ვირჩევთ საცურაო კოსტიუმს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვირჩევთ საცურაო კოსტიუმს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზაფხულის ცხელი სეზონი ძალაში შედის და, რაღა თქმა უნდა, საშვებულებო პერიოდისთვის ვემზადებით ყველა. ამ მხრივ ქალბატონებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია რუჯი, ზღვა და, რაღა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმი, რომლის შერჩევაშიც სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდ დროსა და ფიქრს ატარებენ. საქმე შეგიძლიათ გაიადვილოთ, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერის საცურაო კოსტიუმს მიანიჭებთ უპირატესობას.

ვერძს მკვეთრი ფერის, სექსუალური საცურაო კოსტიუმი უხდება. ფერი წითელი, აგურისფერი, ნარინჯისფერი ან მარჯნისფერი.

კუროს ასტროლოგები ურჩევენ მთლიანი საცუარო კოსტიუმი აარჩიოს, დეკოლტირებული გულით. ფერი მწვანე, ცისფერი ან თეთრი.

ტყუპისთვის საუკეთესოა ე.წ. "ტრიკინის" სტილის საცურაო კოსტიუმი. ანუ კოსტიუმი დამატებითი აქსესუარით (კაბა, პარაო და ა.შ.). ფერი – ყვითელი, სალათისფერი, დაპრინტული.

კირჩხიბისთვის მიზანშეწონილია მუქი ჭაობისფერი, ხაოიანი ან მბრწყინავი ფაქტურის მქონე საცურაო კოსტიუმი. აქცენტი გააკეთეთ ბიკინის მაქსიმალურ სექსუალურობაზე.

ლომისთვის იდეალური იქნება ღია ჩალისფერი, ყვითელი ან ოქროსფერი საცურაო კოსტიუმი. რომელიც გაწყობილი იქნება რაიმე სახის თვლებით მოოჭვილი კომპოზიციით.

ქალწულს მინიმალიზმი მოსწონს და უხდება. ამიტომ ასტროლოგები მას ურჩევენ ატმის ყვავილისფერი, მუქი შოკოლადისფერი ან ცისფერი კლასიკური სტილის საცურაო კოსტიუმი ატაროს.

სასწორისთვის სასურველია თუ საცურაო კოსტიუმი ლამაზი ბაფთით ან ორიგინალური დეტალით იქნება გაფორმებული. ფერებში უპირატესობა მან პასტელის ფერებს უნდა მიანიჭოს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს