პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია
"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია

რი­გი­თი გი­ორ­გი კირ­კი­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე მე­ო­რედ შე­მო­ღო­ბეს. მას შემ­დეგ რაც იქ ჯა­რის­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვი გა­მოთ­ქვეს, კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის შეს­წავ­ლა ახ­ლი­დან და­ი­წყეს. ოფი­ცი­ლა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­გით­მა თავი მო­იკ­ლა.

ცხე­და­რი კრწა­ნი­სის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ნა­ხეს. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ჯა­რის­კაც­მა ჯერ ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა და შემ­დეგ თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ად­გილ­ზე არის სის­ხლის ნაკ­ვა­ლე­ვიც, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს არ ეთან­ხმე­ბი­ან. არ­გუ­მენ­ტი ბევ­რია, თუმ­ცა მათ შო­რის ერთ-ერთი ის არის, რომ ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში თო­კის ჩა­მო­საბ­მე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. არც ფან­ჯრებ­სა და არც ჭერ­ზე არ არის არ­ცერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც სამ­ხედ­რო თო­კის მი­მაგ­რე­ბას შეძ­ლებ­და. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლელ­ბი "რუს­თა­ვი 2"-თან ამ­ბო­ბენ, რომ გი­ორ­გი კირ­კი­ტა­ძე მოკ­ლუ­ლია. საქ­მე კი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი.

ალექ­სან­დრე კირ­თა­ძე, გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი:

"მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს. თავი მო­იკ­ლა თუ მოკ­ლეს ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. 5 დღის წინ ვნა­ხე და ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, ცო­ლის მოყ­ვა­ნა უნ­დო­და. მე კარ­გად ვიც­ნობ­დი მაგ ბიჭს და არამ­გო­ნია, რომ მას თავი მო­ეკ­ლა".

თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირთ გარ­დაც­ვლი­ლის სხვა მე­გობ­რებ­საც. მე­გობ­რე­ბის ვერ­სი­ას იზი­ა­რე­ბენ ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მათი შვი­ლი მოკ­ლეს და ცხე­და­რი შე­ნო­ბა­ში შემ­დეგ შე­ი­ტა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლის მამა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

"თავს არ მო­იკ­ლავ­და, ეგ აბ­სურ­დია. მოკ­ლუ­ლია და მიყ­ვა­ნი­ლია ად­გილ­ზე", - აცხა­დებს "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი.

"არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ ჰქონ­და, ეგ არის მო­კუ­ლი. სის­ხლი აქ აქ­ცე­ვია და კაცი სა­დღაც იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს რო­გორ? მკვდა­რი გა­და­ვი­და და თავი ჩა­მო­ი­კი­და?", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა, ბახ­ვა კირ­კი­ტა­ძე.

22 წლის გი­ორ­გი კირ­კი­ტა­ძის ცხე­და­რი ლა­გო­დე­ხის სო­ფელ ზემო გურ­გე­ნი­ან­ში დღეს გა­და­ას­ვე­ნეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცხე­დარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"გა­კე­რი­ლი აქვს ყელი, ხელი გა­დაჭ­რი­ლი აქ­ვსო დე­და­მის­მა მი­თხრა", - აცხა­დებს და­ღუ­პუ­ლის მე­ო­რე ბიძა.

შეძ­ლებ­და თუ არა ვე­ნებ­გა­დაჭ­რი­ლი კირ­კი­ტა­ძე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბას, ამის შე­სა­ხებ დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ უსა­უბ­რი­ათ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისევ გა­ნა­ახ­ლეს. მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს კრწა­ნი­სის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ის სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ო­და. რი­გი­თი სამ­ხედ­რო­ებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა თავ­დც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ავ­რცე­ლა.

"I ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნის­ში" სას­წავ­ლო კურ­სზე იყო მივ­ლი­ნე­ბუ­ლი. 2015 წლის 10 ივ­ნისს, გივი კირ­კი­ტა­ძე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან და­თხოვ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მე­ო­რე დღეს სას­წავ­ლო ცენ­ტრში არ გა­მო­ცხად­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრთან მდე­ბა­რე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს იძი­ებს შსს ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს რუს­თა­ვის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

22 წლის რი­გი­თის ოჯა­ხის წე­ვე­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია

"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია

რიგითი გიორგი კირკიტაძის გარდაცვალების ადგილი სამართალდამცველებმა უკვე მეორედ შემოღობეს. მას შემდეგ რაც იქ ჯარისკაცის ახლობლები მივიდნენ და გამოძიების მიერ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს, კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილის შესწავლა ახლიდან დაიწყეს. ოფიცილაური ინფორმაციით, რიგითმა თავი მოიკლა.

ცხედარი კრწანისის სამხედრო ნაწილის მახლობლად მდებარე მიტოვებულ შენობაში ნახეს. გამოძიების ვერსიით, ჯარისკაცმა ჯერ ვენები გადაიჭრა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე არის სისხლის ნაკვალევიც, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ფაქტს არ ეთანხმებიან. არგუმენტი ბევრია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ნახევრად დანგრეულ შენობაში თოკის ჩამოსაბმელი საშუალება არ არის. არც ფანჯრებსა და არც ჭერზე არ არის არცერთი ადგილი, სადაც სამხედრო თოკის მიმაგრებას შეძლებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილის ახლობლელბი "რუსთავი 2"-თან ამბობენ, რომ გიორგი კირკიტაძე მოკლულია. საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

ალექსანდრე კირთაძე, გარდაცვლილის მეგობარი:

"მეგობრებმა მითხრეს. თავი მოიკლა თუ მოკლეს ნამდვილად არ ვიცით. 5 დღის წინ ვნახე და ყველაფერი ჰქონდა დაგეგმილი, ცოლის მოყვანა უნდოდა. მე კარგად ვიცნობდი მაგ ბიჭს და არამგონია, რომ მას თავი მოეკლა".

თვითმკვლელობის მიზეზის დასახელება უჭირთ გარდაცვლილის სხვა მეგობრებსაც. მეგობრების ვერსიას იზიარებენ ჯარისკაცის ოჯახის წევრები, ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლეს და ცხედარი შენობაში შემდეგ შეიტანეს. გარდაცვლილის მამა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

"თავს არ მოიკლავდა, ეგ აბსურდია. მოკლულია და მიყვანილია ადგილზე", - აცხადებს "კურიერთან" საუბარში გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

"არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, ეგ არის მოკული. სისხლი აქ აქცევია და კაცი სადღაც იყო ჩამოკიდებული, ეს როგორ? მკვდარი გადავიდა და თავი ჩამოიკიდა?", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ბახვა კირკიტაძე.

22 წლის გიორგი კირკიტაძის ცხედარი ლაგოდეხის სოფელ ზემო გურგენიანში დღეს გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.

"გაკერილი აქვს ყელი, ხელი გადაჭრილი აქვსო დედამისმა მითხრა", - აცხადებს დაღუპულის მეორე ბიძა.

შეძლებდა თუ არა ვენებგადაჭრილი კირკიტაძე მიტოვებულ შენობაში თავის ჩამოხრჩობას, ამის შესახებ დღეს სამართალდამცველებს არ უსაუბრიათ. შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ საგამოძიებო სამუშაოები ისევ განაახლეს. მიტოვებული შენობა, სადაც ცხედარი იპოვეს კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც ის სამხედრო მომზადებას გადიოდა. რიგითი სამხედროებმა გვიან ღამით იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თავდცვის სამინისტრომაც გაავრცელა.

"I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს, გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება", - აღნიშნულია განცხადებაში.

22 წლის რიგითის ოჯახის წევერები ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ