შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.

გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია