"კვირის პალიტრის" სტატიას, სახელწოდებით - "მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს", Kvirispalitra.ge-სა და Ambebi.ge-ზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში მოყვანილი იყო "კვირის პალიტრის" დირექტორის, დავით გიგუაშვილის შემთხვევა, რომელმაც "მაგთისგან" მიიღო შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მან 10 დღეში 1800 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა.
"სამსახურის შემდეგ, ადრე დაძინება და დასვენება ჩემი ცხოვრების წესია. შესაბამისად, ღამის საათებში ინტერნეტი არასოდეს გამომიყენებია და ვიმეორებ - მობილურ ტელეფონში არც ფილმებს ვუყურებ და არც საიტებზე შევდივარ, მხოლოდ ელფოსტას ვამოწმებ. "მაგთის" საპასუხოდ მივწერეთ, რომ 1.800-ლარიან დავალიანებაზე საუბარი აბსურდია, რატომ უნდა გადავიხადო ეს თანხა, როცა ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია და უფრო თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის?! 10 დღის განმავლობაში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტით ერთი ადამიანი კი არა, მთლიანად რედაქცია არ სარგებლობს. თუ ასე აკეთებს "ბიზნესს "მაგთი", კარგად ყოფილა მისი საქმე", - ამბობს დავით გიგუაშვილი.
დეტალები| "მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ "მაგთის" ამავე და სხვა მიზეზებით განაწყენებული ბევრი აბონენტი ჰყავს. აღნიშნულ სტატიას "ფეისბუქზეც" განიხილავდნენ, სადაც ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კოპალიანი შემდეგ კომენტარს წერს:
"არ მიკვირს მაგათგან.... მეც იგივე დამემართა, "მაგთის" სამთავრობო კორპორაციული მქონდა.. და ერთ დილით გავიღვიძე და 567 ლარი მქონდა დავალიანება.. რო ვიკითხე საიდან მეთქი, მაგ დროს მეძინა, შანსი არ არისოთქო, მივიღე შემდეგი პასუხი - თქვენ რომ გძინავთ, ტელეფონი განახლებას აკეთებსო... და საინტერესო ის არის, რომ ნაყიდი მქონდა 15 GB. და ისიც გაქრა... ასე რომ გადმოვედი ისევ ჯეოსელზე".
აღნიშნული სტატიას Ambebi.ge-ზე მკითხველის 60-მდე გამოხმაურება მოჰყვა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ანალოგიურ გამოცდილებაზე წერს. ჩვენ რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
ზაზა:
მეც დამირიცხეს 780 ლარი დავალიანება. რომ მივედი გასარკვევად, ისეთი სისულელეები მოჩმახეს, რომ ლამის გავგიჟდი. ხო, მართლა, ე.წ. ფარნიანი ნოკია მქონდა.
გია:
2 კვირის წინ 18 ლარი მეც ამაფცქვნა ოსტატურად "მაგთიმ". დაბრალდა ყველაფერი ჩემი ტელეფონის აფდეიტს, 30 დღიანი ვადის გასვლას და ბანდიტური ტარიფის ჩართვას 1 მბ-70 თეთრი.
george:
მაგთი საშინელი ქსელია, ძალიან ბევრჯერ თანხა ისე გაიხარჯა, რომ არც კი გამომიყენებია რომელიმე სერვისი
გოგა:
მაგთის სუსტი ინტერნეტი აქვს და სხვა სერვისებიც ხარვეზით სავსეა.ზარალდება და იძარცვება ქართველი მომხმარებელი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მაგთის პარპაში.
მიხეილი:
ამ ყველაფერს ნამდვილად თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მაგთიკომი თაღლითების კომპანიაა და აბონენტებს სისტემატურად ატყუებს. მე უკვე დიდი ხანია დავემშვიდობე მაგთის და დავპორტირდი ჯეოსელში.
ნინო:
წლებია, ვსარგებლობ "მაგთის" მომსახურებით და პრობლემა არ იყო... ბოლო 2 წელია, სულ გაგიჟდნენ, ხარისხიც დააგდეს და საერთოდ, თავში აუვარდათ!!! ეტყობა, აწყინათ მთავრობის გამოცვლამ:)))) ადრე შეშინებულები იყვნენ და ეხლა სულ დაიკიდეს:))) გთხოვთ არც "ნაცობა" დამწამოთ და არც "ქოცობა".
არიან აბონენტები, რომლებიც "მაგთის" სხვა სერვისებითაც უკმაყოფილოები არიან.
ell:
სხვათა შორის, მე შემემთხვა ასეთი რაღაც, საზღვარგარეთ მივდიოდი და ჩავრთე მოგზაური, რადგან კორპორატიული ნომერი იყო, იქიდან ვერ გაიხარჯებოდა თანხა და პირად ანგარიშზე ჩამარიცხინეს 30 ლარი. რომ ვუთხარი რატომ არ ჩანს ანგარიშზე რომ ეს 30 ლარი ჩაირიცხათქო, ასე მითხრეს ეს არ გამოჩნდება მაგრამ გაქვსო, და თვის ბოლოს რაც დაგრჩება მერე გამოჩნდებაო.
ისე მოხდა არ დამჭირდა საერთოს ტელეფონი იმ ერთ კვირაში. აი ის 30 ლარი კი არსად ჩანს. ათასჯერ დავრეკე და ატასჯერ გადამამისამართეს. პასუხს და ანგარიშზე თანხის გამოჩენას უშედეგოდ ველი :)
იხილეთ ყველა კომენტარი ამ ბმულზე
აბონენტთა კიდევ ერთი ნაწილი ხაზგასმით საუბრობს "მაგთის" კორპორატიული მომსახურების პაკეტის ხარვეზებზე. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვალს "მაგთიკომმა" აბონენტების მიმართ სრულიად მოულოდნელი გადაწყეტილება მიიღო და ინტერნეტპაკეტი გაუუქმა, რის გამოც კომპანიამ უამრავი კორპორატიული კლიენტი გაანაწყენა. კომპანიის ამ გადაწყტვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და "მაგთი" კომუნიკაციების ომბუდსმენმაც გააკრიტიკა. ამის გამო "მაგთი" იძულებული გახდა, რომ აბონენტებისთვის ფული უკან დაებრუნებინა.