ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ მეორედ დააზარალა. სეტყვის შედეგად სოფლები - ლელოვანი, ამხერი, ენთელი, დიდი და პატარა სმადა დაზარალდა.
დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ინფრასტრუქტურა. დასეტყვილი სოფლები ადიგენის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.