სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება
თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება

წუ­ხელ, თბი­ლის­ში, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 12 ადა­მი­ანს მი­აღ­წია. სრუ­ლი­ად გა­დად­გუ­რე­ბუ­ლია თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, მდი­ნა­რე ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ცნო­ბით, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში 36 და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ­გან 16 მო­ქა­ლა­ქე სხვა­დას­ხვა მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით რჩე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში. თუმ­ცა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

AMBEBI.GE "სტი­ქი­ის ანა­ტო­მი­ით" და­ინ­ტე­რეს­და. სად და­ი­წყო, რო­გორ გან­ვი­თარ­და სტი­ქია და რამ გა­ნა­პი­რო­ბა დრა­მა­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი, - ამ კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სას­წავ­ლო ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი მე­რაბ ალა­ვერ­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

"მე­წყე­რი ბე­თა­ნი­ას­თან ჩა­მოწ­ვა, რა­მაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის და­გუ­ბე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამან გა­მო­იწ­ვია წყლის დიდი მა­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც მე­წყე­რის შე­დე­გად შე­გუბ­და და შემ­დეგ ძლი­ე­რი წყლის ზე­გავ­ლე­ნით მისი გარ­ღვე­ვა მოხ­და, და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, გზა­დაგ­ზა ხვდე­ბო­და პა­ტარ-პა­ტა­რა შე­გუ­ბე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ლო­კა­ცი­ებს, პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი ბე­თა­ნი­ის ქვე­ვით შე­იქ­მნა, სა­დაც ხე­ო­ბა სავ­სეა ხე­ე­ბით. მე­წყე­რის მიერ ჩა­მო­ტა­ნილ­მა მა­სა­ლამ ხე­ე­ბი წა­აქ­ცია და მთლი­ა­ნო­ბა­ში, ღვარ­ცო­ფუ­ლი სა­ხით სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე წა­მო­ვი­და, ამ აღ­რე­ვის შე­დე­გად, კვა­ლის მი­ხედ­ვით, პირ­ველ­მა შე­მო­სულ­მა ნა­კად­მა 1958 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გვი­რა­ბის ჩა­ხერგვა გა­მო­იწ­ვია და წყლის მაქ­სი­მა­ლურ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 კუ­ბუ­რი მეტ­რი წამ­ში შე­ად­გი­ნა. ამან "ელი­ზე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან" სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და სხვა ტრან­სპორ­ტის წა­ღე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ე­ბი­სა და დიდი ტრან­სპორ­ტის ჩა­ხერგვით, ვაკე -სა­ბურ­თა­ლოს ძველ გვი­რაბ­ში, რო­მე­ლიც 1958 წელს აშენ­და, დო­ნის უე­ცა­რი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გვი­რაბ­მა ჩა­ხერ­გა წყა­ლის დიდი მასა, და შემ­დეგ არის უკვე ახა­ლი, 220 მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბი, რო­მელ­მაც ასე­ვე ვერ გა­ა­ტა­რა მი­ღე­ბუ­ლი მასა და მოხ­და უე­ცა­რი შე­გუ­ბე­ბა. ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ველ სა­ათ­ზე და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ამის გამო მოხ­და შე­ნო­ბე­ბის და­ფარ­ვა, რაც უკვე ჩა­ხერგვი­სა და შეტ­ბორ­ვის შე­დე­გია. მაგ­რამ პირ­ვე­ლი წა­მო­სუ­ლი ნა­კა­დი ღვარ­ცო­ფუ­ლი სა­ხის იყო, რო­მელ­მაც ჩა­ხერ­გი­ლი მე­წყე­რი გა­არ­ღვია. სა­ბო­ლო­ოდ, სტი­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბას შემ­დე­გი ფორ­მა ჰქონ­და: ძლი­ე­რი წვი­მა, მე­წყე­რი, ღვარ­ცო­ფი...

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სტი­ქი­ის შე­დე­გებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი დრა­მა­ტუ­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბა ზო­ო­პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ­მა ახალ­მა გვი­რაბ­მა მო­ახ­დი­ნა...

- არა, არ მგო­ნია ასე. მთა­ვა­რი იყო პირ­ვე­ლი, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გვი­რა­ბის ჩა­ხერგვა. ჩემი აზ­რით, ახა­ლი გვი­რა­ბე­ბიც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, უფრო მძაფრ შე­დე­გებს მი­ვი­ღებ­დით. პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ახლა ზო­ო­პარ­კის მი­და­მო­ებ­თან გან­ვი­თარ­და, ძვე­ლი გვი­რა­ბის მი­და­მო­ებს მი­ა­ყე­ნებ­და დარ­ტყმას, და და­ნა­კარ­გის თვალ­საზ­რი­სით, იგი­ვე შე­დეგს მი­ვი­ღებ­დით. მეს­მის, რომ არის მო­საზ­რე­ბა, რომ ახალ­მა გვი­რაბ­მა მო­ახ­დი­ნა ეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პირ­ვე­ლი შემ­ხვედ­რი გვი­რა­ბის და­გუ­ბე­ბი­სა და ჩა­ხერგვის ფაქ­ტო­რია.

ინ­გოგ­რა­ფი­კა| თე­ი­მუ­რაზ შა­მო­ი­ა­ნი, AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ| ტრა­გი­კუ­ლი 13: სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და დრა­მა­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ერთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ში

#ძლი­ე­რი წვი­მა თბი­ლის­ში - თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი და გა­ნახ­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება

თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება

წუხელ, თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანს მიაღწია. სრულიად გადადგურებულია თბილისის ზოოპარკი, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, თბილისის საავადმყოფოებში 36 დაშავებული ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩება სტაციონარებში. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

AMBEBI.GE "სტიქიის ანატომიით" დაინტერესდა. სად დაიწყო, როგორ განვითარდა სტიქია და რამ განაპირობა დრამატული შედეგები, - ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს რედაქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი ესაუბრა.

"მეწყერი ბეთანიასთან ჩამოწვა, რამაც დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება მოახდინა. ამან გამოიწვია წყლის დიდი მასის ჩამოყალიბება, რომელიც მეწყერის შედეგად შეგუბდა და შემდეგ ძლიერი წყლის ზეგავლენით მისი გარღვევა მოხდა, და შემდეგ, რა თქმა უნდა, გზადაგზა ხვდებოდა პატარ-პატარა შეგუბებები.

რაც შეეხება ლოკაციებს, პირველი ბარიერი ბეთანიის ქვევით შეიქმნა, სადაც ხეობა სავსეა ხეებით. მეწყერის მიერ ჩამოტანილმა მასალამ ხეები წააქცია და მთლიანობაში, ღვარცოფული სახით სვანიძის ქუჩაზე წამოვიდა, ამ აღრევის შედეგად, კვალის მიხედვით, პირველმა შემოსულმა ნაკადმა 1958 წელს აშენებული ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა გამოიწვია და წყლის მაქსიმალურმა რაოდენობამ დაახლოებით, 1000 კუბური მეტრი წამში შეადგინა. ამან "ელიზების ტერიტორიიდან" სატვირთო ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტის წაღება და საბოლოოდ, ხეებისა და დიდი ტრანსპორტის ჩახერგვით, ვაკე -საბურთალოს ძველ გვირაბში, რომელიც 1958 წელს აშენდა, დონის უეცარი მატება გამოიწვია.

გვირაბმა ჩახერგა წყალის დიდი მასა, და შემდეგ არის უკვე ახალი, 220 მეტრიანი გვირაბი, რომელმაც ასევე ვერ გაატარა მიღებული მასა და მოხდა უეცარი შეგუბება. ეს მოხდა დაახლოებით პირველ საათზე და სავარაუდოდ, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის გამო მოხდა შენობების დაფარვა, რაც უკვე ჩახერგვისა და შეტბორვის შედეგია. მაგრამ პირველი წამოსული ნაკადი ღვარცოფული სახის იყო, რომელმაც ჩახერგილი მეწყერი გაარღვია. საბოლოოდ, სტიქიის განვითარებას შემდეგი ფორმა ჰქონდა: ძლიერი წვიმა, მეწყერი, ღვარცოფი...

- არსებობს მოსაზრება, რომ სტიქიის შედეგებზე დამატებითი დრამატული პროვოცირება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ახალმა გვირაბმა მოახდინა...

- არა, არ მგონია ასე. მთავარი იყო პირველი, ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა. ჩემი აზრით, ახალი გვირაბებიც რომ არ ყოფილიყო, უფრო მძაფრ შედეგებს მივიღებდით. პროცესი, რომელიც ახლა ზოოპარკის მიდამოებთან განვითარდა, ძველი გვირაბის მიდამოებს მიაყენებდა დარტყმას, და დანაკარგის თვალსაზრისით, იგივე შედეგს მივიღებდით. მესმის, რომ არის მოსაზრება, რომ ახალმა გვირაბმა მოახდინა ეს, მაგრამ მთავარი პირველი შემხვედრი გვირაბის დაგუბებისა და ჩახერგვის ფაქტორია.

ინგოგრაფიკა| თეიმურაზ შამოიანი, AMBEBI.GE

ასევე იხილეთ| ტრაგიკული 13: სტიქიას შეწირული მოქალაქეები და დრამატული მონაცემები ერთ ინფოგრაფიკაში

#ძლიერი წვიმა თბილისში - თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და განახლება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია