პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი
"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი

გუ­შინ, 15 ივ­ნისს ზო­ო­პარკში თეთ­რი ლო­მის ბოკ­ვე­რი "შუმ­ბა" მოკ­ლუ­ლი იპოვ­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. "შუმ­ბას" მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა. გთა­ვა­ზობთ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს, რო­მე­ლიც 10 დე­კემ­ბრით და­რიღ­დე­ბა. მას­ში "თეთ­რი უფ­ლის­წუ­ლის" ის­ტო­რი­აა მო­თხრო­ბი­ლი:

"ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რო­გორ მო­ვი­და ეს თეთ­რი ლო­მის ბოკ­ვე­რი დღემ­დე, რა გზა გა­მო­ი­ა­რა და რა­ტომ ცხოვ­რობს ახლა ძაღ­ლთან ერ­თად; ამი­ტომ გვინ­და, მისი 1 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­ტა­რა ამ­ბა­ვი მო­გიყ­ვეთ შუმ­ბას სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ. პა­ტა­რა კი არა, საკ­მა­ოდ გრძე­ლი და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რია გა­მო­ვი­და სა­ბო­ლო­ოდ, მაგ­რამ იმე­დია წა­ი­კი­თხავთ. ახლა თუ არა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც, როცა მო­იც­ლით.

ფილ­მე­ბი რომ იწყე­ბა, ისე და­ვი­წყოთ ჩვენც: წარ­მო­იდ­გი­ნეთ ღამე, სი­ცი­ვე და სიბ­ნე­ლე...

ზუს­ტად ასე­თი გა­რე­მო იყო, თეთ­რი ლომი შუმ­ბა და მისი 3 და-ძმა რომ გაჩ­ნდა. ძა­ლი­ან ცივი დე­კემ­ბე­რი იდგა, სა­შინ­ლად ყი­ნავ­და. ეს პა­ტა­რე­ბი პირ­ვე­ლი ნა­ში­ე­რე­ბი იყ­ვნენ მათი დე­დის, კლე­ო­პატ­რას­თვის, ამი­ტომ გა­მო­უც­დელ დე­დას შვი­ლე­ბის მოვ­ლა გა­უ­ჭირ­და. ჭკუ­ის დამ­რი­გე­ბე­ლიც არა­ვინ ჰყავ­და ახლო-მახ­ლო. 4 ახალ­შო­ბი­ლი­დან მხო­ლოდ 1, შუმ­ბა გა­ლო­კა და გა­ათ­ბო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ა­ტო­ვა. ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლებს თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია არ აქვთ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ამი­ტომ დე­დის სით­ბო მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დრო­ის და­კარ­გვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. პა­ტა­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, მათი ვო­ლი­ე­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. საბ­რა­ლო ქუნ­ქუ­ლე­ბი სულ გა­ყი­ნუ­ლიყ­ვნენ და თით­ქმის აღარ სუნ­თქავ­დნენ. მდგო­მა­რე­ო­ბა უი­მე­დო იყო, მაგ­რამ ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმედს არ კარ­გავ­დნენ. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა, მა­სა­ჟი გა­სათ­ბო­ბად, ისევ სუნ­თქვა, ისევ მა­სა­ჟი... (ვი­დეო: რა­ტომ "ყი­ყი­ნებს" პა­ტა­რა შუმ­ბა)

დიდი ხნის წვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რე­ბი ოდ­ნავ მო­ყო­ჩაღ­დნენ და მათი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დიც გაჩ­ნდა. გამ­თე­ნი­ი­სას გა­ირ­კვა, რომ დე­დას მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი 1 ბოკ­ვე­რიც უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სას­წრა­ფოდ გა­მო­იყ­ვა­ნეს ისიც. ბრძო­ლა მის გა­და­სარ­ჩე­ნად რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და. სულ გა­თო­ში­ლი იყო, ციც­ქნა თა­თებს უკვე ვე­ღარ ამოძ­რავ­დებ­და. უზელ­დნენ მუ­ცელს, კი­დუ­რებს... რომ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა, ბო­ლოს ჩვენ­მა ძი­ძამ ტან­ზე მი­ი­ხუ­ტა პა­ტა­რა, სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სით­ბო­თი რომ გა­ეთ­ბო...

პირ­ვე­ლი დამ­ქან­ცვე­ლი დღე­ე­ბი და უძი­ლო ღა­მე­ე­ბი ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ბოკ­ვრებს ეჭა­მათ. ამ დროს თი­თო­ე­ულ გრამს ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა. პა­ტა­რე­ბი ყვე­ლა­ფერს არ მი­ირ­თმევ­დნენ, ამი­ტომ სხვა­დას­ხვაგ­ვარ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­რე­ვებს უმ­ზა­დებ­დნენ და დიდი წვა­ლე­ბით ას­მევ­დნენ სა­წო­ვა­რა­თი. და­სუს­ტე­ბულ ბოკ­ვრებ­ში ნელ-ნელა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებ­მა იჩი­ნეს თავი. დიდი წვა­ლე­ბი­სა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ვე­ლი კრი­ტი­კუ­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ვე ბოკ­ვე­რი და­ი­ღუ­პა.

ახლა მხო­ლოდ შუმ­ბას უყუ­რებ­და ყვე­ლა იმე­დის თვა­ლით. დე­კემ­ბრის მი­წუ­რულს მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც დამ­ძიმ­და. ინერ­ტუ­ლი გახ­და, საჭ­მელს აღარ იღებ­და, სულ ეძი­ნა და ბო­ლოს ფეხ­ზეც ვე­ღარ დგე­ბო­და. სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­და­დე­ბუ­ლი შუმ­ბას ბედი ერთ ღა­მე­ში გა­და­წყდა. იმ ღა­მეს არა­ვის და­უ­ძი­ნია. გა­თე­ნე­ბამ­დე უკე­თებ­დნენ გა­დას­ხმებს, ვი­ტა­მი­ნებს, წამ­ლებს, რას აღარ, მაგ­რამ ლო­მის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი უკვე აღარ იყო. და მერე, უც­ბად, ფილ­მებ­ში რო­მაა ისე, დილა რომ გა­თენ­და, შუმ­ბამ თვა­ლი გა­ა­ხი­ლა. შემ­დეგ ცოტ-ცოტა ჭა­მაც და­ი­წყო. ჭამა კი და­ი­წყო, მაგ­რამ საჭ­მელს ვერ ით­ვი­სებ­და, არც კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა ჰქონ­და. ამას კა­ნის პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა, შემ­დეგ მო­ნე­ლე­ბის... ისევ გა­დას­ხმე­ბი, ისევ წამ­ლე­ბი, მა­სა­ჟე­ბი... 3 კვი­რის თავ­ზე ძლივს გა­მო­ი­ღო შე­დე­გი ამ­დენ­მა წვა­ლე­ბამ.

ნე­ე­ე­ელ-ნე­ე­ე­ე­ლა, თან­და­თა­ნო­ბით ბოკ­ვე­რი გა­მო­ცო­ცხლდა და მო­ყო­ჩა­ღე­ბულ­მა მალე თა­მაშ­ზეც და­ი­წყო ფიქ­რი. ღა­მით რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულს ეძი­ნა, დღი­სით კი იმა­ვე, პლუ­შის ამ­ხა­ნა­გებ­თან კოტ­რი­ა­ლით ირ­თობ­და თავს, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო იყო... რომ არ მო­ე­წყი­ნა, ძი­ძამ ციც­ქნა, შავი მე­გო­ბა­რი, მი­სი­ვე ასა­კის პუ­დე­ლი კა­რა­კუ­ლა მო­უყ­ვა­ნა. თა­ვი­დან შო­რი­დან, ეჭ­ვის თვა­ლით ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ბე­დეს გა­მომცნა­უ­რე­ბა და მათი ლე­გენ­და­რუ­ლი მე­გობ­რო­ბაც მა­შინ და­ი­წყო. სულ ერ­თად იყ­ვნენ, ერ­თად ჭამ­დნენ, ერ­თად ეძი­ნათ, ერ­თად დარ­ბოდ­ნენ და დიდ, სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო­საც ერ­თად შე­ი­მეც­ნებ­დნენ (ვი­დეო: შუმ­ბა და მე­გო­ბა­რი შავი პუ­დე­ლი)

კრი­ტი­კუ­ლი 3 თვის ასა­კის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ შუმ­ბა კა­რან­ტი­ნის ოთა­ხი­დან გარე ვო­ლი­ერ­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ერ­თგულ კა­რა­კუ­ლას­თან ერ­თად. მას შემ­დეგ ასე არი­ან. მხი­ა­რუ­ლად და მე­გობ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ. ჭა­მის დრო­საც კი არ ჩხუ­ბო­ბენ. ჯერ-ჯე­რო­ბით ლომს პუ­დე­ლი ჯაბ­ნის. დიდ და კე­თილ შუმ­ბას მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს პა­ტა­რა და ხვან­ცა­ლა კა­რა­კუ­ლა, დას­დევს გუ­ლის­გა­მაწ­ვრი­ლე­ბე­ლი წი­ო­კით და ახ­ტე­ბა კა­ლი­ა­სა­ვით. ისიც უთ­მენს დიდსუ­ლოვ­ნად და მო­წყა­ლე ღი­მი­ლით აკ­ვირ­დე­ბა მე­გობ­რის მო­უს­ვე­ნარ ცუღ­ლუტს. კა­რა­კუ­ლა რომ გა­მო­დის ვო­ლი­ე­რი­დან, ტი­რის შუმ­ბა... ზლუ­ქუ­ნებს ლო­მუ­რად...

აი ასე იყო ეს ამ­ბა­ვი.

მოკ­ლედ, ის დროა, ყვე­ლამ ერ­თად მი­ვუ­ლო­ცოთ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნილ შუმ­ბას და­ბა­დე­ბის დღე და ხან­გრძლი­ვი, ბედ­ნი­ე­რი და წვრილ­შვი­ლით და­ხუნძლუ­ლი მო­მა­ვა­ლი ვუ­სურ­ვოთ".

"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი

"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი

გუშინ, 15 ივნისს ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერი "შუმბა" მოკლული იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. "შუმბას" მკვლელობამ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა. გთავაზობთ თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც 10 დეკემბრით დარიღდება. მასში "თეთრი უფლისწულის" ისტორიაა მოთხრობილი:

"ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ მოვიდა ეს თეთრი ლომის ბოკვერი დღემდე, რა გზა გამოიარა და რატომ ცხოვრობს ახლა ძაღლთან ერთად; ამიტომ გვინდა, მისი 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატარა ამბავი მოგიყვეთ შუმბას სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. პატარა კი არა, საკმაოდ გრძელი და დრამატული ისტორია გამოვიდა საბოლოოდ, მაგრამ იმედია წაიკითხავთ. ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, როცა მოიცლით.

ფილმები რომ იწყება, ისე დავიწყოთ ჩვენც: წარმოიდგინეთ ღამე, სიცივე და სიბნელე...

ზუსტად ასეთი გარემო იყო, თეთრი ლომი შუმბა და მისი 3 და-ძმა რომ გაჩნდა. ძალიან ცივი დეკემბერი იდგა, საშინლად ყინავდა. ეს პატარები პირველი ნაშიერები იყვნენ მათი დედის, კლეოპატრასთვის, ამიტომ გამოუცდელ დედას შვილების მოვლა გაუჭირდა. ჭკუის დამრიგებელიც არავინ ჰყავდა ახლო-მახლო. 4 ახალშობილიდან მხოლოდ 1, შუმბა გალოკა და გაათბო, დანარჩენები კი უყურადღებოდ მიატოვა. ახალდაბადებულებს თერმორეგულაცია არ აქვთ მოწესრიგებული, ამიტომ დედის სითბო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. პატარების გადასარჩენად, მათი ვოლიერიდან გამოყვანა გახდა აუცილებელი. საბრალო ქუნქულები სულ გაყინულიყვნენ და თითქმის აღარ სუნთქავდნენ. მდგომარეობა უიმედო იყო, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლები იმედს არ კარგავდნენ. ხელოვნური სუნთქვა, მასაჟი გასათბობად, ისევ სუნთქვა, ისევ მასაჟი... (ვიდეო: რატომ "ყიყინებს" პატარა შუმბა)

დიდი ხნის წვალების შემდეგ პატარები ოდნავ მოყოჩაღდნენ და მათი გადარჩენის იმედიც გაჩნდა. გამთენიისას გაირკვა, რომ დედას მასთან დარჩენილი 1 ბოკვერიც უყურადღებოდ მიეტოვებინა. სასწრაფოდ გამოიყვანეს ისიც. ბრძოლა მის გადასარჩენად რამდენიმე საათს გაგრძელდა. სულ გათოშილი იყო, ციცქნა თათებს უკვე ვეღარ ამოძრავდებდა. უზელდნენ მუცელს, კიდურებს... რომ არაფერი ეშველა, ბოლოს ჩვენმა ძიძამ ტანზე მიიხუტა პატარა, საკუთარი სხეულის სითბოთი რომ გაეთბო...

პირველი დამქანცველი დღეები და უძილო ღამეები ყველასთვის ძალიან რთული და დაძაბული აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოკვრებს ეჭამათ. ამ დროს თითოეულ გრამს ჰქონდა მნიშვნელობა. პატარები ყველაფერს არ მიირთმევდნენ, ამიტომ სხვადასხვაგვარ, განსხვავებული შემადგენლობის ნარევებს უმზადებდნენ და დიდი წვალებით ასმევდნენ საწოვარათი. დასუსტებულ ბოკვრებში ნელ-ნელა სხვადასხვა დაავადებებმა იჩინეს თავი. დიდი წვალებისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, პირველი კრიტიკული თვის განმავლობაში სამივე ბოკვერი დაიღუპა.

ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით. დეკემბრის მიწურულს მისი მდგომარეობაც დამძიმდა. ინერტული გახდა, საჭმელს აღარ იღებდა, სულ ეძინა და ბოლოს ფეხზეც ვეღარ დგებოდა. სასიკვდილოდ გადადებული შუმბას ბედი ერთ ღამეში გადაწყდა. იმ ღამეს არავის დაუძინია. გათენებამდე უკეთებდნენ გადასხმებს, ვიტამინებს, წამლებს, რას აღარ, მაგრამ ლომის გადარჩენის იმედი უკვე აღარ იყო. და მერე, უცბად, ფილმებში რომაა ისე, დილა რომ გათენდა, შუმბამ თვალი გაახილა. შემდეგ ცოტ-ცოტა ჭამაც დაიწყო. ჭამა კი დაიწყო, მაგრამ საჭმელს ვერ ითვისებდა, არც კუჭის მოქმედება ჰქონდა. ამას კანის პრობლემებიც დაემატა, შემდეგ მონელების... ისევ გადასხმები, ისევ წამლები, მასაჟები... 3 კვირის თავზე ძლივს გამოიღო შედეგი ამდენმა წვალებამ.

ნეეეელ-ნეეეელა, თანდათანობით ბოკვერი გამოცოცხლდა და მოყოჩაღებულმა მალე თამაშზეც დაიწყო ფიქრი. ღამით რბილი სათამაშოებით გარშემორტყმულს ეძინა, დღისით კი იმავე, პლუშის ამხანაგებთან კოტრიალით ირთობდა თავს, მაგრამ მაინც მარტო იყო... რომ არ მოეწყინა, ძიძამ ციცქნა, შავი მეგობარი, მისივე ასაკის პუდელი კარაკულა მოუყვანა. თავიდან შორიდან, ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ ერთმანეთს, თუმცა მალევე გაბედეს გამომცნაურება და მათი ლეგენდარული მეგობრობაც მაშინ დაიწყო. სულ ერთად იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ერთად ეძინათ, ერთად დარბოდნენ და დიდ, საინტერესო სამყაროსაც ერთად შეიმეცნებდნენ (ვიდეო: შუმბა და მეგობარი შავი პუდელი)

კრიტიკული 3 თვის ასაკის გადალახვის შემდეგ შუმბა კარანტინის ოთახიდან გარე ვოლიერში გადმოვიდა საცხოვრებლად. რასაკვირველია, ერთგულ კარაკულასთან ერთად. მას შემდეგ ასე არიან. მხიარულად და მეგობრულად ცხოვრობენ. ჭამის დროსაც კი არ ჩხუბობენ. ჯერ-ჯერობით ლომს პუდელი ჯაბნის. დიდ და კეთილ შუმბას მოსვენებას არ აძლევს პატარა და ხვანცალა კარაკულა, დასდევს გულისგამაწვრილებელი წიოკით და ახტება კალიასავით. ისიც უთმენს დიდსულოვნად და მოწყალე ღიმილით აკვირდება მეგობრის მოუსვენარ ცუღლუტს. კარაკულა რომ გამოდის ვოლიერიდან, ტირის შუმბა... ზლუქუნებს ლომურად...

აი ასე იყო ეს ამბავი.

მოკლედ, ის დროა, ყველამ ერთად მივულოცოთ სასწაულებრივად გადარჩენილ შუმბას დაბადების დღე და ხანგრძლივი, ბედნიერი და წვრილშვილით დახუნძლული მომავალი ვუსურვოთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს