პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება
დაკარგული ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა და და­კარ­გულ­თა შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე არ ვრცელ­დე­ბა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­კარ­გულ­თა ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ისე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­ნიშ­ნულ საბ­ჭო­ში გან­მარ­ტეს, მო­ნა­ცე­მე­ბი ამ ეტაპ­ზე ზუს­ტდე­ბა. "და­ღუ­პულ­თა და და­კარ­გულ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის და­ზუს­ტე­ბა სწო­რედ ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ვი­ნა­ო­ბა, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­დეს კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში.

ამ დრო­ის­თვის, სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 9 ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მო­ი­პო­ვე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. სტი­ქი­ას ემსხვერ­პლნენ ნუგ­ზარ ბუ­ა­ძე, ეგი­ა­ზა­რო­ვის ოჯა­ხის 4 წევ­რი, მა­რი­ამ ქუ­თე­ლია, გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე და მისი მე­უღ­ლე, ინ­დი­რა ზა­რან­დია. კი­დევ სამი გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში კი, ოთხი და­კარ­გუ­ლის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის, ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტის, ლიზა ზა­რან­დი­ას, სერ­კო კა­პა­ნა­ძის და იმ ტაქ­სის მძღო­ლის პოვ­ნა, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც სერ­გო კა­პა­ნა­ძე და ლიზა და ინ­დი­რა ზა­რან­დი­ე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო 24 და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაკარგული ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება

დაკარგული ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. "ინტერპრესნიუსი" დაკარგულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციისთვის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაუკავშირდა, თუმცა როგორც აღნიშნულ საბჭოში განმარტეს, მონაცემები ამ ეტაპზე ზუსტდება. "დაღუპულთა და დაკარგულთა მონაცემების დაზუსტება სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. შესაბამისად, მათი ვინაობა, ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადეს კრიზისების მართვის საბჭოში.

ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 9 ადამიანის შესახებ მოიპოვება ინფორმაცია. სტიქიას ემსხვერპლნენ ნუგზარ ბუაძე, ეგიაზაროვის ოჯახის 4 წევრი, მარიამ ქუთელია, გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლე, ინდირა ზარანდია. კიდევ სამი გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში კი, ოთხი დაკარგულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამ დრომდე ვერ ხერხდება გურამ პეტრიაშვილის, ივლიტა ჯიბუტის, ლიზა ზარანდიას, სერკო კაპანაძის და იმ ტაქსის მძღოლის პოვნა, რომლის ავტომობილითაც სერგო კაპანაძე და ლიზა და ინდირა ზარანდიები გადაადგილდებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო 24 დაკარგულად ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია