"გოჩა გოჩიტაშვილის სახელობის ორმო" - ეს წარწერა კასპში, დადიანის ქუჩაზე არსებულ ორმოსთან გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოსურათებთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რობერტ კავთიაშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, "ბანერი" ორმოზე მან და მისმა მომხრეებმა თავად დადგეს.
"ისევ დადიანის ქუჩა, რომელსაც ჩემი ვიზიტის შემდეგ, გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ესტუმრა და ვითომ ორმოები ამოავსო, რომ მოსახლეობა გაეჩუმებინა, მაგრამ მათ საპირისპირო მიიღეს. ეს მოსახლეობის მასხრად აგდებაა. რეალურად კი ფოტოებზე ნახავთ, როგორ არის საქმე შესრულებული. ესაა სწორედ მათი მუშაობის სტილი. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ორმოებისთვის გამგებლის სახელი მიგვენიჭებინა", - წერს რობერტ კავთიაშვილი სოციალურ ქსელში.