გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ხვალ, 09:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.