პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი
რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ერთ სა­კან­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით მო­ა­თავ­სეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სპეც­რაზ­მის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, კახა ნა­კა­ნის ად­ვო­კატ­მა, კახა შო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის საქ­მის რი­გი­თე­ბი­დან გა­მო­ყო­ფა თა­ვი­დან­ვე ეჭვს ბა­დებ­და.

"მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რი­გი­თი 7 სპეც­რაზ­მე­ლი, რომ­ლებ­საც იგი­ვე ბრალ­დე­ბა აქვთ, რაც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ერთ სა­კან­ში უკვე სამი თვეა, მო­ა­თავ­სეს, გან­სხავ­ვე­ბით კახა ნა­კა­ნი­სა, რო­მე­ლიც სა­მარ­ტოო სა­კან­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­კან­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლებს კი, არც რა­დიო აქვთ და არც ტე­ლე­ვი­ზო­რი. 7 სპეც­რაზ­მელს, გარ­და იმი­სა, რომ ერ­თად სხე­დან, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ტე­ლე­ვი­ზო­რიც აქვთ", - გა­ნა­ცხა­და კახა შო­ნი­ამ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნამ­დე არა თუ 7, არა­მედ ერთ საქ­მე­ზე ორი ბრალ­დე­ბუ­ლის ერთ სა­კან­ში მო­თავ­სე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა, მით უფრო გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე, არ შე­იძ­ლე­ბა.

"ესე­ნი მო­ა­თავ­სეს ერ­თად, რათა მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა მქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ ასე­თი ჩვე­ნე­ბა არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და კახა შო­ნი­ამ.

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე 11 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ. გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, საქ­მე ორად გა­ი­ყო. რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის საქ­მე ერთ წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას, კახა ნა­კა­ნის და სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის საქ­მე - ერ­თად.

ამას­თან, შვი­დი ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლის ერთ სა­კან­ში მო­თავ­სე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა მი­ზე­ზებ­ზე გან­მარ­ტე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი

რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები ერთ საკანში სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო ჩვენების მომზადების მიზნით მოათავსეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სპეცრაზმის ყოფილი უფროსის, კახა ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხელმძღვანელი პირების საქმის რიგითებიდან გამოყოფა თავიდანვე ეჭვს ბადებდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ რიგითი 7 სპეცრაზმელი, რომლებსაც იგივე ბრალდება აქვთ, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ერთ საკანში უკვე სამი თვეა, მოათავსეს, განსხავვებით კახა ნაკანისა, რომელიც სამარტოო საკანშია მოთავსებული. ნაკანთან ერთად ბრალდებულებს კი, არც რადიო აქვთ და არც ტელევიზორი. 7 სპეცრაზმელს, გარდა იმისა, რომ ერთად სხედან, სხვებისგან განსხვავებით ტელევიზორიც აქვთ", - განაცხადა კახა შონიამ.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს განაჩენამდე არა თუ 7, არამედ ერთ საქმეზე ორი ბრალდებულის ერთ საკანში მოთავსება და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება, მით უფრო გახმაურებულ საქმეზე, არ შეიძლება.

"ესენი მოათავსეს ერთად, რათა მიიღონ სასურველი ჩვენება გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ. თუმცა მქვს ინფორმაცია, რომ ჯერ ასეთი ჩვენება არ არსებობს", - განაცხადა კახა შონიამ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 11 პირი დააკავეს, მათ შორის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები და რიგითი სპეცრაზმელები, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მათ განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინათ. გამოძიების ეტაპზე, საქმე ორად გაიყო. რიგითი სპეცრაზმელების საქმე ერთ წარმოებად მიმდინარეობს, ხოლო ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და სხვა ხელმძღვანელი პირების საქმე - ერთად.

ამასთან, შვიდი ყოფილი სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ