ქართველი მომღერალი "წითელ მოედანზე", რუსეთის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი კონცერტიდან მოხსნეს

ქართველი მომღერალი "წითელ მოედანზე", რუსეთის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი კონცერტიდან მოხსნეს

გუშინ რადიო "ფორტუნას" მიერ გამართული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია "ოქროს ტალღაზე" ხალხის რჩეული მომღერალი გელა გურალია სიმღერით "დაბრუნდი" გახდა.

ის იმის გამო, რომ რუსეთში მოღვაწე მომღერალია (რუსული "ვოისის" ფინალისტიც), საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა გუშინვე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეს ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ ღონიძიებაზე საქართველოში ჩამოუსვლელობის მიზეზს ხსნიდა:

"მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვერ მოვახერხე თქვენთან ჩამოსვლა, რადგან სოლოკონცერტი მქონდა კარელიაში. ძალიან მახარებს ეს ჯილდო, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა სიმღერის ავტორებს, ჩემს უფროს მეგობრებს, ქალბატონ ნანა ცინცაძეს, ბატონ ჯუმბერ ამანათაშვილს, ზაზა შენგელიას და "ბარავო რეკორდსს", სადაც გაორკესტრდა და ჩაიწერა არაჩვეულებრივად ლამაზი სიმღერა...

მადლობა ჩემს მსმენელს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხმას აძლევს ჩემს ამ სიმღერას".

დღეს კი, როგორც გელა გურალიას "ფეისბუქის" გვერდიდან ირკვევა, "წითელ მოედანზე" გასამართი კონცერტიდან მოხსნეს. უბრალოდ, დილას დაურეკეს და უთხრეს, რომ კონცერტში აღარ მონაწილეობდა. არადა, მანამდე სერიოზული რეპეტიციები გაიარა.

"მეგობრებო, ჩემი გამოსვლა "წითელ მოედანზე" რუსეთის დამოუკიდებლობის დღესთან (12 ივნისი) დაკავშირებით, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, მოხსნილია. არადა, ამ კონცერტის გამო ვერ მოვხვდი ჩემს სამშობლოში "ოქროს ტალღის" დაჯილდოებაზე, სადაც ნომინირებული რამდენიმე ნომინაციაში გახლდით. ნუთუ ეს ყველაფერი პოლიტიკის ბრალია?", - წერს მომღერალი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია