სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქრო კალაშოვი "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება - "რეფორმები" ქურდულ სამყაროში
შაქრო კალაშოვი "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება - "რეფორმები" ქურდულ სამყაროში

"უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ერთ- ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი კლა­ნის" სო­ხუ­მის ფრთის" კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას, მინ­და გი­თხრათ, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში არ იქ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც არ იქ­ნე­ბა მათი გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე"

არ­სენ ავა­კო­ვი - უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. 4 დე­კე­მებ­რი 2014წ

ბოლო რა­დე­ნი­მე თვეა პოსტსაბ­ჭო­უ­რი (და არა მარ­ტო) სივ­რცის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებს თვალს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ახა­ლი "რე­ფორ­მა­ტო­რის", შაქ­რო კა­ლა­შო­ვის ერ­თგვა­რად თა­მამ იდე­ებს. ეს­პა­ნე­თის ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი კა­ლა­შო­ვი ორი­ო­დე თვით მოს­კოვ­ში აგა­რაკ­ზე ჩა­ი­კე­ტა, შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა და პირ­ველ­მა ღიად გა­ნა­ცხა­და იმ შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პოსტსაბ­ჭო­თა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ნათ­ლი­მა­მად აღი­ა­რე­ბუ­ლი "დედ ჰა­სა­ნის" ( ჰა­სან უსო­ი­ა­ნი) კლა­ნი სჩა­დი­ო­და.

ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ამ­ჟა­მინ­დელ­მა პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ქურ­დულ სამ­ყა­როს ასე­ვე და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუ­ცხა­და, რომ ის ამ სფე­რო­ში "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას" იწყებ­და.. კა­ლა­შო­ვი­სა, გან­ცხა­დე­ბებ­მა არა მარ­ტო ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის არა­მედ ევ­რო­პის კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­შიც დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. კა­ლა­შო­ვის ცი­ხი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში სის­ხლისმღრელ ომებს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, ამ­ბობ­დნენ კა­ლა­შო­ვი, რო­მე­ლიც"დედ ჰა­სა­ნის" იდე­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მისი მე­ტო­ქის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის "ქუ­თა­ი­სურ კლანს" "დედ ჰა­სა­ნის" სიკ­ვდილს არ შე­არ­ჩენ­სო, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც ჩანს, სულ სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბა,

პირ­ვე­ლი ვი­საც შაქ­როს "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა" შე­ე­ხე­ბა, ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი, ქუ­თა­ი­სე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე "ბად­რი კუ­ტა­ის­კია". კო­ღუ­აშ­ვი­ლი იმ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ქურ­დე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ჯერ პრე­ტენ­ზია არა­ვის ჰქო­ნია კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში.

კო­ღუ­აშ­ვი­ლი იყო ერ­თა­დერ­თი ქურ­დი, რო­მელ­მაც ტა­რი­ელ ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, შეს­ძლო ქურ­დე­ბი კი­დე­ვე ერთხელ შე­ეკ­რი­ბა და ჰა­სან უსო­ი­ა­ნი გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­სა­ცე­მად და­ე­ბა­რე­ბი­ნა. თუმ­ცა მა­ნამ­დე ჯერ შაქ­რო კა­ლა­შოვს შეხ­ვდა. კა­ლა­შო­ვი-კო­ღუ­აშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა 2010 წელს შედ­გა ამე­რი­კა­ში, რო­დე­საც შაქ­რო ცოტა ხნით გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან. კო­ღუ­აშ­ვილ­მა, რო­გორც სჩანს, შეძ­ლო და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა კა­ლა­შო­ვი, რომ ჰა­სან უსო­სი­ა­ნი ზღვარს გა­და­ვი­და, შაქ­რო­მაც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ " დედ ჰა­სა­ნი."

სა­ბო­ლო­ოდ კო­ღუ­აშ­ვი­ლი, დედ ჰა­სა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ქურ­დუ­ლი შეხ­ვედ­რის ნაც­ვლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლი­ა­ტორ­ში აღ­მოჩ­ნდა. უსო­ი­ან­მა მა­შინ ფუ­ლიც არ და­ი­შუ­რა რომ კო­ღუ­აშ­ვი­ლი "ბუ­ტირ­კა­ში" მომ­ხვდა­რი­ყო, სა­დაც მას " დედ ჰა­სა­ნი" შავ დღე­ებს ჰპირ­დე­ბო­და. აღ­ქმუ­ლი "შავი დღე­ე­ბი" ბად­რის­თვის მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბუ­ტირ­კა­ში ე.წ. ზე­პი­რი წე­რი­ლი ( "პრა­გო­ნი") გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ქურ­დე­ბი "არეს­ტან­ტებს" უცხა­დებ­დნენ, რომ კო­ღუ­აშ­ვი­ლი ქურ­დი არ იყო.. აღ­ნიშ­ნულ წე­რილს ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში დიდი აურ­ზა­უ­რი მოჰ­ყვა, ავ­ტო­რო­ბა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს გელა ქარ­და­ვას და­აბ­რა­ლეს (მას და კო­ღუ­აშ­ვილს დიდი ხა­ნია კონ­ფლიქ­ტი აქვთ)... ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო " წე­რი­ლის" ამ­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი კო­ღუ­აშ­ვილ­მა 9 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი­დან 3 წელი უკვე მო­ი­ხა­და და " დედ ჰა­სა­ნის" ფუ­ლი­სა და კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით თით­ქმის რუ­სე­თის ნა­ხე­ვა­რი კო­ლო­ნი­ე­ბი მო­ი­ა­რა, მას­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში უკვე ლე­გენ­დე­ბი და­დის.

შაქ­რო­სე­ულ" სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის" ფორ­მატ­ში კო­ღუ­აშ­ვი­ლის ცი­ხი­დან

გა­მო­სახ­სნე­ლად ქურ­დულ­მა სამ­ყა­რომ ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლა­რი მო­აგ­რო­ვა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შაქრო კალაშოვი "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება - "რეფორმები" ქურდულ სამყაროში

შაქრო კალაშოვი "სამართლიანობის აღსადგენად" მალე უკრაინაშიც გამოჩნდება - "რეფორმები" ქურდულ სამყაროში

"უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე. კრიმინალური სამყაროს ერთ- ერთი გავლენიანი კლანის" სოხუმის ფრთის" კანონიერი ქურდები ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე გავლენის სფეროების გადანაწილებას, მინდა გითხრათ, რომ "კანონიერი ქურდების" ხელისუფლება უკრაინაში არ იქნება, ისევე როგორც არ იქნება მათი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე"

არსენ ავაკოვი - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. 4 დეკემებრი 2014წ

ბოლო რადენიმე თვეა პოსტსაბჭოური (და არა მარტო) სივრცის კრიმინალური სამყარო გაფაციცებით ადევნებს თვალს ქურდული სამყაროს ახალი "რეფორმატორის", შაქრო კალაშოვის ერთგვარად თამამ იდეებს. ესპანეთის ციხიდან გამოსული კალაშოვი ორიოდე თვით მოსკოვში აგარაკზე ჩაიკეტა, შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა და პირველმა ღიად განაცხადა იმ შეცდომების შესახებ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა ქურდული სამყაროს ნათლიმამად აღიარებული "დედ ჰასანის" ( ჰასან უსოიანი) კლანი სჩადიოდა.

ქურდული სამყაროს ამჟამინდელმა პირველმა ნომერმა ქურდულ სამყაროს ასევე დაუფარავად განუცხადა, რომ ის ამ სფეროში "სამართლიანობის აღდგენას" იწყებდა.. კალაშოვისა, განცხადებებმა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის არამედ ევროპის კრიმინალურ წრეებშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კალაშოვის ციხიდან დაბრუნების შემდეგ ბევრი ქურდულ სამყაროში სისხლისმღრელ ომებს წინასწარმეტყველებდა, ამბობდნენ კალაშოვი, რომელიც"დედ ჰასანის" იდეური მხარდამჭერი იყო, მისი მეტოქის, ტარიელ ონიანის "ქუთაისურ კლანს" "დედ ჰასანის" სიკვდილს არ შეარჩენსო, თუმცა მოვლენები, როგორც ჩანს, სულ სხვაგვარად წარიმართება,

პირველი ვისაც შაქროს "სამართლიანობის აღდგენა" შეეხება, ციხეში გამოკეტილი, ქუთაისელი კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი, იგივე "ბადრი კუტაისკია". კოღუაშვილი იმ თითზე ჩამოსათვლელ ქურდების რიცხვს მიეკუთნება, რომელზეც ჯერ პრეტენზია არავის ჰქონია კრიმინალურ წრეებში.

კოღუაშვილი იყო ერთადერთი ქურდი, რომელმაც ტარიელ ონიანის დაკავების შემდეგ, შესძლო ქურდები კიდევე ერთხელ შეეკრიბა და ჰასან უსოიანი განმარტებების მისაცემად დაებარებინა. თუმცა მანამდე ჯერ შაქრო კალაშოვს შეხვდა. კალაშოვი-კოღუაშვილის შეხვედრა 2010 წელს შედგა ამერიკაში, როდესაც შაქრო ცოტა ხნით გამოუშვეს ციხიდან. კოღუაშვილმა, როგორც სჩანს, შეძლო დაერწმუნებინა კალაშოვი, რომ ჰასან უსოსიანი ზღვარს გადავიდა, შაქრომაც მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ " დედ ჰასანი."

საბოლოოდ კოღუაშვილი, დედ ჰასანის დამსახურებით, ქურდული შეხვედრის ნაცვლად საგამოძიებო იზოლიატორში აღმოჩნდა. უსოიანმა მაშინ ფულიც არ დაიშურა რომ კოღუაშვილი "ბუტირკაში" მომხვდარიყო, სადაც მას " დედ ჰასანი" შავ დღეებს ჰპირდებოდა. აღქმული "შავი დღეები" ბადრისთვის მაშინ დაიწყო, როდესაც ბუტირკაში ე.წ. ზეპირი წერილი ( "პრაგონი") გავრცელდა, რომელშიც ქურდები "არესტანტებს" უცხადებდნენ, რომ კოღუაშვილი ქურდი არ იყო.. აღნიშნულ წერილს ქურდულ სამყაროში დიდი აურზაური მოჰყვა, ავტორობა კანონიერ ქურდს გელა ქარდავას დააბრალეს (მას და კოღუაშვილს დიდი ხანია კონფლიქტი აქვთ)... ქურდული სამყარო " წერილის" ამბით იყო დაკავებული კოღუაშვილმა 9 წლიანი სასჯელიდან 3 წელი უკვე მოიხადა და " დედ ჰასანის" ფულისა და კავშირების წყალობით თითქმის რუსეთის ნახევარი კოლონიები მოიარა, მასზე სასჯელაღსრულების ადგილებში უკვე ლეგენდები დადის.

შაქროსეულ" სამართლიანობის აღდგენის" ფორმატში კოღუაშვილის ციხიდან

გამოსახსნელად ქურდულმა სამყარომ ორ მილიონამდე დოლარი მოაგროვა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

ხმაური გურჯაანში - სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო