დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი მოხალისეებს დახმარებას სთხოვს და მიმართავს, ხვალისთვის "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მდებარე ხევთან მობილიზდნენ.
"ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელი დაუკავშირდა, რომლის ცნობით, სავარაუდოდ, ივლიტა ჯიბუტის ცხედარი "ვისოლთან" მდებარე ხევის ტერიტორიაზეა, რადგან ნაპოვნია ოჯახის კუთვნილი ნივთები.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებს ვეღარ აგრძელებენ და მათ სამართალდამცავებმა მეწყერსაშიში ზონის დატოვება სთხოვეს.