11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ატენის თემში შემავალი სოფლები და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
სეტყვა ტანას ხეობიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. შედეგად, ატენის თემის სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და კასპის სოფლები: დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მეტეხიდან ძლიერმა ნალექმა კასპის გავლით ქვემო ჭალის ტერიტორიულ ორგანოსკენ გადაინაცვლა და ამ თემში შემავალი სოფლები დააზარალა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა. სეტყვის ამსახველ სქემას qartli.ge ავრცელებს.
გუშინდელი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია.
წყარო: qartli.ge