Ambebi.ge-ს მეილზე, sos@ambebi.ge, რომელზეც მკითხველი სტიქიის შედეგად დაკარგული ახლობლების შესახებ გვწერს, შეტყობინება მოვიდა. Ambebi.ge-ს 33 წლის ბექა ბუთურიშვილის მეგობარი მაია კოროშინაძე დაუკავშირდა და მასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა.
როგორც მაია კოროშინაძემ გვითხრა, ბექა ბუთურიშვილი შაბათს ღამით, სტიქიის დროს ვერეს ახალ გზაზე მოძრაობდა და სწორედ იმ დროს გაიტაცა წყალმა.
"ბექა შაბათს ღამით, პირველის წუთებზე მოძრაობდა გზაზე. ვაჟადან თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა. ბოლოს ორი ზარი განახორციელა. პირველის წუთებზე მეგობარს ელაპარაკა, "თავისუფლებაზე" უნდა შეხვედროდა. მეორე ზარი, როგორც გამომძიებელმა გვითხრა, პირველის ნახევარზე იყო დაფიქსირებული ბექას ტელეფონიდან, მაგრამ ვის დაურეკა, არ ვიცით, ამის მერე კავშირი გაწყდა. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ახალი გზის გავლით "თავისუფლებაზე" მიდიოდა. დღეს დილით სამი მანქანა იპოვეს და ერთ-ერთი ბექასი იყო.
მანქანა დაჭეჭყილია, ღვედი გახსნილია, ვვარაუდობთ, რომ გადმოსვლა მოასწრო, ტელეფონი და საბუთები მანქანაში იყო. ბექა იმ 24 ძებნილს შორის ერთ-ერთი იყო, დღეს ცნობილი გახდა, რომ 14 ადამიანი იპოვეს, მაგრამ ბექას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს", - გვითხრა ბექა ბუთურიშვილის მეგობარმა.
33 წლის ბექა ბუთურიშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე: 593 54 44 48.
ბექა ბუთურიშვილის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 33 წლის ბექა ბუთურიშვილი ძებნაშია.
შეგახსენებთ, რომ AMBEBI.GE ცდილობს საკუთარი წყაროებით მოიპოვოს ინფორმაცია დაკარგულებზე.
რედაქცია მაქსიმალურად დაეხმარება ყველა მოქალაქეს, რომელიც მოგვმართავს და მოგვაწვდის ინფორმაციას დაკარგული ახლობლების შესახებ. მოგვწერეთ მათი სახელები და გვარები, გამოაგზავნეთ ფოტო, ჩვენ მათ გამოვაქვეყნებთ საიტსა და სოციალურ ქსელში.
ინფორმაცია, დაკარგული ახლობლების შესახებ გამოგვიგზავნეთ მეილზე: sos@ambebi.ge და გთხოვთ, თან დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE