პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ბობოხიძე - ორ გვირაბთან, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმნა, "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს
აკაკი ბობოხიძე - ორ გვირაბთან, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმნა, "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს

ორი გვი­რა­ბი, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა შექ­მა, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაყ­ვა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დე­პუ­ტატ­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტი თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ვე­რეს გა­სას­ვლე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში, ბე­რი­ას დროს გა­კეთ­და.

ბო­ბო­ხი­ძის თქმით, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბი­სა და ვე­რის ხე­ო­ბა­ში აგე­ბუ­ლი ახა­ლი გვი­რა­ბე­ბის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ერთი და იგი­ვეა და არც ერთი ახა­ლი გვი­რა­ბით ვე­რეს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს ვი­თომ არ სა­უბ­რობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შეც­დო­მა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა კო­მენ­ტარ­ში ხაზს უს­ვა­მენ, რომ "რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბის ბრა­ლი". სა­დაც სი­ტყვა "შე­იძ­ლე­ბას" ხმა­რო­ბენ, სულ­მოკ­ლე­ო­ბას ნუ გა­მო­ი­ჩე­ნენ, ჯერ პრობ­ლე­მებს მი­ხე­დონ და რო­დე­საც დად­გინ­დე­ბა, ამის შემ­დეგ იმ­სჯე­ლონ, მომ­ხდა­რი იყო თუ არა ახა­ლი გზის ბრა­ლი. მე სხვა­ნა­ი­რად მინ­და დავ­სვა კი­თხვა - ახა­ლი გზის გა­რე­შეც ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ორი გვი­რა­ბი უკვე არ­სე­ბობ­და, ჯერ კი­დევ 1930-იან წლებ­ში, ბე­რი­ას მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი. ერ­თია - გმირ­თა მო­ე­დან­ზე და მე­ო­რე - ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გა­და­სას­ვლელ გზა­ზე. ამ ორ გვი­რაბს რას ვუ­ზამ­დით?! სად შე­იქ­მნა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა?! - ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა პირ­ვე­ლი გვი­რა­ბის ზე­ვით, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე შე­იქ­მნა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არც იცის, რომ ეს არის 1930-იან წლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გვი­რა­ბის ზე­ვით. მე­ო­რე პრობ­ლე­მა კი ზო­ო­პარკთან შე­იქ­მნა, სა­დაც იმის მი­უ­ხე­და­ვად, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ახა­ლი გზა გა­კეთ­დე­ბო­და თუ არა, გვი­რა­ბი მა­ინც არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ ვსვამ კი­თხვას, მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის პი­რო­ბებ­ში, ამ ორ გვი­რაბს რას უპი­რებ­დნენ, ან რას უპი­რებ­ნენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გზის გაყ­ვა­ნამ­დე ცხოვ­რობ­დნენ? ამი­ტომ რო­დე­საც გა­დაბ­რა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას ვი­წყებთ, სჯობს, კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ. ორი გვი­რა­ბი, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა შექ­მნა, არ­სე­ბობ­და ჩვენს გა­რე­შე. ეს არის სვა­ნი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე გვი­რა­ბი - თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ქვეშ, სა­დაც ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რი პირ­ვე­ლად "გა­ი­ჭე­და" და რო­მელ­თა­ნაც "გი­გის გვი­რა­ბებს" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს და მე­ო­რეა გმირ­თა მო­ედ­ნის ქვეშ გვი­რა­ბი, რო­მელ­თა­ნაც "გი­გის გვი­რა­ბებს" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ვსვამ კი­თხვას, რა მოხ­დე­ბო­და გმირ­თა მო­ე­დან­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, მის ქვეშ მყოფ გვი­რაბს შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე რომ მი­წყდო­მო­და ლა­ფის, ტა­ლა­ხის და ხე­ე­ბის ის მასა, რო­მე­ლიც დღეს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ვე­რეს ხე­ო­ბა­ში?!", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

ბო­ბო­ხი­ძე იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რა­ტომ არ მოხ­და მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნას­წა­რი ევა­კუ­ა­ცია. "კარ­გად მახ­სოვს, ჩვენ რა დღე გვა­წია ოპო­ზი­ცი­ამ, რო­დე­საც რი­კოთ­ზე ანა­ლო­გი­უ­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ლა­მის ჯვარ­ზე გვაც­ვეს და პა­სუ­ხი მოგვ­თხო­ვეს იმა­ზე, ხე­ო­ბა­ში სა­დაც გზა არ შე­დის და არა­ვინ ცხოვ­რობს, რა­ტომ არ გა­ვა­კე­თეთ წი­ნას­წა­რი პრე­ვენ­ცია, რა­ტომ ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მე­წყრუ­ლი ზო­ნე­ბი და არ გა­ვუშ­ვით წყა­ლი წი­ნას­წარ. ახლა მე­წყე­რი ტრა­სას­თან ჩა­მოწ­ვა და იქ­ნებ წი­ნას­წარ ვინ­მეს მოს­ვლო­და აზ­რად ის, რომ მე­წყე­რი და დაგ­რო­ვი­ლი წყა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გას­კდე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ტყდე­ბო­და თბი­ლისს და მა­ნამ­დე მო­ეხ­დი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ამ­დე­ნი მსხვერ­პლი უბ­რა­ლოდ არ იქ­ნე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ბო­ბო­ხი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აკაკი ბობოხიძე - ორ გვირაბთან, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმნა, "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს

აკაკი ბობოხიძე - ორ გვირაბთან, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმნა, "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს

ორი გვირაბი, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმა, ვაკე-საბურთალოს ახალი საავტომობილო გზის გაყვანამდე არსებობდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

დეპუტატი თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის მიწისქვეშა გვირაბებზე საუბრობს, რომელიც მდინარე ვერეს გასასვლელად გასული საუკუნის 30-იან წლებში, ბერიას დროს გაკეთდა.

ბობოხიძის თქმით, თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის ქვეშ არსებული გვირაბებისა და ვერის ხეობაში აგებული ახალი გვირაბების გამტარუნარიანობა ერთი და იგივეა და არც ერთი ახალი გვირაბით ვერეს გამტარუნარიანობა არ შემცირებულა.

"საქართველოს ხელისუფლება დღეს ვითომ არ საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომაზე, მაგრამ ყველა კომენტარში ხაზს უსვამენ, რომ "როგორც ამბობენ, ეს შეიძლება იყოს ახალი გზის მშენებლობის ბრალი". სადაც სიტყვა "შეიძლებას" ხმარობენ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენენ, ჯერ პრობლემებს მიხედონ და როდესაც დადგინდება, ამის შემდეგ იმსჯელონ, მომხდარი იყო თუ არა ახალი გზის ბრალი. მე სხვანაირად მინდა დავსვა კითხვა - ახალი გზის გარეშეც ამ მონაკვეთზე ორი გვირაბი უკვე არსებობდა, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, ბერიას მიერ გაკეთებული. ერთია - გმირთა მოედანზე და მეორე - ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზაზე. ამ ორ გვირაბს რას ვუზამდით?! სად შეიქმნა ყველაზე მთავარი პრობლემა?! - ყველაზე მთავარი პრობლემა პირველი გვირაბის ზევით, სვანიძის ქუჩაზე შეიქმნა, სადაც ადამიანების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ ეს არის 1930-იან წლებში გაკეთებული გვირაბის ზევით. მეორე პრობლემა კი ზოოპარკთან შეიქმნა, სადაც იმის მიუხედავად, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა გაკეთდებოდა თუ არა, გვირაბი მაინც არსებობდა. ამიტომ ვსვამ კითხვას, მომხდარი სტიქიის პირობებში, ამ ორ გვირაბს რას უპირებდნენ, ან რას უპირებნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერეს ხეობაში გზის გაყვანამდე ცხოვრობდნენ? ამიტომ როდესაც გადაბრალების პოლიტიკას ვიწყებთ, სჯობს, კარგად დავფიქრდეთ. ორი გვირაბი, რომელმაც მთავარი პრობლემა შექმნა, არსებობდა ჩვენს გარეშე. ეს არის სვანიძის ქუჩის მიმდებარე გვირაბი - თამარაშვილის ქუჩის ქვეშ, სადაც ჩამოწოლილი მეწყერი პირველად "გაიჭედა" და რომელთანაც "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს და მეორეა გმირთა მოედნის ქვეშ გვირაბი, რომელთანაც "გიგის გვირაბებს" საერთო არაფერი აქვს. ვსვამ კითხვას, რა მოხდებოდა გმირთა მოედანზე იმ შემთხვევაში, მის ქვეშ მყოფ გვირაბს შეფერხების გარეშე რომ მიწყდომოდა ლაფის, ტალახის და ხეების ის მასა, რომელიც დღეს განაწილებულია ვერეს ხეობაში?!", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძე იმასაც კითხულობს, თუ რატომ არ მოხდა მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია. "კარგად მახსოვს, ჩვენ რა დღე გვაწია ოპოზიციამ, როდესაც რიკოთზე ანალოგიური სტიქიური უბედურება მოხდა. ლამის ჯვარზე გვაცვეს და პასუხი მოგვთხოვეს იმაზე, ხეობაში სადაც გზა არ შედის და არავინ ცხოვრობს, რატომ არ გავაკეთეთ წინასწარი პრევენცია, რატომ ვერ აღმოვაჩინეთ მეწყრული ზონები და არ გავუშვით წყალი წინასწარ. ახლა მეწყერი ტრასასთან ჩამოწვა და იქნებ წინასწარ ვინმეს მოსვლოდა აზრად ის, რომ მეწყერი და დაგროვილი წყალი აუცილებლად გასკდებოდა, აუცილებლად დაატყდებოდა თბილისს და მანამდე მოეხდინა მოსახლეობის ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ამდენი მსხვერპლი უბრალოდ არ იქნებოდა", - აღნიშნა ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."