სვანიძის ქუჩაზე 5 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ადგილობრივების ცნობით, სტიქიის შედეგად დატბორილ სახლებში 4 ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, მათგან ორი 28 და 40 წლის დები და მათი ორი ნათესავი, რომლებიც ასევე დები იყვნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, 3 ცხედარი დატბორილი სახლებიდან უკვე გამოასვენეს, 2-ის გამოყვანა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. სვანიძის ქუჩაზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
როგორც ცნობილია, 24 ოჯახი უსახლ-კაროდ დარჩა. დაზარალებულები ადგილზე არიან შეკრებულები. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც. დაზარალებულებს ვაკის გამგებელი შეხვდა და დღის განმავლობაში თანხის უზრუნველყოფით ბიზნების დაქირავებას დაჰპირდა.