ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!

ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!

იყო დრო, როდესაც საკუთარი მოქალაქეებისთვის "ტერაქტების მოწყობა" - გატაცება-წამება-ლიკვიდაცია ჩვეულებრივი ამბავი და ძლიერთა ამა ქვეყნისა მიზნის მიღწევის ერთგვარი საშუალება გახლდათ. გასულ წელს შს მინისტრმა მოსახლეობას ამცნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების ძიება დაიწყო და მათში ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთებოდა. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას საქმე გახსნეს, რომელშიც იკვეთება შემზარავი სისტემური დანაშაულებრივი სქემა.

შსს-ს ინფორმაციით, პაატა ქარდავა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა და ხურჩის ტერაქტში ბრალდებულმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც, თავის მხრივ, ამას კატეგორიულად უარყოფდა. არ გამორიცხავენ, რომ სამართალდამცველები ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების კვალსაც დაადგნენ.

ოჯახი დღემდე იმედს არ კარგავდა, რომ პაატა ქარდავა შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, ამიტომ შსს-ს ინფორმაცია მათთვის თავზარდამცემი გამოდგა. გაუჩინარებული ოფიცრის ქალიშვილი ქრისტინე ქარდავა ჩვენთან ინტერვიუში იხსენებდა:

"2008 წლის 27 აგვისტოს მე და მამა ერთად გავედით შინიდან. დაახლოებით 11 საათზე მამამ ზუგდიდის ბაზრის კართან დამტოვა, თვითონ სამსახურში წავიდა და მითხრა, საქმეს რომ მოითავებ, დამირეკე და გამოვალო. როდესაც დავურეკე, მითხრა, რაღაც საქმე გამომიჩნდა, შენ ტაქსით წადი და მალე მოვალო. დღის მეორე ნახევარში განგაში ავტეხეთ, ვინაიდან მამას სამივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დავიწყეთ ძებნა, ავაწრიალეთ სამეგობრო წრე, თანამშრომლები. პოლიციელებმა გვითხრეს, პაატას მანქანა კოკი-ხურჩის საზღვარზე იყო, წამოვიყვანეთ და ახლა დარჩელის პოლიციაშიაო.

როგორც შევიტყვეთ, მამას მანქანა 27 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისთან უნახავთ. პატრულის თანამშრომელი ჩვენი მეზობელია და ჩვენებაშიც თქვა, რომ მანქანა ნახევარი საათი იდგა სოფელში, დანგრეულ შენობასთან. ჩემი ოჯახის წევრები იმ საღამოსვე წავიდნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად. თვითმხილველთა შორის იყო არასრულწლოვანი, რომლის აღწერილობაც მამას ჩაცმულობა-გარეგნობას ემთხვეოდა. მისი მონაყოლით, მამა გადმოუყვანიათ მანქანიდან - აშკარად ეტყობოდა, საკუთარი სურვილით არ მოქმედებდა, არ ვიცი, ან ნასვამი იყო, ან გათიშული. თავისი "მერსედესიდან" გადაუსვამთ ჯიპში და თბილისისკენ წაუყვანიათ. როგორც ჩანს, შემდეგ მამას "მერსედესი" კოკი-ხურჩის საზღვრისკენ წამოიყვანეს, რათა ორიენტაცია აფხაზეთისკენ გვქონოდა. მესამე დღეს საქმე გატაცების მუხლით აღიძრა.

იყო ვერსია, თითქოს მამა ჯაშუში იყო, სამშობლოს უღალატა და აფხაზეთში გაიქცა, თუმცა, ეს ვერ დაადასტურეს. გვეუბნებოდნენ, რომ აფხაზებს ჰყავდათ და ტყვეზე უნდოდათ მისი გაცვლა. არ გამოვრიცხავთ, რომ მამას გაუჩინარება მის სადაზვერვო საქმიანობას უკავშირდება, მან ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ გააქრეს".

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა კუდ-ის მოტორიან ნავში ჩასვეს, გავიდნენ ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრზე. შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა ქარდავა, ბეტონის ნატეხი გამოაბა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. ჩადენილი დანაშაულისათვის შამათავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის

მუხლები აქვს წაყენებული.

ქარდავას საქმის ანალოგია ჭუბერელი რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარებაც. ამ ორ დანაშაულს ერთნაირი ხელწერა აქვს და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ. დავით ცინდელიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი იყო. 2008 წლის 16 აგვისტოს ის ქუთაისში მოტყუებით გამოიძახეს, ვითომდა თათბირზე, რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა მამისა და მეგობრების თვალწინ გაიტაცეს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ