სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სტიქიის გმირი: ვინ არის მანუჩარ ინჯგია, რომელმაც 7 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა
თბილისის სტიქიის გმირი: ვინ არის მანუჩარ ინჯგია, რომელმაც 7 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

გუ­შინ­დელ­მა სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სვა­ნი­ძის ქუჩა და­ა­ზა­რა­ლა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ვე­რემ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი წა­ი­ღო, და­ინ­გრა სახ­ლე­ბი, იყო მხვერ­პლიც. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ არა მა­ნუ­ჩარ ინჯგია, მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით დიდი იქ­ნე­ბო­და. მან ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რი­დან ძაღ­ლე­ბი, დატ­ბო­რი­ლი სახ­ლე­ბი­დან კი ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. სა­ნამ სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მაშ­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რედ მა­ნუ­ჩარ ინჯგია უწევ­და დახ­მა­რე­ბას. მა­ნუ­ჩა­რის ფო­ტო­ე­ბი დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა მას გმირს უწო­დებს და გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო მად­ლო­ბას უხ­დის. ვინ არის ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი და რო­გორ მოხ­ვდა სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, ამის შე­სა­ხებ თა­ვად მა­ნუ­ჩარ ინჯგია გვი­ამ­ბობს.

- სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ვარ. თბი­ლის­ში მივ­ლი­ნე­ბით ვარ, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სტუმ­რად ვი­ყა­ვი ბი­ძას­თან. როცა წვი­მა და­ი­წყო და მდი­ნა­რე ადიდ­და, გა­დავ­წყვი­ტე ხალ­ხს თა­ვად დავ­ხმა­რე­ბო­დი. ისე უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, ვერ გად­მოვ­ცემ. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში აღარ იყო არა­ფე­რი სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე. ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ვი­წყეთ სახ­ლე­ბი­დან. ხალ­ხი ფან­რე­ბით გვა­ნიშ­ნებ­და, რომ დატ­ბო­რილ სახ­ლში იყ­ვნენ. ზოგი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და და ისე ცდი­ლობ­და გა­დარ­ჩე­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სვა­ნი­ძის ქუ­ჩის ბო­ლოს, ამი­ტომ ჩა­ვე­დი და ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა იქე­დან და­ვი­წყე. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის მო­ხუ­ცი ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა, რომ­ლის სახ­ლიც წყლით იყო სავ­სე, ფან­ჯრე­ბი ჩა­ვამ­ტვრი­ეთ და ისე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ლში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც ყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და ის ორი ბავ­შვიც ამო­ვიყ­ვა­ნეთ. კი­დევ კარ­გი იქ ვი­ყა­ვი, თო­რემ ნამ­დვი­ლად და­ი­ღუ­პე­ბო­და ის მო­ხუ­ცი ქალი.

- რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეთ?

- სა­ნამ სა­მაშ­ვე­ლო და პო­ლი­ცია მო­ვი­დო­და, 7 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ვა­ხერ­ხე. შემ­დეგ უკვე მაშ­ვე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ნა­ვე­ბით და ხალ­ხს აღარ უშ­ვებ­დნენ.

- ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნაც მო­ა­ხერ­ხეთ...

- მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ვა­ხერ­ხე. როცა წყა­ლი მო­ვარ­და, ბავ­შვე­ბის და მო­ხუ­ცე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ვი­წყე, იმ მო­მენ­ტში მთა­ვა­რი ეს იყო. სწრა­ფად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, წყალ­მა წა­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი, მან­ქა­ნე­ბი, სახ­ლე­ბი, ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი წყლით იყო სავ­სე, ბო­ლოს ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო და მხო­ლოდ მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ახ­ლაც სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ვარ და ბი­ჭებს ვეხ­მა­რე­ბი გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისის სტიქიის გმირი: ვინ არის მანუჩარ ინჯგია, რომელმაც 7 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

თბილისის სტიქიის გმირი: ვინ არის მანუჩარ ინჯგია, რომელმაც 7 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

გუშინდელმა სტიქიამ ყველაზე მეტად სვანიძის ქუჩა დააზარალა. ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი წაიღო, დაინგრა სახლები, იყო მხვერპლიც. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ არა მანუჩარ ინჯგია, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. მან ადიდებული მდინარიდან ძაღლები, დატბორილი სახლებიდან კი ბავშვები და მოხუცები გამოიყვანა. სანამ სვანიძის ქუჩაზე მაშველები გამოჩნდებოდნენ, მოსახლეობას სწორედ მანუჩარ ინჯგია უწევდა დახმარებას. მანუჩარის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოსახლეობა მას გმირს უწოდებს და გმირული საქციელის გამო მადლობას უხდის. ვინ არის ჩვენი დროის გმირი და როგორ მოხვდა სვანიძის ქუჩაზე, ამის შესახებ თავად მანუჩარ ინჯგია გვიამბობს.

- სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი ვარ. თბილისში მივლინებით ვარ, სვანიძის ქუჩაზე სტუმრად ვიყავი ბიძასთან. როცა წვიმა დაიწყო და მდინარე ადიდდა, გადავწყვიტე ხალხს თავად დავხმარებოდი. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერ გადმოვცემ. ნახევარ საათში აღარ იყო არაფერი სვანიძის ქუჩაზე. ბავშვები და მოხუცების გამოყვანა დავიწყეთ სახლებიდან. ხალხი ფანრებით გვანიშნებდა, რომ დატბორილ სახლში იყვნენ. ზოგი სახლის სახურავზე ავიდა და ისე ცდილობდა გადარჩენას. განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა იყო სვანიძის ქუჩის ბოლოს, ამიტომ ჩავედი და ხალხის გადარჩენა იქედან დავიწყე. განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის მოხუცი ქალის გადარჩენა, რომლის სახლიც წყლით იყო სავსე, ფანჯრები ჩავამტვრიეთ და ისე გამოვიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც ყავდა დატოვებული და ის ორი ბავშვიც ამოვიყვანეთ. კიდევ კარგი იქ ვიყავი, თორემ ნამდვილად დაიღუპებოდა ის მოხუცი ქალი.

- რამდენი ადამიანის გადარჩენა მოახერხეთ?

- სანამ სამაშველო და პოლიცია მოვიდოდა, 7 ადამიანის გადარჩენა მოვახერხე. შემდეგ უკვე მაშველები შევიდნენ ნავებით და ხალხს აღარ უშვებდნენ.

- ამბობენ, რომ რამდენიმე ძაღლის გადარჩენაც მოახერხეთ...

- მხოლოდ რამდენიმე ძაღლის გადარჩენა მოვახერხე. როცა წყალი მოვარდა, ბავშვების და მოხუცების გამოყვანა დავიწყე, იმ მომენტში მთავარი ეს იყო. სწრაფად განვითარდა მოვლენები, წყალმა წაიღო ყველაფერი, მანქანები, სახლები, ძაღლების თავშესაფარი წყლით იყო სავსე, ბოლოს ძალიან რთული მდგომარეობა იყო და მხოლოდ მაშველები მუშაობდნენ. ახლაც სვანიძის ქუჩაზე ვარ და ბიჭებს ვეხმარები გაწმენდით სამუშაოებში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია