კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე
"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე

გან­სხვა­ვე­ბით წინა მთავ­რო­ბის­გან, ჩვენ ჯერ ვიკ­ვლევთ, თუ რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს ამა თუ იმ პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბამ გა­რე­მო­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" ეთერ­ში, ჰე­სე­ბი­სა და სხვა მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მათ გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, შე­საძ­ლოა დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი ვა­დებ­ში გა­ი­წე­ლოს, თუმ­ცა, პრე­მი­ე­რის თქმით, ეს ევ­რო­პა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.

"ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰე­სებ­თან მი­მარ­თე­ბით, არის შემ­დე­გი, რომ ჩვენ არ ვა­შე­ნებთ არც ერთ ჰესს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის გა­რე­შე. იგი­ვე გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის გა­რე­შე ჩვენ არ ვი­წყებთ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. გან­სხვა­ვე­ბით წინა მთავ­რო­ბის­გან. მე პა­რა­ლელს ვავ­ლებ და არ ვა­პი­რებ გა­ვაკ­რი­ტი­კო წინა მთავ­რო­ბა. მაგ­რამ მე გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

ახალ გზა­ზე, რო­მე­ლიც აშენ­და ვე­რეს ხე­ო­ბა­ში, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ იყო მა­ნამ­დე წი­ნას­წა­რი გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბის დას­კვნა და­დე­ბუ­ლი და ამის გა­რე­შე მოხ­და მშე­ნებ­ლო­ბა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ჯერ მივ­ყვე­ბით ისე, რო­გორც არის ევ­რო­პა­ში, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში. ჩვენ ვიკ­ვლევთ თუ რა ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს ამა თუ იმ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბამ ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბამ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ როცა და­ი­დე­ბა და­დე­ბი­თი დას­კვნა, ვი­წყებთ პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

რა თქმა უნდა ეს დრო­ში შე­საძ­ლოა გა­ი­წე­ლოს, მაგ­რამ ეს აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თი­ო­დია და ჩვენ არ და­ვარ­ღვევთ ამ პრო­ცე­დუ­რებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე: ძლი­ე­რი წვი­მა თბი­ლის­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე

"ჯერ ვიკვლევთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე" - ღარიბაშვილი ჰესების მშენებლობაზე

განსხვავებით წინა მთავრობისგან, ჩვენ ჯერ ვიკვლევთ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ პროექტის მშენებლობამ გარემოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "ტელეიმედის" ეთერში, ჰესებისა და სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობაზე და გარემოსთან მიმართებაში მათ გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა დასკვნის შემთხვევაში მშენებლობის პროცესი ვადებში გაიწელოს, თუმცა, პრემიერის თქმით, ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია.

"ჩვენი მთავრობის მუშაობის მთავარი მიმართულება ჰესებთან მიმართებით, არის შემდეგი, რომ ჩვენ არ ვაშენებთ არც ერთ ჰესს გაანალიზების გარეშე. იგივე გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი დასკვნის გარეშე ჩვენ არ ვიწყებთ ჰესების მშენებლობას. განსხვავებით წინა მთავრობისგან. მე პარალელს ვავლებ და არ ვაპირებ გავაკრიტიკო წინა მთავრობა. მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენი მიდგომები არის აბსოლუტურად განსხვავებული.

ახალ გზაზე, რომელიც აშენდა ვერეს ხეობაში, ჩემი ინფორმაციით არ იყო მანამდე წინასწარი გარემოს ზემოქმედების დასკვნა დადებული და ამის გარეშე მოხდა მშენებლობა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ჯერ მივყვებით ისე, როგორც არის ევროპაში, ცივილიზებულ სახელმწიფოებში. ჩვენ ვიკვლევთ თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ჰესის მშენებლობამ ან ნებისმიერი სხვა პროექტის მშენებლობამ და მხოლოდ ამის შემდეგ როცა დაიდება დადებითი დასკვნა, ვიწყებთ პროექტის რეალიზაციას.

რა თქმა უნდა ეს დროში შესაძლოა გაიწელოს, მაგრამ ეს აპრობირებული მეთიოდია და ჩვენ არ დავარღვევთ ამ პროცედურებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."