სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცუბიძეზე ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა
ნუცუბიძეზე ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა

ნუ­ცუ­ბი­ძის მე­ო­თხე ფერ­დო­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა დათ­ვის ბელი იპო­ვეს. ერთ-ერ­თმა მო­სახ­ლემ ბე­ლის და­ჭე­რა მო­ა­ხერ­ხა და ზო­ო­პარკში მი­იყ­ვა­ნა.

ამას­თან, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 13 ივ­ნისს, ძლი­ე­რი წვი­მის გამო ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ვე­რემ კა­ლა­პო­ტი გად­მო­ლა­ხა და მიმ­დე­ბა­რე ხე­ო­ბა დატ­ბო­რა. მდი­ნა­რე ზო­ო­პარკში თბი­ლი­სის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე შე­იჭ­რა. წყალ­მა მთლი­ა­ნად და­ფა­რა ცხო­ვე­ლე­ბის ვო­ლი­ე­რე­ბი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მთე­ლი ღამე გრძელ­დე­ბო­და. ცხო­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლი და­იხ­რჩო, ნა­წილ­მა მო­ა­ხერ­ხა ვო­ლი­ე­რე­ბი­დან გა­მოს­ვლა.

"ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ სა­ი­მო­ბი­ლი­ზა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცხო­ვე­ლე­ბის და­ძი­ნე­ბას და უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოყ­ვა­ნას. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მო­ეხ­დი­ნა იმ რამ­დე­ნი­მე მტა­ცებ­ლის ლიკ­ვი­და­ცია, რო­მელ­მაც მი­აღ­წია ავ­ტო­მა­გის­ტრალს, სა­დაც სა­ცო­ბის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ სტი­ქი­ამ ზო­ო­პარ­კის 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­სხვერ­პლა: გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის მთა­ვა­რი ძიძა-მომ­ვლე­ლი, მისი მე­უღ­ლე მალ­ხაზ ჭი­ტა­ძე, მომ­ვლე­ლი და გივი დვა­ლი, ასე­ვე მომ­ვლე­ლი. მათი ცხედ­რე­ბი 14 ივ­ნისს, მომ­ვლე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ შე­ნო­ბა­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

სა­მაშ­ვე­ლო და სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­ჟა­მად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მძი­მე ტექ­ნი­კა და გრძელ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის გა­სუფ­თა­ვე­ბა. წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად ჩა­ხერ­გი­ლია ზო­ო­პარ­კის ქვე­და ნა­წი­ლი.

ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ღუ­პუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა, რად­გან ვო­ლი­ე­რე­ბი ჯერ კი­დევ დატ­ბო­რი­ლია.

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რე­ბის 50%-ზე მეტი და­იხ­რჩო. ნა­წილ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვლა შეძ­ლო. მათ შო­რის იყო ჰი­პო­პო­ტა­მი, რომ­ლის იმო­ბი­ლი­ზა­ცია და ზო­ო­პარკში დაბ­რუ­ნე­ბა გუ­შინ­ვე მო­ხერ­ხდა.

სტი­ქი­ას გა­და­ურჩნენ მხო­ლოდ ის ცხო­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თა ვო­ლი­ე­რე­ბიც შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლა­საა გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ შო­რის არი­ან: სპი­ლო­ე­ბი, თეთ­რი ლო­მე­ბი, ლე­ო­პარ­დე­ბი, ირ­მე­ბი, ზებ­რე­ბი, ლა­მე­ბი, ტა­პი­რი, მარ­ტორ­ქა, ცი­ვე­ტა, სერ­ვა­ლი, ჯიხ­ვი, ცხე­ნე­ბი, აზა­ვე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლე­ბი. წყალ­დი­დო­ბას გა­და­ურ­ჩა ეგ­ზო­ტა­რი­უ­მიც. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ნა­პოვნ და გა­დარ­ჩე­ნილ ცხო­ვე­ლებს შო­რი­საა: 2 დათ­ვი, 2 ნი­ან­გი, 2 მგე­ლი, 6 პინგვი­ნი, გა­რე­უ­ლი ტა­ხის გოჭი და რამ­დე­ნი­მე ფრინ­ვე­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში გა­მო­ჩე­ნილ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სტი­ქი­ის ღა­მი­დან დღემ­დე ქა­ლაქ­ში არც ერთი ცხო­ვე­ლი არ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ამ­ჟა­მად ზო­ო­პარკში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და აგ­რძე­ლე­ბენ რო­გორც გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ასე­ვე ჩარ­თულ­ნი არი­ან გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ზო­ო­პარკში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასო­ბით მო­ხა­ლი­სე, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ ტე­რი­ტო­რი­ის გა­საწ­მენ­დად", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნუცუბიძეზე ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა

ნუცუბიძეზე ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა

ნუცუბიძის მეოთხე ფერდობის მცხოვრებლებმა დათვის ბელი იპოვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა.

ამასთან, თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 ივნისს, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი გადმოლახა და მიმდებარე ხეობა დატბორა. მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა.

"ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

სამწუხაროდ სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში იქნა აღმოჩენილი.

სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი.

ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია.

თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა.

სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან: სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა: 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი.

ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია