პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი" - გიორგი ცენტერაძის ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძის შესახებ
"დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი" - გიორგი ცენტერაძის ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძის შესახებ

გი­ორ­გი ცენ­ტე­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის შე­სა­ხებ პი­რად მო­გო­ნე­ბებს აქ­ვეყ­ნებს.

"2007 წელი იყო...იან­ვა­რი...მა­შინ 23 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც არ­სად არ მუ­შა­ობ­და და ძი­რი­თა­დად მე­გობ­რებ­თან ატა­რებ­და დროს. სხვა­თა­შო­რის, სწავ­ლას თავს ვაკ­ლავ­დი თქო რომ გი­თხრათ, მო­გა­ტყუ­ებთ. თუმ­ცა სკო­ლა­შიც და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ყო­ველ­თვის კარ­გი ნიშ­ნე­ბი მყავ­და...ზოგს უკ­ვირ­და რო­გორ გა­მომ­დი­ო­და...მე კიდე მი­ხა­რო­და, რომ შე­მეძ­ლო ერთხელ რამე გა­და­მე­კი­თხა და მერე მაგ თე­მა­ზე ბევ­რი მე­ლა­პა­რა­კა...ხოდა ამი­ტომ დი­დად წიგ­ნებს თავს აღარ ვურ­ტყამ­დი...ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი...

3 წელი იყო გა­სუ­ლი რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და გა­დავ­წყვი­ტე - დროა სამ­სა­ხუ­რის მო­სა­ძებ­ნად. რა­მო­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე...ჩემი მე­გო­ბა­რი ლე­ვან გო­თუა მუ­შა­ობ­და სა­დღაც "მთავ­რო­ბა­ში" კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, რაც ის რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ამ დროს კახა ბენ­დუ­ქი­ძე უკვე სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი იყო რე­ფორ­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში. ლე­ვან­მა მი­თხრა კონ­კურ­სია ჩვენ­თან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიო და მირ­ჩია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თდრო­უ­ლად ალ­ბათ 10 ად­გი­ლას მი­ვი­ღე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ცხა­დია რომ აქაც ვცა­დე ბედი. მახ­სოვს რა­მო­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან და­მი­რე­კეს და ერ­თერ­თი "ბენ­დუ­ქი­ძის ოფი­სი­დან"...მასე ვე­ძახ­დი მაგ ად­გილს მა­შინ იმი­ტომ რომ ეგეთ ადა­მი­ა­ნებს ვინც მთავ­რო­ბა­ში დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო, არას­დროს არა­ვის არ ვიც­ნობ­დი და ტე­ლე­ვი­ზორ­ში თუ მყავ­და მარ­ტო ნა­ნა­ხი...

გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­მი­ბა­რეს...დამ­ხვდა 2 ადა­მი­ა­ნი - მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი სან­დრო კა­ჭა­რა­ვა და ერთი სათ­ვა­ლე­ე­ბი­ა­ნი კაცი. ეგე­თი სათ­ვა­ლე­ე­ბი მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ სუ­რა­თებ­ში მქონ­და ნა­ნა­ხი. მრგვა­ლი სქე­ლი შუ­შე­ბით და სქე­ლი დიდი ჩარ­ჩო­თი. რა­ღა­ცე­ებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ და მეც სტან­დარ­ტუ­ლად ვპა­სუ­ხობ­დი...აშ­კა­რად ვხე­დავ­დი რომ იმ სათ­ვა­ლე­ე­ბი­ან კაცს სულ არ აინ­ტე­რე­სებ­და ამ სტან­დარ­ტულ კი­თხვებ­ზე ჩემი პა­სუ­ხე­ბი... რა­მო­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ამო­ი­წუ­რა ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა და ჩემი ეკო­ნო­მი­კის ცოდ­ნის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი...სან­დრო გა­ვი­და ოთა­ხი­დან, ხოლო ამ სათ­ვა­ლე­ე­ბი­ან­მა კაც­მა სი­გა­რე­ტი ჩა­მო­იხ­სნა ყუ­რი­დან, ხელ­ში ცო­ტა­ხა­ნი და­ატ­რი­ა­ლა, ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან ასან­თის კო­ლო­ფი...შე­მე­ცო­და რა­ღაც­ნა­ი­რად...სან­თე­ბე­ლაც კი არ ჰქონ­და...ვი­ფიქ­რე მორ­ჩა ჩემი გა­სა­უბ­რე­ბა თქო. ჯი­ბე­ში ხელი ჩა­ვი­ყა­ვი, ამო­ვი­ღე სან­თე­ბე­ლა იმ იმე­დით, ოთა­ხი­დან რომ გა­ვალთ მე მო­ვუ­კი­დებ და ის ად­გილს მა­ინც მა­ნა­ხებს ამ შე­ნო­ბა­ში სა­დაც ეწე­ვი­ან...თა­ნაც ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს მო­წე­ვა და მი­ხა­რია ვინ­მეს რომ მო­ვუ­კი­დებ ხოლ­მე...უც­ბად ამ კაც­მა ეს ასან­თის კო­ლო­ფი გახ­სნა და გად­მო­ე­ყა­რა ეს ასან­თე­ბი მა­გი­და­ზე...კი­დევ უფრო შე­მე­ცო­და...გულ­ში გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სან­თე­ბე­ლა მე­ჩუ­ქე­ბი­ნა...ერთი ხე­ლის მოს­მით ასან­თე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ისე გა­და­წია გვერ­დზე რომ მივ­ხვდი ამას პირ­ვე­ლად არ აკე­თებ­და და მე­უბ­ნე­ბა: - "а вот у меня 7 спичек..." მანდ მივ­ხვდი რომ ჩემი გა­სა­უბ­რე­ბა გრძელ­დე­ბა...მოკ­ლედ ამ ასან­თე­ბის­გან უნდა შე­მექ­მნა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­კუ­თხე­დე­ბი...შევ­ქმე­ნი...შემ­დეგ სხვა და­ვა­ლე­ბა იყო...ისევ ასან­თი ფი­გუ­რი­რებ­და და ესე გაგ­რძელ­და ერთი 15 წუთი...შე­ვას­რუ­ლე...და­გი­რე­კავ­თო მი­თხრეს...

რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კეს. არ ვიცი ჩემ­მა ასანთთან მო­პყრო­ბის ნიჭ­მა გაჭ­რა თუ ლე­ვან გო­თუ­ას­თან მე­გობ­რო­ბამ, მაგ­რამ მი­თხრეს რომ შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დი და ეხლა ახალ და­ვა­ლე­ბას გა­მო­მიგ­ზავ­ნიდ­ნენ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე...გა­მო­მიგ­ზავ­ნეს და­ვა­ლე­ბა...უნდა და­მე­წე­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი სუფ­რის და­ბეგ­ვრის შე­სა­ხებ. თა­ვი­დან მე­გო­ნა რომ მე­კა­ი­ფე­ბოდ­ნენ და და­ვუ­რე­კე ლე­ვანს. ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი დამ­ხვდა.უცხო­ეთ­ში იყო წა­სუ­ლი. მანდ მივ­ხვდი რომ ლე­ვა­ნი სა­ერ­თოდ აზ­რზე არ იყო ჩემი გა­სა­უბ­რე­ბე­ბის და აშ­კა­რად არ მე­კა­ი­ფე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ რა კა­ნონპ­რო­ექ­ტი რის კა­ნონპ­რო­ექ­ტი...ეგე­თი სი­ტყვა ცხოვ­რე­ბა­ში არ მიხ­მა­რია არა­ვის­თან სა­უ­ბარ­ში...არა­თუ და­მი­წე­რია. და­ვი­წყე ინ­ტერ­ნეტ­ში ქექ­ვა...გა­ვარ­კვიე რა იყო, რას ნიშ­ნავ­და, რო­გორ იწე­რე­ბო­და და ა. შ. მაგ­რამ...რო­გორ უნდა დავ­ბეგ­რო ქარ­თუ­ლი სუფ­რა...გოჭი რო­გორ უნდა დავ­ბეგ­რო? ხინ­კა­ლი...მწვა­დი...თან ვფიქ­რობ რა­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რია...ალ­ბათ ვი­ღაც აყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ უკვე და მე უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად მა­ვა­ლე­ბენ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს. მა­ინც დავ­ბეგ­რე...გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ოდე­ნო­ბით დავ­ბეგ­რე სხვა­დას­ხვა კერ­ძი...ბად­რი­ჯა­ნი ნიგვზით სა­ერ­თოდ გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლე გა­და­სა­ხა­დის­გან იმ მო­ტი­ვით რომ ჩემს გარ­და მა­ინც არა­ვინ არ უკ­ვე­თავ­და რეს­ტორ­ნებ­ში და სა­ერ­თოდ აღარ შე­უკ­ვე­თავ­დნენ მერე...წა­ვა­ხა­ლი­სე რა გა­ყიდ­ვე­ბი...მი­ვე­ცი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფორ­მა და გა­და­ვაგ­ზავ­ნე.

ამ­ჯე­რად და­მი­რე­კეს და მი­თხრეს რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში. მი­ვე­დი...ჩემ­ზე საშ­ვი იყო დაშ­ვე­ბუ­ლი და ბა­ტო­ნო გი­ორ­გი შე­მობ­რძან­დი­თო ვი­ღა­ცამ მი­თხრა შე­მო­სას­ვლელ­ში. მახ­სოვს "დიდ კა­ცად" ვიგ­რძე­ნი თავი. ამ დროს ტე­ლე­ფონ­მა და­მი­რე­კა და სა­დღაც ბან­კში მე­ძახ­დნენ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე...ესე ლა­კო­ნუ­რად და ამა­ყად ვუ­პა­სუ­ხე: - არ მცა­ლია მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ვარ და სხვა დროს და­მი­რე­კეთ თქო...

მი­ნის­ტრის მი­სა­ღებ­ში ბევ­რი ხალ­ხი ფუს­ფუ­სებ­და მაგ­რამ იმ­თა­ვით­ვე მიხ­ვდე­ბო­დი ვინ იყო "მეს­ტნი" და ვინ სტუ­მა­რი. მი­ნის­ტრის მდი­ვა­ნი მო­მე­სალ­მა და ყავა შე­მომ­თა­ვა­ზა. მანდ ვნა­ხე პირ­ვე­ლად ეკა გა­ბა­და­ძე, რო­მე­ლიც კა­ხას მდი­ვა­ნიც იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რიც და სა­ერ­თოდ ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და მომ­ღი­მა­რი ადა­მი­ა­ნი ვინც მანდ გა­ვი­ცა­ნი. შე­ვე­დი კა­ბი­ნეტ­ში. პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე ეს დიდი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცო­ცხლად...ესე თა­ვის მა­გი­დას­თან იჯდა, კომ­პი­უ­ტერ­ში რა­ღა­ცას უყუ­რებ­და. მი­ვე­სალ­მე და გა­მარ­ჯო­ბა­თო მი­პა­სუ­ხა თავი არც აუ­წე­ვია...დაჯ­დო­მა შე­მომ­თა­ვა­ზა და პირ­ვე­ლი კი­თხვაც და­მის­ვა - გი­ორ­გი, თქვენ აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა­თო. თქვე­ნო­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და...და არც ამის შემ­დეგ მო­უ­მარ­თავს კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ჩემ­თვის შე­ნო­ბით...არას­დროს...სხვებ­საც ესე ელა­პა­რა­კე­ბო­და...ვი­ღა­ცა ჭკუ­ი­დან თუ გა­და­იყ­ვან­და იმა­საც კი თქვე­ნო­ბით მი­მარ­თავ­და: "თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?"

მოვ­ყე­ვი რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და ქვეყ­ნის­თვის რა­ი­მე კარ­გის გა­კე­თე­ბა. რა­ზეც მი­პა­სუ­ხა - "ეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია...გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და რომ გეთ­ქვათ რო­გორ გძულთ ეს ქვე­ყა­ნა და აქ იმი­ტომ მოხ­ვე­დით რომ შიგ­ნი­დან ძირი გა­მო­უ­თხა­როთ მას და დედა უტი­როთ...ეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია რომ კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი გაქვთ, მაგ­რამ რა­ტომ მოხ­ვე­დით აქ? რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ოფი­სი? რა­ტომ არ წახ­ვე­დით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში? ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში? ან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში?"

ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე რო­გორ არ მომ­წონ­და შე­ვარ­დნა­ძის დრო...რო­გორ მეშ­ლე­ბო­და ნერ­ვე­ბი რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნებ­ზე იძახ­დნენ რომ ჩვენ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან...რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ჩვენც ვი­ყოთ მაგ­რე­ბი...სად იმუ­შა­ვებ­დი­თო მკი­თხა და ჩა­მო­მით­ვა­ლა ისევ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი...არ მინ­დო­და ამ ჯან­დაც­ვა­ში არას­დროს მუ­შა­ო­ბა, არც შსს-ში და შემ­რჩა ისევ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო...მანდ მეთ­ქი...ხოდა წა­დით ეხლა და თე­ატ­რე­ბი რომ ცუდ დღე­ში­აო დღეს მა­გას რო­გორ ვუშ­ვე­ლო­თო მო­ი­ფიქ­რე­თო და მო­დით მე­რეო.

მი­ვე­დი რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში და რა­ღა­ცე­ე­ბი ვი­ბო­დი­ა­ლე სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით...მის­მი­ნა 5 წუთი და მი­თხრა: "წა­დით ეხლა კა­ნო­ნი წა­ი­კი­თხეთ თე­ატ­რებ­ზე...კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ ყვე­ლა­ფერ­ში და ამ­დენ ლა­პა­რაკს აგერ და­ფა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად და­მი­წე­რეთ რა და რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩათ­ვა­ლეთ თქვენ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად დაგ­ნიშ­ნეს, გი­ორ­გი!"

წა­მო­ვე­დი და ვფიქ­რობ რამ­დენ­ჯერ უნდა მი­მიყ­ვა­ნოს ეხლა ამ კაც­მა...თუ უნდა ამიყ­ვა­ნოს თუ არა­და მი­თხრას პირ­და­პირ. თა­ნაც არა­პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნის აშ­კა­რად არ­ფე­რი არ ეტყო­ბა და ამ­დენ დროს არ და­ხარ­ჯავ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა­ზე რომ არ უნ­დო­დეს. სახ­ლში არა­ფერს არ ვი­ძა­ხი...ხომ არ ვი­ტყვი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ვარ თქო. სულ გა­გიჟ­დაო ეს უპატ­რო­ნო იფიქ­რებ­დნენ.

შემ­დეგ მის­ვლა­ზე კარ­გად მო­ვემ­ზა­დე. დე­რე­ფან­ში ის სათ­ვა­ლე­ე­ბი­ა­ნი კა­ციც შემ­ხვდა. აწ გარ­დაც­ვლი­ლი მიშა იაშ­ვი­ლი...კა­ხას ძვე­ლი მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ხალ­ხის შერ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტს უხა­ტავ­და...სა­ოც­რად უბ­რა­ლო, თბი­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. რა­ღაც რჩე­ვას თუ ჰკი­თხავ­დი, შე­მო­უვ­ლი­და ხოლ­მე...ათას კი­თხვას და­გის­ვამ­და და მერე გირ­ჩევ­და რა­მეს. მა­ში­ნაც მი­თხრა, რომ მან­ქა­ნას რომ­ლის სა­ხუ­რავ­ზე რა­ღაც და­ე­ცა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეგ­რე­ვე გა­ა­რე­მონ­ტებ­სო...სა­ხუ­რა­ვის ნა­წილს გა­მო­უც­ვლის და ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ და­ფიქ­რდე­ბა იმა­ზე, რომ ლუქი გა­ა­კე­თოს გა­ფუ­ჭე­ბულ ად­გი­ლას, იქ­ნე­ბა და უფრო იაფი უჯ­დე­ბაო...ამი­ტომ კრე­ა­ტი­უ­ლად შე­ხე­დე რა­ღა­ცე­ებ­სო...

ამ­ჯე­რად და­ვუ­წე­რე და­ფა­ზე რა იყო ჩე­მის აზ­რით პრობ­ლე­მა ამ სფე­რო­ში...რა იყო გა­მო­სა­ვა­ლი...რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ეს არ იყო მთა­ვა­რი მის­თვის...არა­ვინ არ დამ­ნიშ­ნავ­და მარ­თლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად. მას აინ­ტე­რე­სებ­და თუ რამ­დე­ნად სიღ­რმი­სე­უ­ლად და დე­ტა­ლუ­რად შე­მიძ­ლია მო­ვე­კი­დო საქ­მეს...რამ­დე­ნად მაქვს სურ­ვი­ლი მარ­თლა რა­ღა­ცის კე­თე­ბის...

- გი­ორ­გი, კა­ნო­ნი წა­ი­კი­თხეთ?

- არა, ბა­ტო­ნო კახა...

- რა­ტომ?

- წა­ვი­კი­თხავ...

- არა ეხლა უკვე გვი­ა­ნია...აქამ­დე უნდა წა­გე­კი­თხათ.

მე­გო­ნა დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი და ეხლა და­მემ­შვი­დო­ბე­ბა...

- გი­ორ­გი, ზარ­მა­ცი ხართ?

- კი ცოტა ზარ­მა­ცი ვარ...

- არა­უ­შავს, ბად­რი­ჯანს ფრთე­ბი რომ ჰქონ­დეს გაფ­რინ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ ააქვს და ვე­რა­ფერს ვი­ზამთ. სი­ზარ­მა­ცე კი შრო­მით უნდა დაძ­ლიო...ეე­ე­ე­კა­ა­ა­ა­აა...

შე­მო­დის ეკა

- ეს ჩვე­ნი ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, გი­ორ­გი ცენ­ტე­რა­ძე...

პირ­და­პი­რო­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა უყ­ვარ­და ყო­ველ­თვის...აფა­სებ­და რო­დე­საც სა­კუ­თარ შეც­დო­მას აღი­ა­რებ­დი და თა­ვის მარ­თლე­ბას არ იწყებ­დი. ბრაზ­დე­ბო­და ხოლ­მე და იძახ­და რომ ქარ­თვე­ლებს ბო­დი­შის მოხ­და უჭირ­თო და ყვე­ლა­ფერ­ზე თავს იმარ­თლე­ბე­ნო.

პირ­ვე­ლი­ვე სა­მუ­შაო დღეს გა­მაც­ნო გიგა გო­ნა­ძე რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობ­და და უთხრა რომ ანა­ლო­გი­უ­რად სპორ­ტშიც უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა რე­ფორ­მა და იქ­ნე­ბა და აუხ­სნათ გი­ორ­გი­სო. იმ დღეს­ვე მე­რი­ა­ში გა­მიშ­ვა...მი­ვე­დი და დამ­ხვდა ვიცე მერი, რა­მო­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი...რუკა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი მა­გი­და­ზე და რა­ღაც სა­კი­თხებს იხი­ლავ­დნენ. მე­გო­ნა რომ ალ­ბათ რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა ჩა­მე­წე­რა და კა­ხას­თვის მეთ­ქვა შემ­დეგ რა და რო­გორ...უცებ ვიცე მერი შე­მო­მიტ­რი­ალ­და და თქვენ რას ფიქ­რობ­თო მკი­თხა...ვუ­თხა­რი...გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს...მანდ მივ­ხვდი პირ­ვე­ლად რომ უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა...სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა...

ერთი თვის გა­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი თი­თო­ე­ულ დე­ტალს იმ საქ­მე­ში რა­შიც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი...მო­ვი­ა­რე მთე­ლი თბი­ლი­სი...ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს...ვე­ძებ­დი ყვე­ლა­ფერს ინ­ტერ­ნეტ­ში...რა არის ერთი თვე მაგ­რამ, სა­უ­ბარ­ში ვხვდე­ბო­დი უკვე რომ უფრო მეტი ვიცი კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის შე­სა­ხებ ვიდ­რე ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც წლე­ბია ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ. თან მწყინ­და რომ ესეა თან მი­ხა­რო­და...

ესე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 30 კაცი ვი­ყა­ვით...გოგო ბი­ჭე­ბი რომ­ლებ­საც არ უმ­ძი­მებ­დათ ცუდი წარ­სუ­ლი ზურგს...ვინც არას­დროს არა­ფერ­ში არ იყო გას­ვრი­ლი და ვი­საც შე­ეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა. ამი­ტომ მიგ­ვიყ­ვა­ნა ყვე­ლა გა­რე­დან და არას­დროს არა­ვინ არ აუყ­ვა­ნია სამ­სა­ხურ­ში პრო­ტექ­ცი­ით...ვერ იტან­და ამას...ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღე და ღამე მუ­შა­ობ­დნენ იმი­ტომ რომ სჯე­რო­დათ სა­კუ­თა­რი საქ­მის და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის...გულ­წრფე­ლად უნ­დო­დათ უფრო კარგ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა...და ეს გა­ა­კე­თეს კი­დე­ვაც...სა­ქარ­თვე­ლო გახ­და უკე­თე­სი...

რა გვექ­ნა...რაც შეგ­ვეძ­ლო გა­ვა­კე­თეთ...რაც შეგ­ვეძ­ლო გა­ვა­თე­ნეთ...მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯეთ და შე­დე­გიც დავ­დეთ...კი...უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და...ბევ­რად უკე­თე­სა­დაც...მაგ­რამ...კარ­გი იქ­ნე­ბო­და რომ მოგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ ან რო­გორც მი­ნი­მუმ ხელი არ შე­ე­შა­ლა ბევ­რს...

დღეს ვფიქ­რობ­დი, კა­ხას რომ უფრო მა­გა­რი 30 ადა­მი­ა­ნი ყო­ლო­და რას გა­ა­კე­თებ­და თქო. აი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს რო ყავ­დეს მესი, რო­ნალ­დო, რო­ბე­ნი...სამ­წუ­ხა­როდ არც ნაკ­რებს ყავს და არც ჩვენ ვი­ყა­ვით მესი და რო­ნალ­დო...მწვრთნე­ლი კი მა­გა­რი გვყავ­და და რაც შეძ­ლო გა­ა­კე­თა ამ ადა­მი­ა­ნე­ბით...სა­ქარ­თვე­ლო შეც­ვა­ლა...

ერთხელ სა­მე­ურ­ნეო თე­მა­ში გა­და­მიყ­ვა­ნა, კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი იყო უკვე...რა­ღა­ცე­ებს აკე­თებ­დნენ პა­ტარ პა­ტა­რა რე­მონ­ტებს...და­მი­ძა­ხა და მი­თხრა რომ ამ მშე­ნებ­ლებ­თან არა­ფე­რი არ ჭრი­სო...გი­ნე­ბა მა­ლა­მო­სა­ვით არი­სო მა­გათ­თვის...აი ნა­ჯა­ხი გა­მო­მარ­თვი­თო და ერთხელ თუ არ გა­ა­კე­თე­ბენ ისე რო­გორც სა­ჭი­როა ია­რეთ და რაც არ მო­გე­წო­ნე­ბათ და­ან­გრი­ე­თო...ფულს ვიხ­დით და კარ­გად უნდა გა­ა­კე­თო­ნო...დავ­დი­ო­დი ამ ნა­ჯა­ხით კან­ცე­ლა­რი­ა­ში...გიჟი ვე­გო­ნე ყვე­ლას...

ვერ იტან­და სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დებს და კრე­დი­ტებს...სულ იძახ­და ტყვი­ლად არა­ვინ არ მოგ­ვცემს ფულ­სო და ჯო­ბია ჩვენ რაც გვაქვს ის ვიკ­მა­რო­თო და არა­ვი­სი ვალი არ გვქონ­დე­სო...

კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მის­თვის...მახ­სოვს რა­ღაც შე­ნო­ბი­დან ასახ­ლებ­დნენ ხალ­ხს, უნდა და­ვან­გრი­ო­თო...და სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბო­და...

ყვე­ლა საქ­მე­ში თი­თო­ე­ულ დე­ტალს უღ­რმავ­დე­ბო­და და ნერ­ვი­უ­ლობ­და...სულ საქ­მე­ზე ფიქ­რობ­და...ომის დროს კან­ცე­ლა­რი­ის და­ბომბვის სა­შიშ­რო­ე­ბა რომ იყო ვი­ჯე­ქი და ირაკ­ლი კვა­ში­ლა­ვას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ზე...უცებ ისე­თი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა მე­გო­ნა აღარ იყო კან­ცე­ლა­რია...ვი­ღა­ცე­ე­ბი გარ­ბოდ­ნენ...ჩვენ გა­უნ­ძრევ­ლად გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა...ბო­ლოს გა­ირ­კვა რომ შემ­თხვე­ვით გე­ნე­რა­ტო­რი გას­კდა თუ რა­ღაც ეგე­თი...პა­ნი­კა ვინ და­თე­საო გა­მირ­კვი­ე­თო...ვის­თან უნდა გაგ­ვერ­კვია აღა­რა­ვინ აღარ იყო ჩვენს გარ­და...

ფიქ­რობ­და იმა­ზე დევ­ნი­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ახალ აშე­ნე­ბულ სახ­ლში რა უნდა დახ­ვედ­რო­და...და­წყე­ბუ­ლი კოვ­ზი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით რომ­ლებ­საც სოფ­ლად იყე­ნე­ბენ...ჩხუ­ბობ­და თუ ვინ­მეს რამე გა­მორ­ჩე­ბო­და და აი­ძუ­ლებ­და რო­გორც სა­კუ­თარ სახლზე ისე ეფიქ­რათ. მახ­სოვს მე და ანა კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით შეხ­ვედ­რა­ზე სა­დაც ნერ­ვი­უ­ლობ­და სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ისე­თი ხის სა­ფა­რი არ და­ე­გოთ რომ ვინ­მე ბავ­შვს ხიჭ­ვი არ შე­ერ­ჭოს და ესეთ წვრილ­მა­ნებს ძა­ლი­ან დიდ დროს უთ­მობ­და...ანაც იმ 30 ადა­მი­ან­ში შე­დი­ო­და...ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო ჩვენ­ში...კახა რომ ნერ­ვი­უ­ლობ­და ანა მა­გა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და და იყო ესე...ბო­ლომ­დე გვერ­დში ედგა კა­ხას...

ეკა გა­ბა­და­ძეს, ნანა დგე­ბუ­ა­ძეს და მარი ბუ­ღა­ძეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დათ მე რომ მკი­თხო...კა­ხას მი­სა­ღებ­ში ჯდო­მა, მისი ოფის მე­ნე­ჯე­რო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით მისი PR არ არის ად­ვი­ლი საქ­მე...მაგ­რამ მგო­ნი ყვე­ლა­ზე მაგ­რად მა­გათ უყ­ვარ­დათ კახა...

ვატო ლეჟა­ვა და ლილი ბე­გი­აშ­ვი­ლი...ადა­მი­ა­ნე­ბი ვის გა­რე­შეც მე სა­ერ­თოდ არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ის ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­კეთ­და...ან ბევ­რად უფრო დიდი ხანი და­ჭირ­დე­ბო­და...მათ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვთ...და ესეთ ადა­მი­ა­ნებს პოვ­ნა უნ­დო­და...კა­ხამ იპო­ვა...

ნა­ნუ­კა საყ­ვა­რე­ლი­ძე, ეკა ყოლ­ბა­ია, გიგა გო­ნა­ძე, მარი ჯა­ფა­რი­ძე, ოთარ შუ­ბი­თი­ძე, რიმა ბე­რი­აშ­ვი­ლი...ძა­ლი­ან მა­გა­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გუ­ლით ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა იყო არის და იქ­ნე­ბა ჩვენ­ში...ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლას ესე რომ ემუ­შა­ვა რო­გორც ამ ხალ­ხმა იმუ­შა­ვა ჯან­დაც­ვა­ზე დღეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ჯან­დაც­ვა გვექ­ნე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში...მაგ­რამ...

მან­ჩო შურ­ღუ­ლა­ია, თამ­თა ოტი­აშ­ვი­ლი, ლანა ონი­ა­ნი, ნინო ჯა­ვა­ხა­ძე, ალე­კო კა­ჭა­რა­ვა, რატი ობო­ლა­ძე, თე­ო­ნა ოძე­ლაშ­ვი­ლი, გოგა ცხა­კა­ია, მე­რაბ ნარ­მა­ნია, ქეთი ქოქ­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, გი­ორ­გი ახა­ლა­ია, ნა­თია ხან­თა­ძე, ბესო ან­დრი­ა­ძე, მაკა მდი­ვა­ნი, მა­ი­კო წოწ­კო­ლა­უ­რი, ვახო ბა­რა­მი­ძე, ლე­ვან გო­თუა, ლაშა მგე­ლა­ძე, დათო მო­დე­ბა­ძე, ბექა მა­ი­სუ­რა­ძე, ნინო გორ­გა­ძე, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ნონა ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, ლალი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან ხე­ცუ­რი­ა­ნი, ლე­ვან ფხა­კა­ძე, გი­ორ­გი კას­რა­ძე, გივი ქუ­ტი­ძე, აჩი­კო ფო­ჩხუა, თა­თუ­ლი დო­ლი­ძე, ირაკ­ლი ბე­რე­კაშ­ვი­ლი, ნა­თია სა­მუ­შია...ნა­თი­ამ რა­საც ხელი მო­კი­და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად გა­მო­უ­ვი­და, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი გუ­ლით აკე­თებს...ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს ააქვს უზო­მო წვლი­ლი რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ბევ­რად უკე­თე­სი ვიდ­რე იყო...ამ ხალ­ხის ბრა­ლია 12% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა...

კა­რენ მი­ნა­სი­ა­ნი, დათო ნი­ნი­აშ­ვი­ლი და ნო­დარ სარ­დლიშ­ვი­ლიც გვეხ­მა­რე­ბო­და IT კუ­თხით...

ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი კა­ხამ შეკ­რი­ბა ერ­თად...ეს ხალ­ხი მარ­ტო ხელ­ფა­სის­თვის არ მუ­შა­ობ­და...რო­დე­საც იცი რომ ქვე­ყა­ნას უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი იქ ფული არა­ფერს არ ნიშ­ნავს...კახა ყო­ველ­თვის იძახ­და ბევ­რად მეტი გე­კუთ­ვნი­თო რა­საც თქვენ მუ­შა­ობთ, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ და­ნარ­ჩენს სწავ­ლა­ში მიხ­დი­თო...მარ­თლაც ბევ­რი რამ მას­წავ­ლა...მა­გა­ლი­თად ის რომ არა­სო­დეს არ უნდა გრცხვე­ნო­დეს კი­თხვის დას­მა თუ რა­ი­მე არ იცი და გჭირ­დე­ბა...ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მა­შინ იქ­ნე­ბი, რო­დე­საც რა­ზეც სა­უბ­რობ ან აკე­თებ, ძა­ლი­ან მაგ­რად იცი...მას­წავ­ლა დრო­ის ფასი...კი­დევ ბევ­რი რამ და რაც მთა­ვა­რია მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა...

არა­სო­დეს არ გვაძ­ლევ­და პრე­მი­ას კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თვის...მისი პრე­მია და მად­ლო­ბა იყო შო­კო­ლა­დი...თუ გვა­ჩუ­ქებ­და შო­კო­ლადს ესე­ი­გი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო ჩვე­ნით...

მახ­სოვს თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ გა­და­ვე­დი...იქაც მა­გა­რი გუნ­დი შეკ­რა...გი­ორ­გი მე­ლა­ძე, რომ­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბა მარ­თლაც რომ იშ­ვი­ა­თია...ასე­ვე იშ­ვი­ა­თია ისე­თი შერ­წყმა ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, რო­გო­რიც ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლია...გიგა შუ­ბი­თი­ძე...ილო უმუ­დუ­მო­ვი...ალე­კო შე­ლია...გოგი კა­ცი­ტა­ძე, თეა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი, ანი მი­ლაშ­ვი­ლი, გაგა კა­პა­ნა­ძე, ეკა ონი­ა­ნი, ტუკი, დათო გორ­გი­ლა­ძე, მარი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი , ნა­თია გუ­ლი­საშ­ვი­ლი, ზვი­ად სუ­ლა­ბე­რი­ძე, ნუცა ბა­თი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ქარ­ჩა­ვა და სხვე­ბი...და აქაც ვატო ლეჟა­ვა

აგ­რა­რულ­ში ლაშა გო­ცი­რი­ძე, ზვი­ად ჭე­იშ­ვი­ლი, ირაკ­ლი თაქთა­ქიშ­ვი­ლი, კახა დი­დე­ბუ­ლი­ძე, ილია, ვა­ლე­რი, კობა, თაკო, ირაკ­ლი, სან­დრო...

სა­ო­ცა­რი ხალ­ხია...ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად მა­გა­რი...მარ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბაც კი ამ ხალ­ხთნ ბევ­რს ნიშ­ნავს...

ზაზა, გეგა, შაკო, ირაკ­ლი...

და ის ბავ­შვე­ბი კი­დევ რომ­ლე­ბიც ასე­ვე კა­ხამ აღ­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სუ­ფალ­ში და აგ­რა­რულ­ში...

კა­ხას გა­რე­შე ხომ ამ ხალ­ხს ვერ გა­ვიც­ნობ­დი...და კი­დევ რამ­დენს არ ვიც­ნობ უბ­რა­ლოდ ან გა­მომ­რჩა...

მი­ჩხუ­ბია კი­დე­ვაც მას­თან...გა­ვუგ­დი­ვარ კი­დე­ვაც სამ­სა­ხუ­რი­დან...მახ­სოვს ქეთი ქინ­ქლა­ძის ატი­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი ამ დროს ამ ჩხუბს რომ უყუ­რებ­და...ქეთი სა­ო­ცა­რი გო­გოა...ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნი მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი...მისი წვლი­ლიც დი­დია იმ 12%-ში...

ამის მერე ბევრ ად­გი­ლას ვი­მუ­შა­ვე...ვყო­ფილ­ვარ დი­რექ­ტო­რიც...მო­ად­გი­ლეც...უფ­რო­სიც...ყველ­გან ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყო­ლო­და...თუნ­დაც იმის ხარ­ჯზე, რომ შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს არ უყ­ვარ­დე მაგ დროს...მაგ­რამ ეს არაა მთა­ვა­რი...მთა­ვა­რია ამით ის ადა­მი­ა­ნი გახ­დეს ძა­ლი­ან მა­გა­რი თა­ვის საქ­მე­ში ვი­საც თუნ­დაც არ უყ­ვარ­ხარ და ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­როს...ესეც კა­ხამ მას­წავ­ლა...და დღეს გულ­წრფე­ლად მინ­და ვთქვა, რომ მე ვა­მა­ყობ იმ ბი­ჭე­ბით და გო­გო­ე­ბით ვისი უფ­რო­სიც მე ვი­ყა­ვი და ვთვლი რომ მათი 99% არის დღეს ერ­თერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში...ესეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე დგას დღეს სა­ქარ­თვე­ლო...ესეთ ხალ­ხშია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი...

შემ­დეგ კა­ხამ ისევ და­მი­ძა­ხა მას­თან სა­მუ­შა­ოდ...პირ­და­პირ მი­თხრა სულ 2 ან 3 კაცი მყავს ნა­ნა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენ­ნა­ი­რი მე­ნე­ჯე­რი...გა­მე­ღი­მა...რა სი­სუ­ლე­ლეა თქო ვუ­თხა­რი...შევხდით ვი­ლა­პა­რა­კეთ...თქვენ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ან­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ა­თო და ხალ­ხის შეკ­ვრა ერთ გუნ­დად...კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე მას­თან...ერთხელ მკი­თხა:

- ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი გქონ­დათ რომ და­ი­წყეთ სამ­სა­ხუ­რი?

- 200 ლარი თვე­ში.

- ეხლა რამ­დე­ნი გაქვთ? (იღი­მის)

- მაგ­დე­ნი­ვე დღე­ში...

- ხომ გი­თხა­რით შრო­მით დაძ­ლევთ თქო სი­ზარ­მა­ცეს... (იღი­მის)

ახ­სოვ­და...

კახა იყო ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი, ნი­ჭი­ე­რი და მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი ვი­საც კი ვიც­ნობ­დი...

ის ბავ­შვი­ვით იყო...დიდი ბავ­შვი­ვით...

ბავ­შვი­ვით უხა­რო­და კარ­გი და ბავ­შვი­ვით წყინ­და ცუდი...

ის იყო ში­ნა­გა­ნად დიდი კე­თი­ლი ბავ­შვი, რომ­ლის სიმ­დიდ­რეც ფუ­ლით არ იზო­მე­ბო­და...დიდი ბავ­შვი ვის­თვი­საც ფულ­ზე ბევ­რად ძვირ­ფა­სი ყო­ველ­თვის იყო შო­კო­ლა­დი...".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი" - გიორგი ცენტერაძის ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძის შესახებ

"დიდი ბავშვი, ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი" - გიორგი ცენტერაძის ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძის შესახებ

გიორგი ცენტერაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის შესახებ პირად მოგონებებს აქვეყნებს.

"2007 წელი იყო...იანვარი...მაშინ 23 წლის ბიჭი ვიყავი, რომელიც არსად არ მუშაობდა და ძირითადად მეგობრებთან ატარებდა დროს. სხვათაშორის, სწავლას თავს ვაკლავდი თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ყოველთვის კარგი ნიშნები მყავდა...ზოგს უკვირდა როგორ გამომდიოდა...მე კიდე მიხაროდა, რომ შემეძლო ერთხელ რამე გადამეკითხა და მერე მაგ თემაზე ბევრი მელაპარაკა...ხოდა ამიტომ დიდად წიგნებს თავს აღარ ვურტყამდი...ზარმაცი ვიყავი...

3 წელი იყო გასული რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და გადავწყვიტე - დროა სამსახურის მოსაძებნად. რამოდენიმე ადგილას გასაუბრება გავიარე...ჩემი მეგობარი ლევან გოთუა მუშაობდა სადღაც "მთავრობაში" კახა ბენდუქიძესთან ჯერ კიდევ იმ დროიდან, რაც ის რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროს კახა ბენდუქიძე უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. ლევანმა მითხრა კონკურსია ჩვენთან გამოცხადებულიო და მირჩია მონაწილეობა მიმეღო. ამ პერიოდში ერთდროულად ალბათ 10 ადგილას მივიღე კონკურსში მონაწილეობა და ცხადია რომ აქაც ვცადე ბედი. მახსოვს რამოდენიმე ადგილიდან დამირეკეს და ერთერთი "ბენდუქიძის ოფისიდან"...მასე ვეძახდი მაგ ადგილს მაშინ იმიტომ რომ ეგეთ ადამიანებს ვინც მთავრობაში დიდ თანამდებობაზე იყო, არასდროს არავის არ ვიცნობდი და ტელევიზორში თუ მყავდა მარტო ნანახი...

გასაუბრებაზე დამიბარეს...დამხვდა 2 ადამიანი - მინისტრის მრჩეველი სანდრო კაჭარავა და ერთი სათვალეებიანი კაცი. ეგეთი სათვალეები მარტო საბჭოთა კავშირის დროინდელ სურათებში მქონდა ნანახი. მრგვალი სქელი შუშებით და სქელი დიდი ჩარჩოთი. რაღაცეებს მეკითხებოდნენ და მეც სტანდარტულად ვპასუხობდი...აშკარად ვხედავდი რომ იმ სათვალეებიან კაცს სულ არ აინტერესებდა ამ სტანდარტულ კითხვებზე ჩემი პასუხები... რამოდენიმე წუთის შემდეგ ამოიწურა ჩემი ბიოგრაფიისა და ჩემი ეკონომიკის ცოდნის შესახებ კითხვები...სანდრო გავიდა ოთახიდან, ხოლო ამ სათვალეებიანმა კაცმა სიგარეტი ჩამოიხსნა ყურიდან, ხელში ცოტახანი დაატრიალა, ამოიღო ჯიბიდან ასანთის კოლოფი...შემეცოდა რაღაცნაირად...სანთებელაც კი არ ჰქონდა...ვიფიქრე მორჩა ჩემი გასაუბრება თქო. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ამოვიღე სანთებელა იმ იმედით, ოთახიდან რომ გავალთ მე მოვუკიდებ და ის ადგილს მაინც მანახებს ამ შენობაში სადაც ეწევიან...თანაც ახალი დაწყებული მაქვს მოწევა და მიხარია ვინმეს რომ მოვუკიდებ ხოლმე...უცბად ამ კაცმა ეს ასანთის კოლოფი გახსნა და გადმოეყარა ეს ასანთები მაგიდაზე...კიდევ უფრო შემეცოდა...გულში გადავწყვიტე ჩემი სანთებელა მეჩუქებინა...ერთი ხელის მოსმით ასანთების გარკვეული რაოდენობა ისე გადაწია გვერდზე რომ მივხვდი ამას პირველად არ აკეთებდა და მეუბნება: - "а вот у меня 7 спичек..." მანდ მივხვდი რომ ჩემი გასაუბრება გრძელდება...მოკლედ ამ ასანთებისგან უნდა შემექმნა გარკვეული რაოდენობის სამკუთხედები...შევქმენი...შემდეგ სხვა დავალება იყო...ისევ ასანთი ფიგურირებდა და ესე გაგრძელდა ერთი 15 წუთი...შევასრულე...დაგირეკავთო მითხრეს...

რამოდენიმე დღეში დამირეკეს. არ ვიცი ჩემმა ასანთთან მოპყრობის ნიჭმა გაჭრა თუ ლევან გოთუასთან მეგობრობამ, მაგრამ მითხრეს რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი და ეხლა ახალ დავალებას გამომიგზავნიდნენ ელექტრონულ ფოსტაზე...გამომიგზავნეს დავალება...უნდა დამეწერა კანონპროექტი ქართული სუფრის დაბეგვრის შესახებ. თავიდან მეგონა რომ მეკაიფებოდნენ და დავურეკე ლევანს. ტელეფონი გათიშული დამხვდა.უცხოეთში იყო წასული. მანდ მივხვდი რომ ლევანი საერთოდ აზრზე არ იყო ჩემი გასაუბრებების და აშკარად არ მეკაიფებოდნენ. მაგრამ რა კანონპროექტი რის კანონპროექტი...ეგეთი სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია არავისთან საუბარში...არათუ დამიწერია. დავიწყე ინტერნეტში ქექვა...გავარკვიე რა იყო, რას ნიშნავდა, როგორ იწერებოდა და ა. შ. მაგრამ...როგორ უნდა დავბეგრო ქართული სუფრა...გოჭი როგორ უნდა დავბეგრო? ხინკალი...მწვადი...თან ვფიქრობ რანაირი სამსახურია...ალბათ ვიღაც აყვანილი ჰყავთ უკვე და მე უბრალოდ ფორმალურად მავალებენ რაღაც სისულელეებს. მაინც დავბეგრე...განსხვავებული გადასახადების ოდენობით დავბეგრე სხვადასხვა კერძი...ბადრიჯანი ნიგვზით საერთოდ გავანთავისუფლე გადასახადისგან იმ მოტივით რომ ჩემს გარდა მაინც არავინ არ უკვეთავდა რესტორნებში და საერთოდ აღარ შეუკვეთავდნენ მერე...წავახალისე რა გაყიდვები...მივეცი კანონპროექტის ფორმა და გადავაგზავნე.

ამჯერად დამირეკეს და მითხრეს რომ კახა ბენდუქიძესთან ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე მთავრობის კანცელარიის შენობაში. მივედი...ჩემზე საშვი იყო დაშვებული და ბატონო გიორგი შემობრძანდითო ვიღაცამ მითხრა შემოსასვლელში. მახსოვს "დიდ კაცად" ვიგრძენი თავი. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა და სადღაც ბანკში მეძახდნენ გასაუბრებაზე...ესე ლაკონურად და ამაყად ვუპასუხე: - არ მცალია მთავრობის კანცელარიაში ვარ და სხვა დროს დამირეკეთ თქო...

მინისტრის მისაღებში ბევრი ხალხი ფუსფუსებდა მაგრამ იმთავითვე მიხვდებოდი ვინ იყო "მესტნი" და ვინ სტუმარი. მინისტრის მდივანი მომესალმა და ყავა შემომთავაზა. მანდ ვნახე პირველად ეკა გაბადაძე, რომელიც კახას მდივანიც იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიც და საერთოდ ერთერთი ყველაზე კეთილი და მომღიმარი ადამიანი ვინც მანდ გავიცანი. შევედი კაბინეტში. პირველად დავინახე ეს დიდი და პოპულარული ადამიანი ცოცხლად...ესე თავის მაგიდასთან იჯდა, კომპიუტერში რაღაცას უყურებდა. მივესალმე და გამარჯობათო მიპასუხა თავი არც აუწევია...დაჯდომა შემომთავაზა და პირველი კითხვაც დამისვა - გიორგი, თქვენ აქ რამ მოგიყვანათო. თქვენობით მელაპარაკებოდა...და არც ამის შემდეგ მოუმართავს კახა ბენდუქიძეს ჩემთვის შენობით...არასდროს...სხვებსაც ესე ელაპარაკებოდა...ვიღაცა ჭკუიდან თუ გადაიყვანდა იმასაც კი თქვენობით მიმართავდა: "თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?"

მოვყევი რომ ძალიან მინდოდა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება და ქვეყნისთვის რაიმე კარგის გაკეთება. რაზეც მიპასუხა - "ეგ ყველაფერი გასაგებია...გამიკვირდებოდა რომ გეთქვათ როგორ გძულთ ეს ქვეყანა და აქ იმიტომ მოხვედით რომ შიგნიდან ძირი გამოუთხაროთ მას და დედა უტიროთ...ეგ ყველაფერი გასაგებია რომ კეთილი განზრახვები გაქვთ, მაგრამ რატომ მოხვედით აქ? რატომ მაინცდამაინც ეს ოფისი? რატომ არ წახვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში? ან ჯანდაცვის სამინისტროში? ან კულტურის სამინისტროში?"

ვისაუბრეთ იმაზე როგორ არ მომწონდა შევარდნაძის დრო...როგორ მეშლებოდა ნერვები როდესაც სხვა ქვეყნებზე იძახდნენ რომ ჩვენზე უკეთესები არიან...რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ მაგრები...სად იმუშავებდითო მკითხა და ჩამომითვალა ისევ სამინისტროები...არ მინდოდა ამ ჯანდაცვაში არასდროს მუშაობა, არც შსს-ში და შემრჩა ისევ კულტურის სამინისტრო...მანდ მეთქი...ხოდა წადით ეხლა და თეატრები რომ ცუდ დღეშიაო დღეს მაგას როგორ ვუშველოთო მოიფიქრეთო და მოდით მერეო.

მივედი რამოდენიმე დღეში და რაღაცეები ვიბოდიალე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...მისმინა 5 წუთი და მითხრა: "წადით ეხლა კანონი წაიკითხეთ თეატრებზე...კარგად გაერკვიეთ ყველაფერში და ამდენ ლაპარაკს აგერ დაფაზე კონკრეტულად დამიწერეთ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩათვალეთ თქვენ კულტურის მინისტრად დაგნიშნეს, გიორგი!"

წამოვედი და ვფიქრობ რამდენჯერ უნდა მიმიყვანოს ეხლა ამ კაცმა...თუ უნდა ამიყვანოს თუ არადა მითხრას პირდაპირ. თანაც არაპირდაპირი ადამიანის აშკარად არფერი არ ეტყობა და ამდენ დროს არ დახარჯავდა ჩემთან შეხვედრაზე რომ არ უნდოდეს. სახლში არაფერს არ ვიძახი...ხომ არ ვიტყვი კულტურის მინისტრი ვარ თქო. სულ გაგიჟდაო ეს უპატრონო იფიქრებდნენ.

შემდეგ მისვლაზე კარგად მოვემზადე. დერეფანში ის სათვალეებიანი კაციც შემხვდა. აწ გარდაცვლილი მიშა იაშვილი...კახას ძველი მეგობარი ყოფილა, რომელიც ხალხის შერჩევაში ეხმარებოდა და ფსიქოლოგიურ პორტრეტს უხატავდა...საოცრად უბრალო, თბილი და განსხვავებული ადამიანი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. რაღაც რჩევას თუ ჰკითხავდი, შემოუვლიდა ხოლმე...ათას კითხვას დაგისვამდა და მერე გირჩევდა რამეს. მაშინაც მითხრა, რომ მანქანას რომლის სახურავზე რაღაც დაეცა, ბევრი ადამიანი ეგრევე გაარემონტებსო...სახურავის ნაწილს გამოუცვლის და ცოტა ადამიანი თუ დაფიქრდება იმაზე, რომ ლუქი გააკეთოს გაფუჭებულ ადგილას, იქნება და უფრო იაფი უჯდებაო...ამიტომ კრეატიულად შეხედე რაღაცეებსო...

ამჯერად დავუწერე დაფაზე რა იყო ჩემის აზრით პრობლემა ამ სფეროში...რა იყო გამოსავალი...რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მისთვის...არავინ არ დამნიშნავდა მართლა კულტურის მინისტრად. მას აინტერესებდა თუ რამდენად სიღრმისეულად და დეტალურად შემიძლია მოვეკიდო საქმეს...რამდენად მაქვს სურვილი მართლა რაღაცის კეთების...

- გიორგი, კანონი წაიკითხეთ?

- არა, ბატონო კახა...

- რატომ?

- წავიკითხავ...

- არა ეხლა უკვე გვიანია...აქამდე უნდა წაგეკითხათ.

მეგონა დამთავრდა ყველაფერი და ეხლა დამემშვიდობება...

- გიორგი, ზარმაცი ხართ?

- კი ცოტა ზარმაცი ვარ...

- არაუშავს, ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდეს გაფრინდებოდა, მაგრამ არ ააქვს და ვერაფერს ვიზამთ. სიზარმაცე კი შრომით უნდა დაძლიო...ეეეეკაააააა...

შემოდის ეკა

- ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, გიორგი ცენტერაძე...

პირდაპირობა და გულწრფელობა უყვარდა ყოველთვის...აფასებდა როდესაც საკუთარ შეცდომას აღიარებდი და თავის მართლებას არ იწყებდი. ბრაზდებოდა ხოლმე და იძახდა რომ ქართველებს ბოდიშის მოხდა უჭირთო და ყველაფერზე თავს იმართლებენო.

პირველივე სამუშაო დღეს გამაცნო გიგა გონაძე რომელიც ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობდა და უთხრა რომ ანალოგიურად სპორტშიც უნდა გაგვეკეთებინა რეფორმა და იქნება და აუხსნათ გიორგისო. იმ დღესვე მერიაში გამიშვა...მივედი და დამხვდა ვიცე მერი, რამოდენიმე სამსახურის უფროსი...რუკა ჰქონდათ გაშლილი მაგიდაზე და რაღაც საკითხებს იხილავდნენ. მეგონა რომ ალბათ რაღაცეები უნდა ჩამეწერა და კახასთვის მეთქვა შემდეგ რა და როგორ...უცებ ვიცე მერი შემომიტრიალდა და თქვენ რას ფიქრობთო მკითხა...ვუთხარი...გაითვალისწინეს...მანდ მივხვდი პირველად რომ უკვე ჩემი ცხოვრება შეიცვალა...სხვა პასუხისმგებლობაა...

ერთი თვის გამავლობაში ვსწავლობდი თითოეულ დეტალს იმ საქმეში რაშიც ჩართული ვიყავი...მოვიარე მთელი თბილისი...ველაპარაკებოდი სხვადასხვა სპეციალისტებს და პროფესიონალებს...ვეძებდი ყველაფერს ინტერნეტში...რა არის ერთი თვე მაგრამ, საუბარში ვხვდებოდი უკვე რომ უფრო მეტი ვიცი კონკრეტული საქმის შესახებ ვიდრე ის ადამიანები რომლებიც წლებია ამაზე მუშაობენ. თან მწყინდა რომ ესეა თან მიხაროდა...

ესეთი დაახლოებით 30 კაცი ვიყავით...გოგო ბიჭები რომლებსაც არ უმძიმებდათ ცუდი წარსული ზურგს...ვინც არასდროს არაფერში არ იყო გასვრილი და ვისაც შეეძლო თავისუფლად აზროვნება. ამიტომ მიგვიყვანა ყველა გარედან და არასდროს არავინ არ აუყვანია სამსახურში პროტექციით...ვერ იტანდა ამას...ეს ადამიანები დღე და ღამე მუშაობდნენ იმიტომ რომ სჯეროდათ საკუთარი საქმის და საკუთარი შესაძლებლობების...გულწრფელად უნდოდათ უფრო კარგ ქვეყანაში ცხოვრება...და ეს გააკეთეს კიდევაც...საქართველო გახდა უკეთესი...

რა გვექნა...რაც შეგვეძლო გავაკეთეთ...რაც შეგვეძლო გავათენეთ...მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგიც დავდეთ...კი...უკეთესადაც შეიძლებოდა...ბევრად უკეთესადაც...მაგრამ...კარგი იქნებოდა რომ მოგვხმარებოდნენ ან როგორც მინიმუმ ხელი არ შეეშალა ბევრს...

დღეს ვფიქრობდი, კახას რომ უფრო მაგარი 30 ადამიანი ყოლოდა რას გააკეთებდა თქო. აი საქართველოს ნაკრებს რო ყავდეს მესი, რონალდო, რობენი...სამწუხაროდ არც ნაკრებს ყავს და არც ჩვენ ვიყავით მესი და რონალდო...მწვრთნელი კი მაგარი გვყავდა და რაც შეძლო გააკეთა ამ ადამიანებით...საქართველო შეცვალა...

ერთხელ სამეურნეო თემაში გადამიყვანა, კანცელარიის უფროსი იყო უკვე...რაღაცეებს აკეთებდნენ პატარ პატარა რემონტებს...დამიძახა და მითხრა რომ ამ მშენებლებთან არაფერი არ ჭრისო...გინება მალამოსავით არისო მაგათთვის...აი ნაჯახი გამომართვითო და ერთხელ თუ არ გააკეთებენ ისე როგორც საჭიროა იარეთ და რაც არ მოგეწონებათ დაანგრიეთო...ფულს ვიხდით და კარგად უნდა გააკეთონო...დავდიოდი ამ ნაჯახით კანცელარიაში...გიჟი ვეგონე ყველას...

ვერ იტანდა სავალუტო ფონდებს და კრედიტებს...სულ იძახდა ტყვილად არავინ არ მოგვცემს ფულსო და ჯობია ჩვენ რაც გვაქვს ის ვიკმაროთო და არავისი ვალი არ გვქონდესო...

კერძო საკუთრებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის...მახსოვს რაღაც შენობიდან ასახლებდნენ ხალხს, უნდა დავანგრიოთო...და სასტიკი წინააღმდეგი იყო და ძალიან ბრაზდებოდა...

ყველა საქმეში თითოეულ დეტალს უღრმავდებოდა და ნერვიულობდა...სულ საქმეზე ფიქრობდა...ომის დროს კანცელარიის დაბომბვის საშიშროება რომ იყო ვიჯექი და ირაკლი კვაშილავასთან ერთად ვმუშაობდი საქართველოს ბიუჯეტზე...უცებ ისეთი აფეთქების ხმა გაისმა მეგონა აღარ იყო კანცელარია...ვიღაცეები გარბოდნენ...ჩვენ გაუნძრევლად გავაგრძელეთ მუშაობა...ბოლოს გაირკვა რომ შემთხვევით გენერატორი გასკდა თუ რაღაც ეგეთი...პანიკა ვინ დათესაო გამირკვიეთო...ვისთან უნდა გაგვერკვია აღარავინ აღარ იყო ჩვენს გარდა...

ფიქრობდა იმაზე დევნილებს სახელმწიფოს მიერ ახალ აშენებულ სახლში რა უნდა დახვედროდა...დაწყებული კოვზიდან დამთავრებული სპეციფიკური ხელსაწყოებით რომლებსაც სოფლად იყენებენ...ჩხუბობდა თუ ვინმეს რამე გამორჩებოდა და აიძულებდა როგორც საკუთარ სახლზე ისე ეფიქრათ. მახსოვს მე და ანა კვანჭილაშვილი ვიყავით შეხვედრაზე სადაც ნერვიულობდა სპორტულ დარბაზში ისეთი ხის საფარი არ დაეგოთ რომ ვინმე ბავშვს ხიჭვი არ შეერჭოს და ესეთ წვრილმანებს ძალიან დიდ დროს უთმობდა...ანაც იმ 30 ადამიანში შედიოდა...ერთერთი ყველაზე პატარა იყო ჩვენში...კახა რომ ნერვიულობდა ანა მაგაზე ნერვიულობდა და იყო ესე...ბოლომდე გვერდში ედგა კახას...

ეკა გაბადაძეს, ნანა დგებუაძეს და მარი ბუღაძეს ყველაზე რთული სამსახური ჰქონდათ მე რომ მკითხო...კახას მისაღებში ჯდომა, მისი ოფის მენეჯერობა და განსაკუთრებით მისი PR არ არის ადვილი საქმე...მაგრამ მგონი ყველაზე მაგრად მაგათ უყვარდათ კახა...

ვატო ლეჟავა და ლილი ბეგიაშვილი...ადამიანები ვის გარეშეც მე საერთოდ არ წარმომიდგენია ის ყველაფერი რაც გაკეთდა...ან ბევრად უფრო დიდი ხანი დაჭირდებოდა...მათ ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი აქვთ...და ესეთ ადამიანებს პოვნა უნდოდა...კახამ იპოვა...

ნანუკა საყვარელიძე, ეკა ყოლბაია, გიგა გონაძე, მარი ჯაფარიძე, ოთარ შუბითიძე, რიმა ბერიაშვილი...ძალიან მაგარია ადამიანი, რომელიც გულით ყველაზე ახალგაზრდა იყო არის და იქნება ჩვენში...ჯანდაცვის სამინისტროში ყველას ესე რომ ემუშავა როგორც ამ ხალხმა იმუშავა ჯანდაცვაზე დღეს ალბათ ყველაზე მაგარი ჯანდაცვა გვექნებოდა მსოფლიოში...მაგრამ...

მანჩო შურღულაია, თამთა ოტიაშვილი, ლანა ონიანი, ნინო ჯავახაძე, ალეკო კაჭარავა, რატი ობოლაძე, თეონა ოძელაშვილი, გოგა ცხაკაია, მერაბ ნარმანია, ქეთი ქოქრაშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ახალაია, ნათია ხანთაძე, ბესო ანდრიაძე, მაკა მდივანი, მაიკო წოწკოლაური, ვახო ბარამიძე, ლევან გოთუა, ლაშა მგელაძე, დათო მოდებაძე, ბექა მაისურაძე, ნინო გორგაძე, ლევან თაქთაქიშვილი, ნონა ყარალაშვილი, ლალი შაიშმელაშვილი, ლევან ხეცურიანი, ლევან ფხაკაძე, გიორგი კასრაძე, გივი ქუტიძე, აჩიკო ფოჩხუა, თათული დოლიძე, ირაკლი ბერეკაშვილი, ნათია სამუშია...ნათიამ რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი მაგრად გამოუვიდა, იმიტომ რომ ყველაფერს მთელი გულით აკეთებს...ყველა ამ ადამიანს ააქვს უზომო წვლილი რომ საქართველო არის ბევრად უკეთესი ვიდრე იყო...ამ ხალხის ბრალია 12% ეკონომიკური ზრდა...

კარენ მინასიანი, დათო ნინიაშვილი და ნოდარ სარდლიშვილიც გვეხმარებოდა IT კუთხით...

ყველა ეს ადამიანი კახამ შეკრიბა ერთად...ეს ხალხი მარტო ხელფასისთვის არ მუშაობდა...როდესაც იცი რომ ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლი იქ ფული არაფერს არ ნიშნავს...კახა ყოველთვის იძახდა ბევრად მეტი გეკუთვნითო რასაც თქვენ მუშაობთ, მაგრამ ჩათვალეთ დანარჩენს სწავლაში მიხდითო...მართლაც ბევრი რამ მასწავლა...მაგალითად ის რომ არასოდეს არ უნდა გრცხვენოდეს კითხვის დასმა თუ რაიმე არ იცი და გჭირდება...ყველაზე მაგარი მაშინ იქნები, როდესაც რაზეც საუბრობ ან აკეთებ, ძალიან მაგრად იცი...მასწავლა დროის ფასი...კიდევ ბევრი რამ და რაც მთავარია მომცა საშუალება ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა...

არასოდეს არ გვაძლევდა პრემიას კარგი მუშაობისთვის...მისი პრემია და მადლობა იყო შოკოლადი...თუ გვაჩუქებდა შოკოლადს ესეიგი ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენით...

მახსოვს თავისუფალ უნივერსიტეტში რომ გადავედი...იქაც მაგარი გუნდი შეკრა...გიორგი მელაძე, რომლის ნიჭიერება მართლაც რომ იშვიათია...ასევე იშვიათია ისეთი შერწყმა ადამიანობისა და პროფესიონალიზმის, როგორიც ვახო მეგრელიშვილია...გიგა შუბითიძე...ილო უმუდუმოვი...ალეკო შელია...გოგი კაციტაძე, თეა ხინჩაგაშვილი, ანი მილაშვილი, გაგა კაპანაძე, ეკა ონიანი, ტუკი, დათო გორგილაძე, მარი კიკალეიშვილი , ნათია გულისაშვილი, ზვიად სულაბერიძე, ნუცა ბათიაშვილი, მარინა ქარჩავა და სხვები...და აქაც ვატო ლეჟავა

აგრარულში ლაშა გოცირიძე, ზვიად ჭეიშვილი, ირაკლი თაქთაქიშვილი, კახა დიდებულიძე, ილია, ვალერი, კობა, თაკო, ირაკლი, სანდრო...

საოცარი ხალხია...ყველა თავისებურად მაგარი...მარტო ურთიერთობაც კი ამ ხალხთნ ბევრს ნიშნავს...

ზაზა, გეგა, შაკო, ირაკლი...

და ის ბავშვები კიდევ რომლებიც ასევე კახამ აღმოაჩინა თავისუფალში და აგრარულში...

კახას გარეშე ხომ ამ ხალხს ვერ გავიცნობდი...და კიდევ რამდენს არ ვიცნობ უბრალოდ ან გამომრჩა...

მიჩხუბია კიდევაც მასთან...გავუგდივარ კიდევაც სამსახურიდან...მახსოვს ქეთი ქინქლაძის ატირებული თვალები ამ დროს ამ ჩხუბს რომ უყურებდა...ქეთი საოცარი გოგოა...ძალიან გულიანი მაგრამ ამავდროულად ძალიან მაგარი პროფესიონალი...მისი წვლილიც დიდია იმ 12%-ში...

ამის მერე ბევრ ადგილას ვიმუშავე...ვყოფილვარ დირექტორიც...მოადგილეც...უფროსიც...ყველგან ვაკეთებდი ყველაფერს რომ ყველაზე მაგარი პროფესიონალი თანამშრომლები მყოლოდა...თუნდაც იმის ხარჯზე, რომ შეიძლება ზოგიერთს არ უყვარდე მაგ დროს...მაგრამ ეს არაა მთავარი...მთავარია ამით ის ადამიანი გახდეს ძალიან მაგარი თავის საქმეში ვისაც თუნდაც არ უყვარხარ და ქვეყანას ემსახუროს...ესეც კახამ მასწავლა...და დღეს გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ იმ ბიჭებით და გოგოებით ვისი უფროსიც მე ვიყავი და ვთვლი რომ მათი 99% არის დღეს ერთერთი საუკეთესო საჯარო მოხელე საქართველოში...ესეთ ადამიანებზე დგას დღეს საქართველო...ესეთ ხალხშია საქართველოს მომავალი...

შემდეგ კახამ ისევ დამიძახა მასთან სამუშაოდ...პირდაპირ მითხრა სულ 2 ან 3 კაცი მყავს ნანახი საქართველოში თქვენნაირი მენეჯერი...გამეღიმა...რა სისულელეა თქო ვუთხარი...შევხდით ვილაპარაკეთ...თქვენ ნებისმიერი ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეგიძლიათო და ხალხის შეკვრა ერთ გუნდად...კიდევ რამოდენიმე თვე ვიმუშავე მასთან...ერთხელ მკითხა:

- ხელფასი რამდენი გქონდათ რომ დაიწყეთ სამსახური?

- 200 ლარი თვეში.

- ეხლა რამდენი გაქვთ? (იღიმის)

- მაგდენივე დღეში...

- ხომ გითხარით შრომით დაძლევთ თქო სიზარმაცეს... (იღიმის)

ახსოვდა...

კახა იყო ყველაზე საოცარი, ნიჭიერი და მცოდნე ადამიანი ვისაც კი ვიცნობდი...

ის ბავშვივით იყო...დიდი ბავშვივით...

ბავშვივით უხაროდა კარგი და ბავშვივით წყინდა ცუდი...

ის იყო შინაგანად დიდი კეთილი ბავშვი, რომლის სიმდიდრეც ფულით არ იზომებოდა...დიდი ბავშვი ვისთვისაც ფულზე ბევრად ძვირფასი ყოველთვის იყო შოკოლადი...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს