სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად "ლიბერთი ბანკში" და "თიბისი ბანკში" სპეციალური ანგარიშები გაიხსნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მადლობას უხდის "ლიბერთი ბანკსა" და "თიბისი ბანკს" მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან, 15 ივნისიდან ყველა მსურველს შეუძლია "ლიბერთი ბანკში" და "თიბისი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე გადარიცხოს თანხა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად მიიმართება.

ანგარიშების ნომრებია: "ლიბერთი ბანკი" ადგილობრივი გადარიცხვებისთვის (ვალუტა- ლარი):GE27LB0010045017001717 LBRRTGE22

საერთაშორისო გადარიცხვებისთვის (ვალუტა - USD, EUR, GBP): JSC LIBERTY BANK SWIFT: LBRTGE22 GE27LB0010045017001717

"თიბისი ბანკი" : #13JUNE GE67თB1100000036082020 – GEL; GE67TB1100000036082020 – USD; GE34TB1100000361808808 – EUR Swift: TBCBGE22

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია