სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა
ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი ცნო­ბი­ლი ექ­სტრა­სენ­სის და მკურ­ნა­ლის, ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ჯუ­ნას სა­სახ­ლი­დან გაქ­რა მისი სახ­ლის სა­ბუ­თე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნაღ­დი ფული.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ და სე­ი­ფი გავ­ხსე­ნით. იქ ფული არ აღ­მოჩ­ნდა - მხო­ლოდ ბიბ­ლია და მისი პას­პორ­ტი იდო. მთე­ლი ეს პრო­ცე­დუ­რა ვი­დე­ო­კა­მე­რა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ა­ში შეგ­ვაქვს საქ­მე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ბი­ნი­დან გაქ­რა სა­ბუ­თე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ნას ნა­თე­სავ­მა ლი­ლი­ამ. მან აგ­რეთ­ვე და­ა­მა­ტა, რომ და­საფ­ლა­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­ი­წე­ლა იმის გამო, რომ სა­ბუ­თე­ბი გაქ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ცოტა ხნის შემ­დეგ თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი იპოვ­ნეს, სე­ი­ფის კუ­თხე­ში 410 000 რუბ­ლი იყო შე­ნა­ხუ­ლი. თუმ­ცა ჯუ­ნას ნა­თე­სა­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ექ­სტრა­სენ­სის სახ­ლში გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხა ინა­ხე­ბო­და. 

შე­გახ­სე­ნებთ, ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ 8 ივ­ნისს გახ­და ცნო­ბი­ლი. ის მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ცუ­დად გახ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მან ორი დღე დაჰ­ყო კო­მა­ში, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ჯუ­ნას დაკ­რძალ­ვა 13 ივ­ნისს ვა­გა­კოვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზეა და­გეგ­მი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა

ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ცნობილი ექსტრასენსის და მკურნალის, ჯუნა დავითაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ჯუნას სასახლიდან გაქრა მისი სახლის საბუთები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.

”ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და სეიფი გავხსენით. იქ ფული არ აღმოჩნდა - მხოლოდ ბიბლია და მისი პასპორტი იდო. მთელი ეს პროცედურა ვიდეოკამერაზეა გადაღებული. ამჟამად პოლიციაში შეგვაქვს საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ ბინიდან გაქრა საბუთები უძრავი ქონების შესახებ”, - განაცხადა ჯუნას ნათესავმა ლილიამ. მან აგრეთვე დაამატა, რომ დასაფლავების პროცედურა გაიწელა იმის გამო, რომ საბუთები გაქრა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის შემდეგ თანხის გარკვეული ნაწილი იპოვნეს, სეიფის კუთხეში 410 000 რუბლი იყო შენახული. თუმცა ჯუნას ნათესავი ირწმუნება, რომ ექსტრასენსის სახლში გაცილებით დიდი თანხა ინახებოდა. 

შეგახსენებთ, ჯუნა დავითაშვილის გარდაცვალების შესახებ 8 ივნისს გახდა ცნობილი. ის მაღაზიაში იმყოფებოდა, როდესაც ცუდად გახდა. საავადმყოფოში მან ორი დღე დაჰყო კომაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯუნას დაკრძალვა 13 ივნისს ვაგაკოვსკის სასაფლაოზეა დაგეგმილი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია