ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული. მათგან ერთი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის მცხოვრებია, ხოლო მეორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველთა თქმით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და მდინარეში ჩავარდა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა დღეს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზის, შეკვეთილის მონაკვეთზე მოხდა.
"გურიის მოამბე"