პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელმაც 1000 ლარით მილიონიანი ბიზნესი დაიწყო - კუკუნაშვილის საქმე მორალისა და რელიგიის ზღვარზე
ქართველი ქალი, რომელმაც 1000 ლარით მილიონიანი ბიზნესი დაიწყო - კუკუნაშვილის საქმე მორალისა და რელიგიის ზღვარზე

"პა­ლიტ­რა TV"-ს გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს PRESS"-ში ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბულ ბიზ­ნეს­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბულ ის­ტო­რი­ა­ზე ისა­უბ­რეს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სუ­რო­გა­ცია იყოს ბიზ­ნე­სი; რთუ­ლია თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლის­თვის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა და რო­გორ უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს ბიზ­ნე­სი მა­შინ, როცა ის ეთი­კის, მო­რა­ლი­სა და რე­ლი­გი­ის ზღვარ­ზე გა­დის - ამ ყვე­ლა­ფერს სუ­რო­გა­ცი­ი­სა და დო­ნა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან და ხელ­მძღვა­ნელ­თან, მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

-ამ გა­და­ცე­მა­ში ბევ­რი რეს­პონ­დენ­ტი გვყავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა მა­მა­კა­ცი იყო. თქვენ ხართ პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ჩვენს გა­და­ცე­მა­ში. ფიქ­რობთ თუ არა, რომ ქა­ლე­ბის ად­გი­ლი ბიზ­ნეს­ში ნაკ­ლე­ბად არის?

-არ ვფიქ­რობ ასე. მგო­ნი არი­ან კი­დეც ქა­ლე­ბი ბიზ­ნეს­ში, იგი­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად.

-რამ­დე­ნად იო­ლია ქა­ლე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა?

-ვერ გე­ტყვით, რომ ად­ვი­ლია. სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა - მა­გა­ლი­თად, ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა...

-თუმ­ცა, თქვენ არ გაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ ბიზ­ნესს შე­ჭი­დე­ბო­დით და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც.

-დიახ.

-რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში და რა­ტომ სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრი?

-მე თვი­თონ მქონ­და უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა. სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია დიდ ბიზ­ნეს­ზე. ერ­თა­დერ­თი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებ­და იმას, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იყო სურ­ვი­ლი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მქო­ნო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია, ჯერ ოჯახ­ში მშობ­ლე­ბის მიერ, შემ­დეგ თხოვ­დე­ბა და მე­ო­რე ოჯახ­ში იზღუ­დე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ინც ფი­ნან­სებ­ზე გა­დის ხოლ­მე. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი და­უ­ო­კე­ბე­ლი სწრაფ­ვა წარ­მა­ტე­ბის­კენ. რაც უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, მით მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და. ამას მი­ვაღ­წიე კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სფე­როს, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, თვი­თონ მქონ­და უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა და 2008 წლი­დან და­ვი­წყე დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად უკვე 10 ქვე­ყა­ნა­ში ვართ.

-ე.ი. თქვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა, თქვე­ნი მა­გა­ლი­თი გახ­და ბიძ­გი იმის­თვის, რომ ამ ბიზ­ნეს­ში ძა­ლე­ბი მო­გე­სინ­ჯათ?

-კი. ზო­გა­დად ეს ჩემი ხა­სი­ა­თია - ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თის და­დე­ბი­თად გა­დაქ­ცე­ვა. მაქვს ამი­სი უნა­რი - ცუდს გარ­დავ­ქმნი კარ­გად.

-თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და? ვიცი, რომ ახლა სამი ტყუ­პი გყავთ.

-სუ­რო­გატ­მა გა­მი­ჩი­ნა ბავ­შვე­ბი. თა­ვი­დან, რო­დე­საც კლი­ნი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ დავ­დი­ო­დი, მი­თხრეს, რომ სუ­რო­გა­ტი მჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა მა­ნამ­დე თვი­თო­ნაც მქონ­და მცდე­ლო­ბა. მაგ­რამ მა­შინ ამის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სერ­ვი­სი არ არ­სე­ბობ­და, უცხო­ეთ­ში კი იყო. თვი­თონ ექი­მის­გან წა­მო­ვი­და ეს იდეა, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა და მე­ო­რე დღი­დან­ვე და­ვი­წყე. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ­დი. პა­ტა­რა ოფი­სი მქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი - ერთი ოთა­ხი. შემ­დეგ უკვე არც ისე დიდ დრო­ში, 2008 წლი­დან ასე გა­ვი­ზარ­დეთ, ამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ამ­დე­ნი ქვე­ყა­ნა...

-შე­გიძ­ლი­ათ, მი­თხრათ, რა თან­ხით და­ი­წყეთ ბიზ­ნე­სი?

-1200 ლა­რით. ვმუ­შა­ობ­დი ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში. ბოლო ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე, 300 დო­ლა­რად ვი­ქი­რა­ვე ერთი ოთა­ხი, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე. კომ­პი­უ­ტე­რი მქონ­და და პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით და­ვი­წყე.

-და 4 წე­ლი­წად­ში გახ­დით მი­ლი­ო­ნე­რი.

-არ­სად მით­ქვამს, რომ მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდი.

-რა ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვეთ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში - 2008 წლი­დან დღემ­დე?

-არ ვიცი. რა­ტომ არის ეს შე­კი­თხვა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

-მინ­და გან­ვსა­ზღვრო, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია თქვე­ნი ბიზ­ნე­სი.

-ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ერთი კლი­ნი­კა რომ გა­ა­კე­თო, მა­გა­ლი­თად, მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯდე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ნა­ხეთ ვი­დეო

ქართველი ქალი, რომელმაც 1000 ლარით მილიონიანი ბიზნესი დაიწყო - კუკუნაშვილის საქმე მორალისა და რელიგიის ზღვარზე

ქართველი ქალი, რომელმაც 1000 ლარით მილიონიანი ბიზნესი დაიწყო - კუკუნაშვილის საქმე მორალისა და რელიგიის ზღვარზე

"პალიტრა TV"-ს გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში ამჯერად განსაკუთრებულ ბიზნესზე და განსაკუთრებულ ისტორიაზე ისაუბრეს.

შესაძლებელია თუ არა სუროგაცია იყოს ბიზნესი; რთულია თუ არა საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება და როგორ უნდა ვითარდებოდეს ბიზნესი მაშინ, როცა ის ეთიკის, მორალისა და რელიგიის ზღვარზე გადის - ამ ყველაფერს სუროგაციისა და დონაციის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მარიამ კუკუნაშვილთან ინტერვიუს ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

-ამ გადაცემაში ბევრი რესპონდენტი გვყავდა, თუმცა ყველა მამაკაცი იყო. თქვენ ხართ პირველი ქალბატონი ჩვენს გადაცემაში. ფიქრობთ თუ არა, რომ ქალების ადგილი ბიზნესში ნაკლებად არის?

-არ ვფიქრობ ასე. მგონი არიან კიდეც ქალები ბიზნესში, იგივე, საქართველოში. თუმცა, შედარებით, ნაკლებად.

-რამდენად იოლია ქალებისთვის ბიზნესის კეთება?

-ვერ გეტყვით, რომ ადვილია. სხვადასხვა შეზღუდვებს უკავშირდება - მაგალითად, ფინანსური შეზღუდვები, პატრიარქალური საზოგადოება...

-თუმცა, თქვენ არ გაგჭირვებიათ ბიზნესს შეჭიდებოდით და საკმაოდ წარმატებითაც.

-დიახ.

-როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში და რატომ სუროგაციის ცენტრი?

-მე თვითონ მქონდა უშვილობის პრობლემა. საერთოდ არ მიფიქრია დიდ ბიზნესზე. ერთადერთი, რაც განაპირობებდა იმას, რომ წარმატებული უნდა ვყოფილიყავი, იყო სურვილი - მეტი თავისუფლება მქონოდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ქალი შედარებით შეზღუდულია, ჯერ ოჯახში მშობლების მიერ, შემდეგ თხოვდება და მეორე ოჯახში იზღუდება. თავისუფლება მაინც ფინანსებზე გადის ხოლმე. ამან განაპირობა ჩემი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ. რაც უფრო წარმატებული ვიქნებოდი, მით მეტი თავისუფლება მექნებოდა. ამას მივაღწიე კიდეც. რაც შეეხება ამ სფეროს, როგორც უკვე აღვნიშნე, თვითონ მქონდა უშვილობის პრობლემა და 2008 წლიდან დავიწყე დონაციისა და სუროგაციის ცენტრის გახსნით საქართველოში, შემდეგ უკვე სხვა ფილიალები მოყვა, შემდეგ - ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები და ამჟამად უკვე 10 ქვეყანაში ვართ.

-ე.ი. თქვენი კონკრეტული პრობლემა, თქვენი მაგალითი გახდა ბიძგი იმისთვის, რომ ამ ბიზნესში ძალები მოგესინჯათ?

-კი. ზოგადად ეს ჩემი ხასიათია - ყველაფერი უარყოფითის დადებითად გადაქცევა. მაქვს ამისი უნარი - ცუდს გარდავქმნი კარგად.

-თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? ვიცი, რომ ახლა სამი ტყუპი გყავთ.

-სუროგატმა გამიჩინა ბავშვები. თავიდან, როდესაც კლინიკაში სამკურნალოდ დავდიოდი, მითხრეს, რომ სუროგატი მჭირდებოდა, თუმცა მანამდე თვითონაც მქონდა მცდელობა. მაგრამ მაშინ ამის ჩამოყალიბებული სერვისი არ არსებობდა, უცხოეთში კი იყო. თვითონ ექიმისგან წამოვიდა ეს იდეა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და მეორე დღიდანვე დავიწყე. თავიდან ყველაფერს მე ვაკეთებდი. პატარა ოფისი მქონდა ნაქირავები - ერთი ოთახი. შემდეგ უკვე არც ისე დიდ დროში, 2008 წლიდან ასე გავიზარდეთ, ამდენი თანამშრომელი, ამდენი ქვეყანა...

-შეგიძლიათ, მითხრათ, რა თანხით დაიწყეთ ბიზნესი?

-1200 ლარით. ვმუშაობდი ამერიკის საელჩოში. ბოლო ხელფასი რომ ავიღე, 300 დოლარად ვიქირავე ერთი ოთახი, ბახტრიონის ქუჩაზე. კომპიუტერი მქონდა და პატარა ნაბიჯებით დავიწყე.

-და 4 წელიწადში გახდით მილიონერი.

-არსად მითქვამს, რომ მილიონერი გავხდი.

-რა ქონება დააგროვეთ ამ ხნის განმავლობაში - 2008 წლიდან დღემდე?

-არ ვიცი. რატომ არის ეს შეკითხვა ასეთი მნიშვნელოვანი?

-მინდა განვსაზღვრო, რამდენად წარმატებულია თქვენი ბიზნესი.

-ხელოვნური განაყოფიერების ერთი კლინიკა რომ გააკეთო, მაგალითად, მილიონი დოლარი ჯდება.

განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეო

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული