მაშველებმა ზუგდიდელი მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ "ინფორმაცია" "ტელეიმედი" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუთელიას ცხედარი თბილისის ერთ-ერთ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მისი ამოცნობა მოხდა.
მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა. ივლიტა ჯიბუტის მეუღლე დიდხანს ცდილობდა გოგონების გამოყვანას, თუმცა საბოლოოდ ისინი სტიქიამ იმსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
იხილეთ ასევე: 24 წლის ივლიტა ჯიბუტსა და მის მეგობარს ახლობლები საკუთარი ძალებით ეძებენ
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში