­ბას სთხოვს

24 წლის ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტი 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის ღა­მეს და­კარ­გულ­თა შო­რის ერთ-ერ­თია. ეკო მა­მა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გო­გო­ნას შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გუ­შინ მდი­ნა­რე ვე­რემ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ქმარს ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცა.."

"ივ­ლი­ტა ჯი­ბუტს, რო­მე­ლიც მდი­ნა­რემ გა­ი­ტა­ცა, კვლავ ეძე­ბენ."

არა­ერ­თი მსგავ­სი სა­თა­უ­რის მქო­ნე სტა­ტი­ას გა­და­ა­წყდე­ბით.

მე მინ­და მო­გიყ­ვეთ ერთი ლა­მა­ზი გო­გო­ნას ის­ტო­რია...

ის­ტო­რია, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის უკან დგას.

ალ­ბათ დე­და­მი­წა­ზე თუ არ­სე­ბო­ბენ ან­გე­ლო­ზე­ბი - ივ­ლი­ტა ნამ­დვი­ლად ასე­თია.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვერ შეხ­ვდე­ბით მის მსგავსს (მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ) - გუ­ლუბ­რყვი­ლო, ბავ­შვუ­რი, ნაზი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, წმინ­და და წრფე­ლი გუ­ლით, სხვებ­ზე ზრუნ­ვით აღ­სავ­სე, თბი­ლი და კე­თი­ლი.

სტი­ქი­ის ღა­მეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­მოც­დის­თვის მე­ცა­დი­ნე­ობ­და.

ორი უნი­ჭი­ე­რე­სი, უჭ­კვი­ა­ნე­სი გოგო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. პრე­ზი­დენ­ტის არა­ერ­თგზის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძოდ­ნენ. ივ­ლი­ტა გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა გა­სა­უბ­რე­ბა - სამ­სა­ხურს იწყებ­და, სრულ­დე­ბო­და რე­მონ­ტი ახალ სახ­ლში, სა­დაც მის საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უნდა გა­და­სუ­ლი­ყო - კარგ პა­ლა­სა­ზე გა­და­დი­ო­და.

თუმ­ცა, უეც­რად მო­ვარ­დნილ­მა წყალ­მა ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

მარ­ტო აღ­მოჩ­ნდნენ სტი­ქი­ის წი­ნა­შე.

ვერც ჭიშ­კა­რი გა­ა­ღეს, რო­მე­ლიც შლამ­მა ჩა­ხერ­გა, ვერც სახ­ლის უკან არ­სე­ბულ კლდე­ზე აძ­ვრნენ. დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში სახ­ლის სა­ხუ­რავს შე­ე­ფარ­ნენ.

ამა­ოდ ელოდ­ნენ დახ­მა­რე­ბას 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

იდ­გნენ უკუნ სიბ­ნე­ლე­ში, ში­შით და იმე­დით სავ­სე­ნი.

იმე­დით, რომ აღარ წვიმ­და და წყა­ლი და­ი­წევ­და.

იმე­დით, რომ მაშ­ვე­ლე­ბი მალე მო­ვი­დოდ­ნენ.

იმე­დით, რომ ღმერ­თი არ გა­წი­რავ­და.

ივ­ლი­ტა სა­ოც­რად მშვი­დი ყო­ფი­ლა. არც გამ­კვირ­ვე­ბია.

თა­ვი­სი ფო­რი­ა­ქით გარ­შე­მომ­ყოფთ არ შე­ა­წუ­ხებ­და.

იდგა სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე და ლო­ცუ­ლობ­და.

მა­მა­ოს შვილს ბავ­შვო­ბი­დან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რწმე­ნა.

სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას არ მი­ე­ცე­მო­და.

მშვი­დად იყო კი­დევ ერთი მი­ზე­ზის გამო, გვერ­დით დათო ჰყავ­და.

მერე რა, რომ ცურ­ვა არ იცო­და.

მთა­ვა­რია, დათო გვერ­დით ჰყავ­და.

დათო, რო­მე­ლიც მის გამო მთებს გა­დად­გამ­და, არ დათ­მობ­და, გა­მო­სა­ვალს იპო­ვი­და, შე­უძ­ლე­ბელს შეძ­ლებ­და.

მერე კი ...

მერე უც­ბად მო­ვარ­დნილ­მა წყალ­მა ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კა.

დიდ­ხანს ებ­რძო­ლეს სტი­ქი­ას. დიდ­ხანს არ გა­უშ­ვეს ერ­თმა­ნეთს ხელი....

ბიჭი გა­დარ­ჩა.

მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს.

ივ­ლი­ტა და­კარ­გუ­ლია.

ღმერ­თო, ხომ არ­სე­ბობს სას­წა­უ­ლე­ბი ....

მო­ახ­დი­ნე რა...".

იხი­ლეთ ასე­ვე: და­კარ­გუ­ლი ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტის ოჯა­ხი მო­ხა­ლი­სე­ებს დახ­მა­რე­ბას სთხოვს

იხი­ლეთ: ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე - სტი­ქია თბი­ლის­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია

,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია

იხილეთ ასევე: დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი მოხალისეებს დახმარებას სთხოვს

24 წლის ივლიტა ჯიბუტი 13 ივნისის სტიქიის ღამეს დაკარგულთა შორის ერთ-ერთია. ეკო მამალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გოგონას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა..''

"ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ.''

არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.

მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია...

ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.

ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.

21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ) - გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი.

სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.

ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდნენ. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო - კარგ პალასაზე გადადიოდა.

თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე.

ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ.

ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.

იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.

იმედით, რომ აღარ წვიმდა და წყალი დაიწევდა.

იმედით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ.

იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.

ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. არც გამკვირვებია.

თავისი ფორიაქით გარშემომყოფთ არ შეაწუხებდა.

იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა.

მამაოს შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.

სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.

მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა.

მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა.

მთავარია, დათო გვერდით ჰყავდა.

დათო, რომელიც მის გამო მთებს გადადგამდა, არ დათმობდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა.

მერე კი ...

მერე უცბად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა.

დიდხანს ებრძოლეს სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი....

ბიჭი გადარჩა.

მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ივლიტა დაკარგულია.

ღმერთო, ხომ არსებობს სასწაულები ....

მოახდინე რა...".

იხილეთ ასევე: დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი მოხალისეებს დახმარებას სთხოვს

იხილეთ: ყველა სიახლე თემაზე - სტიქია თბილისში

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი