პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, არსებული ინფორმაციით, დაკავებები სირიის თემას უკავშირდება. ერთ-ერთი დაკავებული, თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილია.
არსებული ინფორმაციით, ამოღებულია პირადი ნივთები. სახლების ჩხრეკა 6 საათის მანძილზე გრძელდებოდა. პანკისის გარდა დაკავებები თბილისშიც მიმდინარეობს.