მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეულ რესტორნის ხარჯებს არაადეკვატურს უწოდებს
აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეულ რესტორნის ხარჯებს არაადეკვატურს უწოდებს

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში 2012-2013 წლებ­ში სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვა არა­სა­თა­ნა­დოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

კერ­ძოდ, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ 2014 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, "სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბის" და "არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ზრდის" მუხ­ლებ­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­ნა­ცხა­დე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბო­და რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბებს.

"ეს ერ­თგვარ "სა­რე­ზერ­ვო ფონდს" წარ­მო­ად­გენ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბე­ბის გზით "შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის" მუხ­ლით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბის გა­საზ­რდე­ლად შემ­დგომ­ში პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის მიზ­ნით. სულ სა­მი­ნის­ტროს მას­შტა­ბით, 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მე­ბის და­ზუს­ტე­ბის შე­დე­გად "შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მუხ­ლი" გაზ­რდი­ლია 3,013.7 ათა­სი ლა­რით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ხარ­ვე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს და ერთ-ერთ ასე­თად თა­ნამ­დებ­რობ­რივ სარ­გოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს ასა­ხე­ლებს.

"2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტის 26 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, გარ­და და­ნა­მა­ტე­ბი­სა, მი­ღე­ბუ­ლი აქვთ პრე­მი­ე­ბი. მათ მიერ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბის ოდე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლოდ თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 172%-ს შე­ად­გენს. 2013 წელს, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, და­ნა­მა­ტი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­სათ­ვის და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და 18 პირს, თუმ­ცა ბრძა­ნე­ბებ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუ რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფუნ­ქცია და­ე­კის­რათ ამ პი­რებს და რა სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ემუ­შა­ვათ მათ ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად. ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ აღე­მა­ტე­ბა და­ნა­მა­ტე­ბის ოდე­ნო­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ებს 1,5-2-ჯერ", - ნათ­ქვა­მია ლაშა თორ­დი­ას ან­გა­რიშ­ში.

გარ­და ამი­სა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012-2013 წლებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის მუხ­ლით გა­წე­უ­ლია 422.9 ათა­სი ლა­რის ხარ­ჯი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის შე­ფა­სე­ბით, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ხარ­ჯის გა­წე­ვა არ წარ­მო­ად­გენ­და არა­ვი­თარ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­წე­უ­ლი სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი, გა­ურ­კვე­ვე­ლია სტუმ­რე­ბის ოდე­ნო­ბა და გა­წე­უ­ლი სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

პარ­ლა­მენ­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ წლი­ურ ან­გა­რიშ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის შე­უ­სა­ბა­მოდ გა­წე­ულ ხარ­ჯებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და გან­მარ­ტავს, რომ 2013 წლის ბო­ლოს მი­ნის­ტრი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის და სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბა­თა სა­ნი­მუ­შო შეს­რუ­ლე­ბის­თვის წა­ხა­ლის­დნენ 1.0 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლია "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 74-ე და 75-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნო­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბი არ ვრცელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის მი­ნის­ტრზე გავ­რცე­ლე­ბა სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია", - მი­იჩ­ნევს გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი.

ლაშა თორ­დი­ას სამ­სა­ხურს პრე­ტენ­ზი­ე­ბი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც აქვს და აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2012-2013 წლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და.

"კერ­ძოდ, სა­ინ­ჟინ­რო-საპ­რო­ექ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ მომ­ხდა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტროს მიერ არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად არის გა­ხარ­ჯუ­ლი 346.0 ათა­სი ლარი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეულ რესტორნის ხარჯებს არაადეკვატურს უწოდებს

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეულ რესტორნის ხარჯებს არაადეკვატურს უწოდებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროში 2012-2013 წლებში საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა არასათანადოდ ხორციელდებოდა.

კერძოდ, როგორც გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, "საქონელი და მომსახურების" და "არაფინანსური აქტივების ზრდის" მუხლებში საბიუჯეტო განაცხადებით მოთხოვნილი თანხები დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეალურად საჭირო ოდენობებს.

"ეს ერთგვარ "სარეზერვო ფონდს" წარმოადგენდა გადანაწილებების გზით "შრომის ანაზღაურების" მუხლით დამტკიცებული ასიგნების გასაზრდელად შემდგომში პრემიების გაცემის მიზნით. სულ სამინისტროს მასშტაბით, 2013 წლის განმავლობაში გეგმების დაზუსტების შედეგად "შრომის ანაზღაურების მუხლი" გაზრდილია 3,013.7 ათასი ლარით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს და ერთ-ერთ ასეთად თანამდებრობრივ სარგოსთან დაკავშირებულ საკითხს ასახელებს.

"2012 წლის განმავლობაში სამინისტროს აპარატის 26 თანამდებობის პირს, გარდა დანამატებისა, მიღებული აქვთ პრემიები. მათ მიერ წლის განმავლობაში მიღებული პრემიების ოდენობა საშუალოდ თანამდებობრივი სარგოს 172%-ს შეადგენს. 2013 წელს, მინისტრის ბრძანებით, დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის დანიშნული ჰქონდა 18 პირს, თუმცა ბრძანებებში არ დაფიქსირებულა, თუ რა განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქცია დაეკისრათ ამ პირებს და რა საათების განმავლობაში უნდა ემუშავათ მათ ზეგანაკვეთურად. ასევე გაურკვეველია, რატომ აღემატება დანამატების ოდენობა თანამდებობრივ სარგოებს 1,5-2-ჯერ", - ნათქვამია ლაშა თორდიას ანგარიშში.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, 2012-2013 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით გაწეულია 422.9 ათასი ლარის ხარჯი, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გაწევა არ წარმოადგენდა არავითარ აუცილებლობას.

"ზოგიერთ შემთხვევაში გაწეული სარესტორნო მომსახურების ხარჯები არაადეკვატურია სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევებში კი, გაურკვეველია სტუმრების ოდენობა და გაწეული სარესტორნო მომსახურების ხარჯების საჭიროებასთან შესაბამისობა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

პარლამენტისთვის გაგზავნილ წლიურ ანგარიშში გენერალური აუდიტორი საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეულ ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ 2013 წლის ბოლოს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის წახალისდნენ 1.0 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებით.

"აღნიშნული საჩუქრები თანამშრომლებზე გაცემულია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 74-ე და 75-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონის ზემოაღნიშნული მუხლები არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების მინისტრზე გავრცელება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", - მიიჩნევს გენერალური აუდიტორი.

ლაშა თორდიას სამსახურს პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებითაც აქვს და აღნიშნავს, რომ უწყების მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება 2012-2013 წლებში სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა.

"კერძოდ, საინჟინრო-საპროექტო მომსახურებების შესყიდვის მიუხედავად მისი გამოყენება არ მომხდარა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არაეფექტიანად არის გახარჯული 346.0 ათასი ლარი", - აღნიშნულია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"