მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!
რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ვი­ყა­ვი ID ბა­რა­თის ასა­ღე­ბად. მი­სას­ვლელ­თან ხალ­ხის დიდი ჯგუ­ფი იყო შეკ­რე­ბი­ლი და რა­ღა­ცას აპ­რო­ტეს­ტებ­და. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ რო­მის პა­პის მიერ პუ­ტი­ნის მშვი­დო­ბის ან­გე­ლო­ზით და­ჯილ­დო­ე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, მაგ­რამ ეს ვერ­სია იმ­თა­ვით­ვე გა­მოვ­რი­ცხე, რად­გან ამ პრო­ტეს­ტის­თვის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი არ იყო შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი. შემ­დეგ "მთის მი­ნის­ტრის" იდე­ის წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი მე­გო­ნა, მაგ­რამ აქაც შევ­ცდი. ბო­ლოს ნება ვი­ბო­ძე და ვი­კი­თხე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ხალ­ხი ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბებს, ე.წ. ID ბა­რა­თებს აპ­რო­ტეს­ტებ­და და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის დაშ­ვე­ბას ითხოვ­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც იყო, რა­მაც გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა, რად­გან სა­პატ­რი­არ­ქომ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ამ პი­რა­დო­ბის აღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არაა. ყვე­ლა ლო­გი­კის და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს უნდა ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ, ხოლო თუ სა­პატ­რი­არ­ქო სცო­დავს ან სცდე­ბა, მა­შინ პირ­და­პირ უნდა ამ­ხი­ლონ, მაგ­რამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს არ ეხე­ბი­ან, ანუ ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო არ ცდე­ბა, მა­შინ რას და­ო­ბენ, ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია.

20 აპ­რი­ლი­დან 20 ივ­ნი­სამ­დე პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მა უფა­სოა, რა­მაც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში რი­გე­ბი გა­ზარ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რიგ­ში ის ხალ­ხიც იდგა, ვინც გა­სულ წლებ­ში აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის არ­სე­ბო­ბას. რო­გორც ჩანს, უფა­სო რად­გა­ნაა, იქ სა­ტა­ნა ვერ და­ი­ბუ­დებს, ამი­ტომ ეგ­დოს, რა იცი, რა ხდე­ბა...

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა და 100 000-ზე მეტ ხელ­მო­წე­რას შე­აგ­რო­ვე­ბენ, რათა ალეტრნა­ტი­უ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­უშ­ვან. არა­და, რა კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს დრო ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტესტს მო­ახ­მა­რონ, მომ­ხრეც მეტი ეყო­ლე­ბათ, მარ­თლა კარგ საქ­მე­საც გა­ა­კე­თე­ბენ და ეგებ, ნარ­კო­მა­ნი­ის სენს 1-2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც გა­მოგ­ლი­ჯონ, თუმ­ცა­ღა, რო­გორც ჩანს, წა­მალ­ში სა­ტა­ნა ვერ იბუ­დებს, ამი­ტომ მას აგ­რე­რი­გად დიდი პრო­ტეს­ტი არ სჭირ­დე­ბა.

რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ იმ ხალ­ხი­დან, ვინც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან იდგა, მი­ნი­მუმ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არის ნამ­ყო­ფი ის­ტო­რი­ულ ტა­ო­ში (ან თუ არ ყო­ფი­ლა, წას­ვლა ნამ­დვი­ლად უნდა), რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­ზობ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და იქ გა­და­სას­ვლე­ლად ან უცხო­ე­თის პას­პორ­ტია სა­ჭი­რო, ან კი­დევ ID ბა­რა­თი. უცხო­ე­თის პას­პორ­ტს მხო­ლოდ ტა­ო­ში წა­სას­ვლე­ლად იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ, ანუ რა გა­მო­დის, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ იმას, რაც თვი­თონ უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ? ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო ქმე­დე­ბაა.

მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინც უკვე "და­იტ­ვიფ­რა", ანუ ID ბა­რა­თი აიღო, ასე­თი ადა­მი­ა­ნის ხსნის შან­სი თუ არ­სე­ბობს? პი­რა­დო­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა სუ­ლის გა­მოს­ყიდ­ვას გა­ნა­პი­რო­ბებს? ან მრევ­ლის იმ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რა ქნას, ვის და­უ­ჯე­როს, სა­კუ­თარ მო­ძღვარს, ვი­საც უკვე აქვს ID ბა­რა­თი და ამ­ბობს, რომ ეს სა­ში­ში არა­აო, თუ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ვინც ID ბა­რათ­ში აპო­კა­ლიფ­სის ნიშ­ნებს ხე­დავს.

რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ დონ-კი­ხო­ტი ყვე­ლა­ზე ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟია, რად­გან ქა­რის წის­ქვი­ლებ­თან ბრძო­ლა­ში ბა­და­ლი არ გვყავს და ამა­სო­ბა­ში კი ნამ­დვი­ლი მტე­რი (რო­მე­ლიც რო­გორც წესი, ჩრდი­ლო­ე­თი­დან გვი­ტევს) ისე გვი­პყრობს, რომ ჩვენ სი­ხა­რუ­ლით ვე­გე­ბე­ბით.

პ.ს. სტა­ლი­ნის დროს (რომ­ლის უდი­დე­სი მე­ხოტ­ბე­ე­ბიც ყვე­ლა­ზე მძაფ­რად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ID ბა­რათს) სულ არ ყო­ფი­ლა ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა საბ­ჭო­ე­ლი დატ­ვიფ­რუ­ლი იყო პარტ-ბი­ლე­თით, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო სა­ში­ში იყო, რად­გან პარტ-ბი­ლე­თი უპირ­ვე­ლეს დარ­ტყმას ადა­მი­ა­ნის მენ­ტა­ლო­ბას აყე­ნებ­და და ამ დარ­ტყმის შე­დეგს ყო­ველ­დღი­უ­რად ვიმ­კით, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ასეა.

ლადო გო­გო­ლა­ძის სა­ავ­ტო­რო სვე­ტი

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!

რა უფრო საშიშია, ID ბარათი თუ პარტ-ბილეთი ან ნარკომანია?!

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში ვიყავი ID ბარათის ასაღებად. მისასვლელთან ხალხის დიდი ჯგუფი იყო შეკრებილი და რაღაცას აპროტესტებდა. თავიდან მეგონა, რომ რომის პაპის მიერ პუტინის მშვიდობის ანგელოზით დაჯილდოებას აპროტესტებდნენ, მაგრამ ეს ვერსია იმთავითვე გამოვრიცხე, რადგან ამ პროტესტისთვის იუსტიციის სახლი არ იყო შესაბამისი ადგილი. შემდეგ "მთის მინისტრის" იდეის წინააღმდეგ შეკრებილი ხალხი მეგონა, მაგრამ აქაც შევცდი. ბოლოს ნება ვიბოძე და ვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ელექტრონულ პირადობებს, ე.წ. ID ბარათებს აპროტესტებდა და ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვებას ითხოვდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის რამდენიმე სასულიერო პირიც იყო, რამაც გულწრფელად ვიტყვი, ძალიან გამაკვირვა, რადგან საპატრიარქომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ამ პირადობის აღება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი არაა. ყველა ლოგიკის და საეკლესიო კანონის თანახმად, ეს სასულიერო პირები საპატრიარქოს უნდა ემორჩილებოდნენ, ხოლო თუ საპატრიარქო სცოდავს ან სცდება, მაშინ პირდაპირ უნდა ამხილონ, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეები საპატრიარქოს არ ეხებიან, ანუ ეკლესიის მმართველი ორგანო არ ცდება, მაშინ რას დაობენ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

20 აპრილიდან 20 ივნისამდე პირადობის მოწმობის გაცემა უფასოა, რამაც იუსტიციის სახლში რიგები გაზარდა. საინტერესოა, რომ რიგში ის ხალხიც იდგა, ვინც გასულ წლებში აქტიურად აპროტესტებდა ამ პირადობის მოწმობის არსებობას. როგორც ჩანს, უფასო რადგანაა, იქ სატანა ვერ დაიბუდებს, ამიტომ ეგდოს, რა იცი, რა ხდება...

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და 100 000-ზე მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ, რათა ალეტრნატიული პირადობის მოწმობა დაუშვან. არადა, რა კარგი იქნება, ეს დრო ნარკომანიის წინააღმდეგ პროტესტს მოახმარონ, მომხრეც მეტი ეყოლებათ, მართლა კარგ საქმესაც გააკეთებენ და ეგებ, ნარკომანიის სენს 1-2 ადამიანი მაინც გამოგლიჯონ, თუმცაღა, როგორც ჩანს, წამალში სატანა ვერ იბუდებს, ამიტომ მას აგრერიგად დიდი პროტესტი არ სჭირდება.

რატომღაც მგონია, რომ იმ ხალხიდან, ვინც იუსტიციის სახლთან იდგა, მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არის ნამყოფი ისტორიულ ტაოში (ან თუ არ ყოფილა, წასვლა ნამდვილად უნდა), რომელიც ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზეა და იქ გადასასვლელად ან უცხოეთის პასპორტია საჭირო, ან კიდევ ID ბარათი. უცხოეთის პასპორტს მხოლოდ ტაოში წასასვლელად იშვიათად იღებენ, ანუ რა გამოდის, აპროტესტებენ იმას, რაც თვითონ უკვე გაკეთებული აქვთ? ერთობ საინტერესო ქმედებაა.

მაინტერესებს, ვინც უკვე "დაიტვიფრა", ანუ ID ბარათი აიღო, ასეთი ადამიანის ხსნის შანსი თუ არსებობს? პირადობის უკან დაბრუნება სულის გამოსყიდვას განაპირობებს? ან მრევლის იმ წარმომადგენელმა რა ქნას, ვის დაუჯეროს, საკუთარ მოძღვარს, ვისაც უკვე აქვს ID ბარათი და ამბობს, რომ ეს საშიში არააო, თუ აქციის მონაწილეებს, ვინც ID ბარათში აპოკალიფსის ნიშნებს ხედავს.

რატომღაც მგონია, რომ დონ-კიხოტი ყველაზე ქართველი პერსონაჟია, რადგან ქარის წისქვილებთან ბრძოლაში ბადალი არ გვყავს და ამასობაში კი ნამდვილი მტერი (რომელიც როგორც წესი, ჩრდილოეთიდან გვიტევს) ისე გვიპყრობს, რომ ჩვენ სიხარულით ვეგებებით.

პ.ს. სტალინის დროს (რომლის უდიდესი მეხოტბეებიც ყველაზე მძაფრად აპროტესტებენ ID ბარათს) სულ არ ყოფილა ელექტრონული პირადობის მოწმობა, მაგრამ თითქმის ყველა საბჭოელი დატვიფრული იყო პარტ-ბილეთით, რომელიც ბევრად უფრო საშიში იყო, რადგან პარტ-ბილეთი უპირველეს დარტყმას ადამიანის მენტალობას აყენებდა და ამ დარტყმის შედეგს ყოველდღიურად ვიმკით, სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ლადო გოგოლაძის საავტორო სვეტი

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია