"საშინელება ხდებოდა, ბოლი, გამონაბოლქვი, საცობები, ხალხი ფეხით მოდიოდა, რამდენიმე გოგო ცუდად გახდა", - რა ხდებოდა დილის საათებში მეტეხის გვირაბში

"საშინელება ხდებოდა, ბოლი, გამონაბოლქვი, საცობები, ხალხი ფეხით მოდიოდა, რამდენიმე გოგო ცუდად გახდა", - რა ხდებოდა დილის საათებში მეტეხის გვირაბში

დილის საათებში "ფეისბუქზე" გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტეხის გვირაბში არსებული საცობების გამო ორი გოგონა მოიწამლა. ინფორმაციის ავტორი ჟურნალისტი ნინი აბრამიშვილია, AMBEBI.GE მას დაუკავშირდა და მომხდარის დეტალები გაარკვია.

"დილის 9 საათზე სახლიდან რომ გამოვედი, მეტროში არ ჩავსულვარ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა და ტაქსით წამოსვლა ვარჩიე. 9 საათიდან გამოსული სამსახურში ორის წუთებზე მივედი, ისეთი საცობები იყო.

მეტეხის გვირაბში გაჩერებულები 3 საათზე მეტხანს ვიყავით. საშინელება ხდებოდა, ბოლი, გამონაბოლქვი, საცობები, ხალხი ფეხით მოდიოდა, რამდენიმე გოგო ცუდად გახდა, სასწრაფოს მანქანასაც ძალიან უჭირდა მოსვლა, ყველაფერი გადაკეტილი იყო. ბოლოს მოვიდა სასწრაფოს მანქანა, გოგოებს ჟანგბადი ჩაასუნთქეს, ეტყობა ორივე გამონაბოლქვით მოიწამლა. იმ დროს იქ პატრული საერთოდ არ იყო. ტაქსის მძღოლმაც ბოლო თეთრები გამომართვა", - ამბობს ნინი ამბრამიშვილი.

მისი თქმით, მეტეხის გვირაბში გაჭედილი მანქანებიდან ხალხი გადმოდიოდა და გზას ფეხით აგრძელებდა.

"ჩვენ წინ სამი დიდი "კამაზი" იდგა და იმ დახურულ სივრცეში მათი გამონაბოლქვით აივსო ჰაერი. ის ორი გოგოც ერთი მანქანით იყვნენ და ალბათ, ჰაერით მოიწამლნენ", - გვითხრა ნინი აბრამიშვილმა.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ დილით მეტეხის გვირაბში საცობის გამო ორი გოგო შეუძლოდ გახდა და ისინი პატრულმა გამოიყვანა.

"ჩვენ გუშინვე დავდეთ გრაფიკული რგოლი, როგორ უნდა ემოძრავათ, დღესაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა განცხადება, რომ თუ განსაკუთრებით საჭირო არ არის, დღეს მანქანით არ ემოძრავათ. მეტეხის გვირაბში იყო პატრული და მოძრაობას არეგულირებდა", - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

AMBEBI.GE

თაკო ესებუა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია