მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ განვალაგოთ ხატები და აუცილებელი ხატები, რომელიც სახლში უნდა გვქონდეს
როგორ განვალაგოთ ხატები და აუცილებელი ხატები, რომელიც სახლში უნდა გვქონდეს

სახ­ლში ხა­ტე­ბის კუ­თხის მო­წყო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­მე­ლი ხატი სად და რო­მელ მხა­რეს უნდა და­ვაბ­რძა­ნოთ, რა უნდა გვქონ­დეს ხა­ტე­ბის კუ­თხეს­თან, ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი გვას­წავ­ლის, რომ ოჯა­ხი მცი­რე ეკ­ლე­სი­აა, თუ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, სა­სურ­ვე­ლია ამ ოჯახ­ში ხა­ტე­ბის კუ­თხე იყოს. თუ ოჯახ­ში არის სამ­ზა­რე­უ­ლო, მი­სა­ღე­ბი, სა­ძი­ნე­ბე­ლი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, მათ სჭირ­დე­ბათ ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვა, სან­თლის დან­თე­ბა, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, რო­მე­ლიც არის ხა­ტე­ბის კუ­თხე. თუკი სახ­ლში ტე­ლე­ვი­ზო­რის, კომ­პი­უ­ტე­რის კუ­თხე გვაქვს, სუ­ლი­ე­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის­თვის სა­ჭი­როა ხა­ტე­ბის სუ­ლი­ე­რი კუ­თხე, რა­ტომ გა­ვუს­ვი ხაზი სუ­ლი­ერს? იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ოჯახ­ში არის ბიბ­ლია, ხატი, მაგ­რამ ბიბ­ლი­ას არა­ვინ კი­თხუ­ლობს და არც ხა­ტებ­თან მი­დის ვინ­მე, შე­იძ­ლე­ბა ხან­და­ხან მტვე­რი გა­დაწ­მინ­დონ ხოლ­მე, ანუ ხა­ტე­ბის კუ­თხე ცო­ცხა­ლი ად­გი­ლი უნდა იყოს.

- რო­მე­ლი ხატი უნდა გვქონ­დეს სახ­ლში?

- სა­სურ­ვე­ლია სახ­ლში იყოს ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ხატი, ჯვრის, ღვთის­მშობ­ლის, წმინ­და გი­ორ­გის, ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია იყოს გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი­სა და წმინ­და­ნე­ბის ხა­ტე­ბი. თუ ამ სა­კი­თხით ვინ­მე უფრო და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, შე­უძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხონ აკა­კი წე­რეთ­ლის "ყვი­თე­ლი სან­თე­ლი". ადრე ჩვენს წი­ნაპ­რებს სახ­ლში ბევ­რი ხატი არ ჰქონ­დათ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ იყო, ძი­რი­თა­დად მათ ჰქონ­დათ და­წე­რი­ლი ხა­ტე­ბი, ახლა მად­ლო­ბა ღმერ­თს, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს სახ­ლში უამ­რა­ვი ხატი გვქონ­დეს, მაგ­რამ ხში­რად ამ ხა­ტებს ძა­ლი­ან უდი­ე­რად ვექ­ცე­ვით. მა­გა­ლი­თად, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზო­რია და იქ უხამს გა­და­ცე­მებს ვუ­ყუ­რებთ, ბუ­ნებ­რი­ვია არ შე­იძ­ლე­ბა რომ იქვე ხატი იყოს დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ იმ ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და­ნებს ფაქ­ტობ­რი­ვად, უდი­ე­რად ვე­პყრო­ბით, როცა სახ­ლში არა­ეკ­ლე­სი­უ­რად ვიქ­ცე­ვით, ანუ ვე­წე­ვით თამ­ბა­ქოს, ვჩხუ­ბობთ, გან­ვი­კი­თხავთ, ვჭო­რა­ობთ, ვთვრე­ბით და ა.შ. სახ­ლში ხა­ტე­ბის ქონა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ იმ ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და­ნებს უნდა ვე­ვედ­როთ, წა­ვი­კი­თხოთ ლოც­ვე­ბი, პა­ტი­ვი ვცეთ.

რო­დე­საც ოჯა­ხებ­ში შევ­დი­ვართ და სახ­ლს ვა­კურ­თხებთ, ბუ­ნებ­რი­ვია პირ­ველ რიგ­ში ხა­ტე­ბის კუ­თხეს­თან მივ­დი­ვართ. თუ გინ­დათ, რომ ოჯა­ხის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­მოწ­მოთ ხა­ტე­ბის კუ­თხე უნდა ნა­ხოთ და მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბით, ხა­ტე­ბის კუ­თხე მოქ­მე­დია თუ არა. ბევრ ოჯახ­ში არის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ხატი, სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი, მაგ­რამ იმ წიგ­ნებს არა­ვინ ხმა­რობს ეს კი არას­წო­რია.

- ამ­ბო­ბენ, სა­ძი­ნე­ბელ­ში არ შე­იძ­ლე­ბა ხატი იყო­სო, ეს რამ­დე­ნად სწო­რია?

- ნე­ბის­მი­ერ ოთახ­ში შე­იძ­ლე­ბა ხატი გვქონ­დეს, მაგ­რამ ერთი ხა­ტე­ბის კუ­თხე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს. ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა არის ნა­კურ­თხი, და­ლოც­ვი­ლი და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მათ ოთახ­ში იყოს ხატი. ღმერ­თი ყველ­გა­ნაა და ღვთის მად­ლი ყვე­ლა ოთახ­ში სა­ჭი­როა. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტე­ბის კუ­თხის გა­მო­ყო­ფას, როცა ფი­ზი­კუ­რი და­ნაყ­რე­ბა გვინ­და, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­დი­ვართ, თუ სტუ­მა­რი მო­დის, მი­სა­ღებ­ში შეგვყავს, როცა ვი­ძი­ნებთ, სა­ძი­ნე­ბელ­ში შევ­დი­ვართ და როცა ლოც­ვა გვინ­დე­ბა ამ დროს ოჯახ­ში არ უნდა გა­მო­ვა­ცხა­დოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მორ­თეთ, რად­გან ლოც­ვას ვი­წყებ. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია სახ­ლში პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო გვქონ­დეს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ მაქვს და რას ჰქვია ხა­ტე­ბის კუ­თხეო, მაგ­რამ თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, ხა­ტებს პა­ტა­რა, მყუდ­რო კუ­თხე მა­ინც მი­ვუ­ჩი­ნოთ.

- რო­მელ მხა­რეს უნდა იყოს ხა­ტე­ბის კუ­თხე?

- სა­სურ­ვე­ლია აღ­მო­სავ­ლე­თით, რა თქმა უნდა, ღმერ­თი ყვე­ლა მხა­რე­ზეა და არ გა­აჩ­ნია აღ­მო­სავ­ლე­თი და და­სავ­ლე­თი, მაგ­რამ რად­გან ეკ­ლე­სი­ა­ში სა­კურ­თხე­ვე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რე­საა, სა­სურ­ვე­ლია ლოც­ვის დროს პი­რით აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ დავ­დგეთ, სა­ი­და­ნაც მზე ამო­დის. ამას გარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ხა­ტებ­ზე მიშ­ტე­რე­ბა იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა იმ­დე­ნად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ხში­რად ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს და ბი­ჭებს ხა­ტე­ბის ცქე­რით გარ­კვე­უ­ლი ვნე­ბი­თი აზ­რე­ბიც ება­დე­ბათ, ასე რომ, ხა­ტებ­თან უკე­თე­სია თავ­დახ­რი­ლი დგო­მა. აქვე დავ­ძენ, რომ ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით ხატი არის სარ­კმე­ლი ზე­ცა­ში, ჩვენ ხატს კი არა, მას­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­დანს ვე­ვედ­რე­ბით და მის­გან ვი­თხოვთ შემ­წე­ო­ბას. ხში­რად ლოც­ვის დროს გო­ნე­ბა გვე­ფან­ტე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია ვი­ლო­ცოთ მცი­რე­დი და გო­ნე­ბა მოკ­რე­ბით, ვიდ­რე ვი­კი­თხოთ ბევ­რი და გო­ნე­ბა გა­ფან­ტულ­მა. ხატი აუ­ცი­ლებ­ლად ნა­კურ­თხი უნდა იყოს, თუ ნა­კურ­თხი არაა, ის უბ­რა­ლოდ სა­ღე­ბა­ვი და და­ფაა, მღვდელმსა­ხუ­რის კურ­თხე­ვის შემ­დეგ, მას­ზე სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი გად­მო­დის.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა, სად რო­მე­ლი ხატი უნდა და­ვაბ­რძა­ნოთ?

- ხა­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა იერ­არ­ქი­უ­ლა­დაა სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, სულ მაღ­ლა უნდა იყოს სა­მე­ბა, შემ­დეგ ჯვარ­ცმა, იესო ქრის­ტე, ღვთის­მშო­ბე­ლი და შემ­დგომ­ში წმინ­და­ნე­ბი. სა­სურ­ვე­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ვა­კურ­თხოთ სახ­ლი და როცა მო­ძღვა­რი მობ­რძან­დე­ბა, თა­ვად გვე­ტყვის, თუ რო­გორ გან­ვა­ლა­გოთ ხა­ტე­ბი.

- რო­დის უნდა და­ვან­თოთ სან­თე­ლი სახ­ლში?

- როცა ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვას ვი­წყებთ, სა­სურ­ვე­ლია საკ­მევ­ლის ან­თე­ბა. სან­თლის, საკ­მევ­ლის ან­თე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბია. მა­გა­ლი­თად, სან­თე­ლი არის სიწ­მინ­დის, სი­ნათ­ლის სიმ­ბო­ლო. როცა ადა­მი­ა­ნი სან­თელს აან­თებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გრძე­ლი იქ­ნე­ბა თუ მოკ­ლე, მან თა­ვი­სი ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბით სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­ათ­ბოს, გა­აძ­ლი­ე­როს, ბევ­რი სი­კე­თე გა­ა­კე­თოს. თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა, შეგ­ვიძ­ლია ოჯახ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კან­დე­ლი ავან­თოთ თუ არა­და, არც ეს არის მთა­ვა­რი. ჩვენ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­აზ­როთ, აუ­ცი­ლებ­ლად ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს ღმერ­თთან. მა­გა­ლი­თად, ზოგი ფიქ­რობს, რომ სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი აქვს ხა­ტე­ბის კუ­თხე, ლო­ცუ­ლობს, სან­თელს ან­თებს და ეკ­ლე­სი­ა­ში აღარ და­დის. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, არას­წო­რია და იმას ნიშ­ნავს, რომ მას ეკ­ლე­სი­ის არსი არ ეს­მის. ტა­ძარ­ში უფრო მეტი მად­ლია, მეტი ლოც­ვაა, მეტი სიყ­ვა­რუ­ლია, იკი­თხე­ბა სა­ხა­რე­ბა. რად­გა­ნაც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს, რომ ოჯა­ხი არის მცი­რე ეკ­ლე­სია, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ისე მო­ა­წყო ხა­ტე­ბის კუ­თხე, რომ ფიქ­რო­ბენ, ტა­ძარ­ში წას­ვლა სა­ჭი­რო აღა­რაა, ეს კი ბუ­ნებ­რი­ვია, მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა და ასე ადა­მი­ა­ნი შორს ვერ წავა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ განვალაგოთ ხატები და აუცილებელი ხატები, რომელიც სახლში უნდა გვქონდეს

როგორ განვალაგოთ ხატები და აუცილებელი ხატები, რომელიც სახლში უნდა გვქონდეს

სახლში ხატების კუთხის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რომელი ხატი სად და რომელ მხარეს უნდა დავაბრძანოთ, რა უნდა გვქონდეს ხატების კუთხესთან, ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ოჯახი მცირე ეკლესიაა, თუ ოჯახის წევრები დადიან ეკლესიაში და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ, სასურველია ამ ოჯახში ხატების კუთხე იყოს. თუ ოჯახში არის სამზარეულო, მისაღები, საძინებელი და ოჯახის წევრები ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ სჭირდებათ ლოცვების წაკითხვა, სანთლის დანთება, ამისათვის საჭიროა შესაბამისი გარემო, რომელიც არის ხატების კუთხე. თუკი სახლში ტელევიზორის, კომპიუტერის კუთხე გვაქვს, სულიერი კეთილდღეობისთვის, სულიერი განწმენდისთვის საჭიროა ხატების სულიერი კუთხე, რატომ გავუსვი ხაზი სულიერს? იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ოჯახში არის ბიბლია, ხატი, მაგრამ ბიბლიას არავინ კითხულობს და არც ხატებთან მიდის ვინმე, შეიძლება ხანდახან მტვერი გადაწმინდონ ხოლმე, ანუ ხატების კუთხე ცოცხალი ადგილი უნდა იყოს.

- რომელი ხატი უნდა გვქონდეს სახლში?

- სასურველია სახლში იყოს ყოვლადწმინდა სამების ხატი, ჯვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, ასევე სასურველია იყოს გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და წმინდანების ხატები. თუ ამ საკითხით ვინმე უფრო დაინტერესდება, შეუძლიათ წაიკითხონ აკაკი წერეთლის "ყვითელი სანთელი". ადრე ჩვენს წინაპრებს სახლში ბევრი ხატი არ ჰქონდათ, ამის საშუალებაც არ იყო, ძირითადად მათ ჰქონდათ დაწერილი ხატები, ახლა მადლობა ღმერთს, საშუალება გვაქვს სახლში უამრავი ხატი გვქონდეს, მაგრამ ხშირად ამ ხატებს ძალიან უდიერად ვექცევით. მაგალითად, სადაც ტელევიზორია და იქ უხამს გადაცემებს ვუყურებთ, ბუნებრივია არ შეიძლება რომ იქვე ხატი იყოს დაბრძანებული იმიტომ, რომ იმ ხატზე გამოსახულ წმინდანებს ფაქტობრივად, უდიერად ვეპყრობით, როცა სახლში არაეკლესიურად ვიქცევით, ანუ ვეწევით თამბაქოს, ვჩხუბობთ, განვიკითხავთ, ვჭორაობთ, ვთვრებით და ა.შ. სახლში ხატების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ იმ ხატზე გამოსახულ წმინდანებს უნდა ვევედროთ, წავიკითხოთ ლოცვები, პატივი ვცეთ.

როდესაც ოჯახებში შევდივართ და სახლს ვაკურთხებთ, ბუნებრივია პირველ რიგში ხატების კუთხესთან მივდივართ. თუ გინდათ, რომ ოჯახის სულიერი მდგომარეობა შეამოწმოთ ხატების კუთხე უნდა ნახოთ და მაშინვე მიხვდებით, ხატების კუთხე მოქმედია თუ არა. ბევრ ოჯახში არის ძალიან ძვირფასი ხატი, საეკლესიო ნივთები, მაგრამ იმ წიგნებს არავინ ხმარობს ეს კი არასწორია.

- ამბობენ, საძინებელში არ შეიძლება ხატი იყოსო, ეს რამდენად სწორია?

- ნებისმიერ ოთახში შეიძლება ხატი გვქონდეს, მაგრამ ერთი ხატების კუთხე აუცილებლად უნდა იყოს. ცოლ-ქმრის ურთიერთობა არის ნაკურთხი, დალოცვილი და გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მათ ოთახში იყოს ხატი. ღმერთი ყველგანაა და ღვთის მადლი ყველა ოთახში საჭიროა. რაც შეეხება ხატების კუთხის გამოყოფას, როცა ფიზიკური დანაყრება გვინდა, სამზარეულოში შევდივართ, თუ სტუმარი მოდის, მისაღებში შეგვყავს, როცა ვიძინებთ, საძინებელში შევდივართ და როცა ლოცვა გვინდება ამ დროს ოჯახში არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ყველაფერი გამორთეთ, რადგან ლოცვას ვიწყებ. ამიტომ, სასურველია სახლში პატარა სამლოცველო გვქონდეს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ საკუთარი სახლი არ მაქვს და რას ჰქვია ხატების კუთხეო, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გვაქვს, ხატებს პატარა, მყუდრო კუთხე მაინც მივუჩინოთ.

- რომელ მხარეს უნდა იყოს ხატების კუთხე?

- სასურველია აღმოსავლეთით, რა თქმა უნდა, ღმერთი ყველა მხარეზეა და არ გააჩნია აღმოსავლეთი და დასავლეთი, მაგრამ რადგან ეკლესიაში საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარესაა, სასურველია ლოცვის დროს პირით აღმოსავლეთისკენ დავდგეთ, საიდანაც მზე ამოდის. ამას გარდა, აუცილებელი არ არის ხატებზე მიშტერება იმიტომ, რომ ადამიანის გონება იმდენად დაბინძურებულია, ხშირად ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს ხატების ცქერით გარკვეული ვნებითი აზრებიც ებადებათ, ასე რომ, ხატებთან უკეთესია თავდახრილი დგომა. აქვე დავძენ, რომ ეკლესიური სწავლებით ხატი არის სარკმელი ზეცაში, ჩვენ ხატს კი არა, მასზე გამოსახულ წმინდანს ვევედრებით და მისგან ვითხოვთ შემწეობას. ხშირად ლოცვის დროს გონება გვეფანტება, ამიტომ ჯობია ვილოცოთ მცირედი და გონება მოკრებით, ვიდრე ვიკითხოთ ბევრი და გონება გაფანტულმა. ხატი აუცილებლად ნაკურთხი უნდა იყოს, თუ ნაკურთხი არაა, ის უბრალოდ საღებავი და დაფაა, მღვდელმსახურის კურთხევის შემდეგ, მასზე სულიწმინდის მადლი გადმოდის.

- რამდენად მნიშვნელოვანია ხატების განლაგება, სად რომელი ხატი უნდა დავაბრძანოთ?

- ხატების განლაგება იერარქიულადაა საჭირო. მაგალითად, სულ მაღლა უნდა იყოს სამება, შემდეგ ჯვარცმა, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და შემდგომში წმინდანები. სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ვაკურთხოთ სახლი და როცა მოძღვარი მობრძანდება, თავად გვეტყვის, თუ როგორ განვალაგოთ ხატები.

- როდის უნდა დავანთოთ სანთელი სახლში?

- როცა ლოცვების წაკითხვას ვიწყებთ, სასურველია საკმევლის ანთება. სანთლის, საკმევლის ანთება ყველაფერი სიმბოლოებია. მაგალითად, სანთელი არის სიწმინდის, სინათლის სიმბოლო. როცა ადამიანი სანთელს აანთებს, არ აქვს მნიშვნელობა გრძელი იქნება თუ მოკლე, მან თავისი ნათელი ცხოვრებით სხვა ადამიანები უნდა გაათბოს, გააძლიეროს, ბევრი სიკეთე გააკეთოს. თუ ამის საშუალებაა, შეგვიძლია ოჯახში 24 საათის განმავლობაში კანდელი ავანთოთ თუ არადა, არც ეს არის მთავარი. ჩვენ რომ ეს ყველაფერი კარგად გავიაზროთ, აუცილებლად ცოცხალი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ღმერთთან. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ სახლში მოწყობილი აქვს ხატების კუთხე, ლოცულობს, სანთელს ანთებს და ეკლესიაში აღარ დადის. ეს ბუნებრივია, არასწორია და იმას ნიშნავს, რომ მას ეკლესიის არსი არ ესმის. ტაძარში უფრო მეტი მადლია, მეტი ლოცვაა, მეტი სიყვარულია, იკითხება სახარება. რადგანაც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია, სამწუხაროდ, ბევრმა ისე მოაწყო ხატების კუთხე, რომ ფიქრობენ, ტაძარში წასვლა საჭირო აღარაა, ეს კი ბუნებრივია, მცდარი შეხედულებაა და ასე ადამიანი შორს ვერ წავა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."