ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები

ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები

ინფოგრაფიკა| ტრაგიკული 13: სტიქიას შეწირული მოქალაქეები და დრამატული მონაცემები ერთ ინფოგრაფიკაში

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა.

ძლიერ წვიმას და წყალდიდობას თბილისში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მონაცემები შესაძლოა, ყოველწუთს შეიცვალოს და კიდევ უფრო დამძიმდეს.

გარდაცვლილთაგან ორი ადამიანი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის შედეგად დაიღუპა. ერთი გარდაცვლილი ქალი, ერთი კი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდათ. დაშავებულები მაშველებმა სტიქიის ზონიდან კოჯრის მხრიდან გაიყვანეს. ამ დრომდე გრძელდება 5 ადამიანის ძებნის სამუშაოები. ადგილზე შინაგას საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და გეოლოგები მუშაობენ.

4 ცხედარი იქნა ნაპოვნი ზოოპარკის ტერიტორიაზე. ცხედრები უკვე პროზექტურაში არიან გადაყვანილი. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ოთხი გარდაცვლილიდან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. დაღუპულთა შორის არის გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლეც.

ნახეთ| მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

რაც შეეხება მეოთხე ცხედარს, გურიელიძის განცხადებით, ეს არის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც არ იყო ზოოპარკის თანამშრომელი და სავარაუდოდ, მისი ცხედარი მოვარდნილმა წყალმა გამორიყა ზოოპარკის ტერიტორიაზე.

მსხვერპლი იყო ვაკეში, სვანაძის ქუჩაზეც. სვანაძის ქუჩაზე გარდაიცვალა 4 ქალი, აქედან 2 ახალგაზრდა, 2 კი საშუალო ასაკის დები არიან. სვანაძის ქუჩაზე დაკარგული ადამიანების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

გადაცვლილების გარდა ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულების შესახებ. დაკარგულ დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, დები დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, "თავისუფლების მოედნიდან" ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემართებოდნენ.

მათივე თქმით, ორივე დას გათიშული აქვს ტელეფონის ნომერი და ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდიან.

ახლობლებმა მიმართეს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

დები ზარანდიები 22 და 25 წლის არიან. მათტან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, 27 წლის სერგო კაპანაძე. დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სერგო კაპანაძე დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად ტაქსით მგზავრობდა. მასთან კონტაქტი 00:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც მობილურ ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებიან.

რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახი აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს – 574194455.

ნახეთ| ოჯახის წევრები წუხანდელი სტიქიის შემდეგ დაკარგულ დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ეძებენ

სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის სპეციალური ინტერნეტგვერდი შეიქმნა. (https://docs.google.com/forms/d/18UeTz-i667-WaAhHLZqmDqn49rIa0Y4cDyeE1UhQZM8/viewform). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქელებში გავრცელდა.

მოხალისეობის მსურველებმა დარეგისტრირებისთვის აპლიკაცია უნდა შეავსონ, რისთვისაც უნდა მიუთითონ სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და მიუთითოს თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია მას.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია