პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"
უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბის გაც­დე­ნა, რო­მე­ლიც სა­პა­ტიო მი­ზე­ზად ით­ვლე­ბა, შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი­დან ამო­ი­ღონ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, გახ­შირ­და გაც­დე­ნე­ბი ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, რაც სა­პა­ტიო მი­ზე­ზად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­მელ­თაც 60-ზე მეტი გაც­დე­ნა აქვთ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად აც­დე­ნენ სხდო­მებს.

"პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მივ­მარ­თე შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს და მაქვს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რამ­დე­ნი სხდო­მაა სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გაც­დე­ნი­ლი. რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვლი­ლია, რომ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით სხდო­მე­ბის გაც­დე­ნა სა­პა­ტიო მი­ზე­ზად ით­ვლე­ბა.

ვფიქ­რობ, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბი­ან, თუმ­ცა თუ გა­დავ­ხე­დავთ სტა­ტის­ტი­კას, აქ სულ სხვა შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. მე ამოვ­წე­რე 10 ხში­რად გამ­ცდე­ნი დე­პუ­ტა­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვი­საც გაც­დე­ნი­ლი აქვთ 60-ზე მეტი სხდო­მა.

გი­ორ­გი ვა­შა­ძეს 66 სხდო­მა აქვს გაც­დე­ნი­ლი. და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს - 74, გო­დერ­ძი ბუ­კია 91 სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და, გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 93 სხდო­მას, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი - 94-ს, აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვს 96 გაც­დე­ნა აქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი კობა ნა­ყო­ფი­ას აქვს გაც­დე­ნი­ლი, 101 გაც­დე­ნა აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი სი­ტყვე­ბი უად­გი­ლოა. თუ მათ რამე პრობ­ლე­მა აქვთ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ჩვენ მათ­თან უნდა ვი­ყოთ. მეს­მის ისიც, რომ ჩემი სი­ტყვე­ბი ცი­ნი­კუ­რად ჟღერს. ვთხოვ საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს, რომ "ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო", რო­მე­ლიც სა­პა­ტიო მი­ზე­ზად ით­ვლე­ბა, ამო­ღე­ბულ იქ­ნას პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი­დან", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"

უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"

ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტიდან ამოიღონ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გახშირდა გაცდენები ოჯახური პირობების გამო, რაც საპატიო მიზეზად ითვლება, თუმცა არიან დეპუტატები, რომელთაც 60-ზე მეტი გაცდენა აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე იმ დეპუტატების სახელი და გვარებიც დაასახელა, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ სხდომებს.

"პარლამენტის წევრების სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით მივმართე შესაბამის სამსახურს და მაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი სხდომაა საპატიო მიზეზით გაცდენილი. რეგლამენტით გათვლილია, რომ ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება.

ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრები სხვა ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მე ამოვწერე 10 ხშირად გამცდენი დეპუტატის სახელი და გვარი, ვისაც გაცდენილი აქვთ 60-ზე მეტი სხდომა.

გიორგი ვაშაძეს 66 სხდომა აქვს გაცდენილი. დავით ბეჟუაშვილს - 74, გოდერძი ბუკია 91 სხდომას არ ესწრებოდა, გიორგი ლიპარტელიანი 93 სხდომას, რამაზ ნიკოლაიშვილი - 94-ს, აზერ სულეიმანოვს 96 გაცდენა აქვს, თუმცა ყველაზე მეტი კობა ნაყოფიას აქვს გაცდენილი, 101 გაცდენა აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტყვები უადგილოა. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ "ოჯახური მდგომარეობის გამო", რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."