პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა
პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა

ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ გა­ბე­დავს შეხ­ვედ­რა­ზე რო­მის პაპს ალო­დი­ნოს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ერთ-ერთი მათ­გა­ნია. მან პონ­ტი­ფი­კოს­თან შეხ­ვედ­რა­ზეც ტრა­დი­ცი­უ­ლად და­იგ­ვი­ა­ნა. პაპი ფრან­ცის­კე ვა­ტი­კა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მას ერთი სა­ა­თი ელო­და.

პუ­ტი­ნი ცნო­ბი­ლია ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით. კრემ­ლის ლი­დე­რი არა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, არა­მედ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ზეც აგ­ვი­ა­ნებს. მან უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი ოთხი სა­ა­თი ალო­დი­ნა. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი მუდ­მი­ვად ჩი­ვი­ან, რომ კრემ­ლის ლი­დე­რი შეხ­ვედ­რებ­ზე ხან­და­ხან ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს იგ­ვი­ა­ნებს.

პუ­ტი­ნის ცნო­ბილ დაგ­ვი­ა­ნე­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა 2003 წელს ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­თან 14 წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბა, ასე­ვე 2012 წელს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ჯონ კე­რის­თან სამი სა­ა­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბა. კერი მა­შინ მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ლო­დი­ნის გამო მას მო­უ­წია დრო წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­სე­ირ­ნე­ბით გა­ეყ­ვა­ნა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი პუ­ტი­ნის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კაა. თუმ­ცა, რო­გორც მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა იხ­სე­ნებს, ის ტი­რი­ლამ­დე მი­ვი­და პუ­ტინ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის დროს. "მე არა­სო­დეს ვიგ­ვი­ა­ნებ­დი. ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩი კი ყო­ველ­თვის. სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­თხვე­ვა იყო. მე მახ­სოვს, რო­გორ ვი­დე­ქი მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან. 15 წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბა არა უშავს, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თიც, თუმ­ცა, რო­დე­საც დაგ­ვი­ა­ნე­ბა ერთ სა­ათს სცდე­ბა, მერე უკვე ტი­რი­ლი გინ­დე­ბა ადა­მი­ანს", - აღ­ნიშ­ნა ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ.

დაგ­ვი­ა­ნე­ბებს პუ­ტი­ნის დიქ­ტა­ტო­რულ თვი­სე­ბა­საც მი­ა­წე­რენ, რი­თიც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, პუ­ტი­ნი თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ცდი­ლობს. დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გარ­და, კრემ­ლის ლი­დერს დღემ­დე არა­ერ­თი სხვა დიქ­ტა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბა გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბია. ასე მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე თვის წინ პუ­ტი­ნი ათი დღით გა­უ­ჩი­ნარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ის ავად იყო, თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია კრემლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, მხო­ლოდ დიქ­ტა­ტო­რე­ბი მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ავად­მყო­ფო­ბას.

ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მა­გა­ლი­თად, მე­თევ­ზის და მო­ნა­დი­რის ამ­პლუ­ა­ში, ასე­ვე ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლია მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვე­ფხვებ­თან, ლე­ო­პარ­დებ­თან და ცხე­ნებ­თან.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა პუ­ტი­ნის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თი? აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თი ადა­მი­ანს ნა­წი­ლობ­რივ გე­ნე­ტი­კუ­რად მოს­დევს.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| "დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი აღ­მოვ­ჩნდი, დედა 41 წლის იყო, რო­დე­საც გავჩნდი" - პუ­ტი­ნის პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი "რუსს­კი პი­ო­ნე­რის" სვეტ­ში

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა

პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა

ცოტა ადამიანი თუ გაბედავს შეხვედრაზე რომის პაპს ალოდინოს. ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი მათგანია. მან პონტიფიკოსთან შეხვედრაზეც ტრადიციულად დაიგვიანა. პაპი ფრანცისკე ვატიკანის რეზიდენციაში მას ერთი საათი ელოდა.

პუტინი ცნობილია ყველა შეხვედრაზე დაგვიანებით. კრემლის ლიდერი არა მხოლოდ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციებზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზეც აგვიანებს. მან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ოთხი საათი ალოდინა. ევროპელი ლიდერები მუდმივად ჩივიან, რომ კრემლის ლიდერი შეხვედრებზე ხანდახან ერთ საათზე მეტხანს იგვიანებს.

პუტინის ცნობილ დაგვიანებებს მიეკუთვნება 2003 წელს ბრიტანეთის დედოფალთან 14 წუთით დაგვიანება, ასევე 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სამი საათით დაგვიანება. კერი მაშინ მოსკოვში იმყოფებოდა და ლოდინის გამო მას მოუწია დრო წითელ მოედანზე გასეირნებით გაეყვანა.

ფსიქოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ დაგვიანებები პუტინის ერთგვარი ფსიქოლოგიური პოლიტიკაა. თუმცა, როგორც მისი ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა იხსენებს, ის ტირილამდე მივიდა პუტინთან პირველი შეხვედრის დროს. "მე არასოდეს ვიგვიანებდი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი კი ყოველთვის. საათნახევარი ყველაზე კარგი შემთხვევა იყო. მე მახსოვს, როგორ ვიდექი მეტროს შესასვლელთან. 15 წუთით დაგვიანება არა უშავს, ნახევარი საათიც, თუმცა, როდესაც დაგვიანება ერთ საათს სცდება, მერე უკვე ტირილი გინდება ადამიანს", - აღნიშნა ლუდმილა პუტინამ.

დაგვიანებებს პუტინის დიქტატორულ თვისებასაც მიაწერენ, რითიც ანალიტიკოსების მოსაზრებით, პუტინი თავისი მნიშვნელობისა და ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს. დაგვიანებების გარდა, კრემლის ლიდერს დღემდე არაერთი სხვა დიქტატორული თვისება გამოუმჟღავნებია. ასე მაგალითად, რამდენიმე თვის წინ პუტინი ათი დღით გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობებით, ის ავად იყო, თუმცა, ეს ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ფსიქოლოგების თქმით, მხოლოდ დიქტატორები მალავენ თავიანთ ავადმყოფობას.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე მაგალითად, მეთევზის და მონადირის ამპლუაში, ასევე ცხოველებთან ერთად. განსაკუთრებით ცნობილია მისი დამოკიდებულება ვეფხვებთან, ლეოპარდებთან და ცხენებთან.

რამ განაპირობა პუტინის დიქტატორული ხასიათი? აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიქტატორული ხასიათი ადამიანს ნაწილობრივ გენეტიკურად მოსდევს. 

ასევე საინტერესო| "დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა