საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 000 ლარის გადაცემის გარდა, კონკრეტულად როგორ დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს - პრემიერის კომენტარი
10 000 ლარის გადაცემის გარდა, კონკრეტულად როგორ დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს - პრემიერის კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პი­რა­დად გა­ა­კონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ არ მოხ­დეს რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "იმე­დის კვი­რა­ში" ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ოც­რად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია მთე­ლი მთავ­რო­ბა, სა­ჯა­რო სექ­ტო­რი და კერ­ძო სექ­ტო­რი. "მინ­და ბიზ­ნეს­მე­ნებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ისი­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ამ პრობ­ლე­მის ირ­გვლივ. ამა­ში არის მთე­ლი ძალა. ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია არის ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა. 12 ადა­მი­ა­ნი არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 20 ადა­მი­ანს ვე­ძებთ. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი და­ნაკ­ლი­სი, და­ნარ­ჩე­ნი პრობ­ლე­მა არის მოგ­ვა­რე­ბა­დი და აღ­მო­ი­ფხვრე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, რომ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 10 ათა­სი ლარი გა­მო­ი­ყო­ფა, მაგ­რამ მე­ო­რე არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის ზა­რა­ლის დათ­ვლა და ამის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

"ჩვენ ამ ოჯა­ხებს მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­მო­ვუ­ჩენთ დახ­მა­რე­ბას. ჩვენ პირ­ველ ეტაპ­ზე და­ვით­ვლით ზა­რალს და შემ­დეგ ფი­ნან­სურ და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ვუ­ჩენთ ამ ოჯა­ხებს. მათ პი­რო­ბა აქვთ მთავ­რო­ბის­გან და მე მინ­და ეს ღიად და­ვა­დას­ტუ­რო", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან. "მე დღეს უკვე რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­მი­რე­კა და მათ აღ­მით­ქვეს სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა. და­მი­რე­კა ლატ­ვი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, და­მი­რე­კა ასე­ვე უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ასე­ვე სომ­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, თურ­ქე­თი­დან, საფ­რან­გე­თი­დან. ყვე­ლას­გან გვაქვს მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და ყვე­ლა არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ჩვენ ასე­ვე ვა­პი­რებთ დო­ნო­რებ­თან გავ­მარ­თოთ შეხ­ვედ­რე­ბი. მე ხვა­ლაც მექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს აქ­ტი­უ­რად. ჩვენ შევ­ძლებთ საკ­მა­რი­სი თან­ხის კონ­სო­ლი­დი­რე­ბას ბი­უ­ჯეტ­ში, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ ამ ოჯა­ხებს. ეს პრობ­ლე­მე­ბი არის მოგ­ვა­რე­ბა­დი. მთა­ვა­რია ის, რომ და­კარ­გულ სი­ცო­ცხლეს ჩვენ ვე­ღარ და­ვუბ­რუ­ნებთ ადა­მი­ა­ნებს. სხვა და­ნარ­ჩენ­ზე არ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ, სხვა და­ნარ­ჩენს ჩვენ მივ­ხე­დავთ და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე: ძლი­ე­რი წვი­მა თბი­ლის­ში

10 000 ლარის გადაცემის გარდა, კონკრეტულად როგორ დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს - პრემიერის კომენტარი

10 000 ლარის გადაცემის გარდა, კონკრეტულად როგორ დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს - პრემიერის კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირადად გააკონტროლებს სიტუაციას, რომ არ მოხდეს რომელიმე ოჯახის უყურადღებოდ დატოვება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრად კონსოლიდირებულია მთელი მთავრობა, საჯარო სექტორი და კერძო სექტორი. "მინდა ბიზნესმენებს მადლობა გადავუხადო. ისინი ჩართულები არიან და მთელი საქართველოს მოსახლეობა არის გაერთიანებული ამ პრობლემის ირგვლივ. ამაში არის მთელი ძალა. ყველაზე დიდი ტრაგედია არის ჩვენი ადამიანების დაკარგვა. 12 ადამიანი არის ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილი და დაახლოებით 20 ადამიანს ვეძებთ. ეს არის ყველაზე დიდი დანაკლისი, დანარჩენი პრობლემა არის მოგვარებადი და აღმოიფხვრება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განმარტა, რომ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისთვის კომპენსაციის სახით 10 ათასი ლარი გამოიყოფა, მაგრამ მეორე არის დაზარალებული ოჯახების ზარალის დათვლა და ამის ანაზღაურება.

"ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად აღმოვუჩენთ დახმარებას. ჩვენ პირველ ეტაპზე დავითვლით ზარალს და შემდეგ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ამ ოჯახებს. მათ პირობა აქვთ მთავრობისგან და მე მინდა ეს ღიად დავადასტურო", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა მეგობარი სახელმწიფოებიდან. "მე დღეს უკვე რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დამირეკა და მათ აღმითქვეს სხვადასხვა სახის დახმარება. დამირეკა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, დამირეკა ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან. ყველასგან გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა არის მობილიზებული. ჩვენ ასევე ვაპირებთ დონორებთან გავმართოთ შეხვედრები. მე ხვალაც მექნება შეხვედრა. ფინანსთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად. ჩვენ შევძლებთ საკმარისი თანხის კონსოლიდირებას ბიუჯეტში, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ოჯახებს. ეს პრობლემები არის მოგვარებადი. მთავარია ის, რომ დაკარგულ სიცოცხლეს ჩვენ ვეღარ დავუბრუნებთ ადამიანებს. სხვა დანარჩენზე არ უნდა ვინერვიულოთ, სხვა დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია