მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

13 ივ­ნი­სის ღა­მეს თბი­ლის­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ დე­და­ქა­ლაქ­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბა შექ­მნა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­აა. არის მსხვერ­პლი.

რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია რვა ადა­მი­ა­ნი. და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტდე­ბა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ვე­რემ დატ­ბო­რა ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია, რის შე­დე­გა­დაც ვო­ლი­ე­რე­ბი­დან გა­იქ­ცნენ მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი. ტარ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მტა­ცებ­ლე­ბე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად და ცხო­ვე­ლე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლი, და­ტო­ბი­რი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. მოკ­ლე დრო­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე გა­მო­იწ­ვია მე­წყე­რი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­საც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო. სა­გან­გე­ბო შტა­ბის თათ­ბირ­ზე გა­და­წყდა, რომ დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი და­ი­კე­ტე­ბა. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო სა­გან­გე­ბო შტა­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს თავი შე­ი­კა­ვონ ქა­ლაქ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გმირ­თა მო­ედ­ნის, ზო­ო­პარ­კის, ვე­რეს ხე­ო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­ავ­რცე­ლებს. სა­გან­გე­ბო შტა­ბის და­ვა­ლე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­სურ­სი. მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი 112. სა­გან­გე­ბო შტა­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #ძლი­ე­რი წვი­მა თბი­ლის­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი.

როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატობირილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია