მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა
სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა

11 ივ­ნისს მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ და სე­ტყვამ, ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წნის­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და ხე­ხი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სტი­ქია 20-30 წუთი გაგ­რძელ­და და მსხვი­ლი სე­ტყვა მო­დი­ო­და.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის დათო კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, სო­ფელ­ში მო­სავ­ლის 70 პრო­ცენ­ტია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

"თუ ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ერთი ტონა კარ­ტო­ფი­ლი უნდა მი­მე­ღო, ახლა 300 კი­ლოს მი­ვი­ღებ. ასე­ვეა ხე­ხი­ლიც და ვა­ზიც", - ამ­ბობს კა­ხიშ­ვი­ლი.

სო­ფელ წნის­ში მცხოვ­რე­ბი თა­მარ გე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაა და სტი­ქი­ის გამო, კრე­დი­ტე­ბით შე­ძე­ნი­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლა წყალ­ში ჩა­ე­ყა­რათ. მას სე­ტყვამ ნა­თე­სე­ბის გარ­და, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვიც და­უ­ზი­ა­ნა.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­ფუჭ­და, კა­კა­ლი სულ ჩა­მო­ყა­რა, კიტ­რი ახა­ლი ამო­სუ­ლი იყო და სულ წა­ლე­კა. ვე­ნა­ხიც გა­ნად­გურ­და, თით­ქმის 70 პრო­ცენ­ტი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია", - ამ­ბობს თა­მარ გე­ლაშ­ვი­ლი.

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზა­რალს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის.

და­სე­ტყვი­ლი სოფ­ლის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.

წყა­რო: sknews.ge

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა

სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა

11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია 20-30 წუთი გაგრძელდა და მსხვილი სეტყვა მოდიოდა.

ერთ-ერთი ადგილობრივის დათო კახიშვილის თქმით, სოფელში მოსავლის 70 პროცენტია განადგურებული.

"თუ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ერთი ტონა კარტოფილი უნდა მიმეღო, ახლა 300 კილოს მივიღებ. ასევეა ხეხილიც და ვაზიც", - ამბობს კახიშვილი.

სოფელ წნისში მცხოვრები თამარ გელაშვილი ამბობს, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა და სტიქიის გამო, კრედიტებით შეძენილი სათესლე მასალა წყალში ჩაეყარათ. მას სეტყვამ ნათესების გარდა, სახლის სახურავიც დაუზიანა.

"ყველაფერი გაფუჭდა, კაკალი სულ ჩამოყარა, კიტრი ახალი ამოსული იყო და სულ წალეკა. ვენახიც განადგურდა, თითქმის 70 პროცენტი გაფუჭებულია", - ამბობს თამარ გელაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

დასეტყვილი სოფლის ამსახველ ფოტოებს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა