პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლდოვას პრემიერი მისი განათლების შესახებ აგორებული სკანდალის გამო გადადგა
მოლდოვას პრემიერი მისი განათლების შესახებ აგორებული სკანდალის გამო გადადგა

მოლ­დო­ვას პრე­მი­ე­რის, კი­რილ გა­ბუ­რი­ჩის გა­დად­გო­მა მისი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ აგო­რე­ბულ სკან­დალს უკავ­შირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვუ­რი გა­მო­ცე­მა newsmaker-ის ცნო­ბით, თა­ვად გა­ბუ­რიჩ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი გა­ნათ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­თვის. მე ეს არ მინ­და. მე აქ მო­ვე­დი რო­გორც მე­ნე­ჯე­რი, ყვე­ლა­ფე­რი გავ­თვა­ლე რო­გორც მა­თე­მა­ტი­კოს­მა და არა პო­ლი­ტი­კოს­მა", - გა­ნა­ცხა­და მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან თა­ვად მი­ი­ღო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოლ­დო­ვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც გა­ბუ­რი­ჩიმ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ხელ­მძღვა­ნელს მოლ­დო­ვის სამი ბან­კი­დან 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გაქ­რო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­და. გა­ბუ­რი­ჩი გუ­შინ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც და­ი­ბა­რეს.

"გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის საქ­მე­ზე და­მი­ბა­რეს. თქვენ იცით, რომ ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც მე რიგ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს გა­დად­გო­მის­კენ მო­ვუ­წო­დე. ვი­ცით, რომ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნას­წორ­ნი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­რი­ჩიმ.

მოლ­დო­ვის პრე­მი­ე­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ სკან­და­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ აგორ­და. კერ­ძოდ, ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ზეთ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ბუ­რი­ჩის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს და მისი დიპ­ლო­მი ყალ­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოლდოვას პრემიერი მისი განათლების შესახებ აგორებული სკანდალის გამო გადადგა

მოლდოვას პრემიერი მისი განათლების შესახებ აგორებული სკანდალის გამო გადადგა

მოლდოვას პრემიერის, კირილ გაბურიჩის გადადგომა მისი განათლების შესახებ აგორებულ სკანდალს უკავშირდება. ამის შესახებ მოლდოვური გამოცემა newsmaker-ის ცნობით, თავად გაბურიჩმა განაცხადა.

"ჩემი განათლება გამოიყენეს პოლიტიკური თამაშებისთვის. მე ეს არ მინდა. მე აქ მოვედი როგორც მენეჯერი, ყველაფერი გავთვალე როგორც მათემატიკოსმა და არა პოლიტიკოსმა", - განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

მისივე თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

როგორც ცნობილია, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბების საქმის გამოძიების შესახებ მასალები გადაუგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაბურიჩიმ გენერალურ პროკურორს და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მოლდოვის სამი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობის საქმესთან დაკავშირებით გადადგომისკენ მოუწოდა. გაბურიჩი გუშინ გენერალურ პროკურატურაშიც დაიბარეს.

"გენერალურ პროკურატურაში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქმეზე დამიბარეს. თქვენ იცით, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მე რიგ მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოვუწოდე. ვიცით, რომ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები კანონის წინაშე თანასწორნი არიან", - განაცხადა გაბურიჩიმ.

მოლდოვის პრემიერის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ სკანდალი რამდენიმე თვის წინ აგორდა. კერძოდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაბურიჩის უმაღლესი განათლება არ აქვს და მისი დიპლომი ყალბია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა