კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის ქუთაისელი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული
17 წლის ქუთაისელი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

ქუ­თა­ი­სე­ლი ბერი ან­დრია 17 წლის ასაკ­ში აღიკ­ვე­ცა ბე­რად და 4 თვის შემ­დეგ, ამა­ვე ასაკ­ში, მი­ა­ბა­რა სული უფალს. ბერი ან­დრია, ერო­ბა­ში ნუგ­ზარ მი­ლო­რა­ვა, მძი­მე სე­ნით, სიმ­სივ­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ის ხორ­ცი­ე­ლი ტან­ჯვის მი­უ­ხე­და­ვად, სუ­ლი­ერ მხნე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და. ნუგ­ზარ მი­ლო­რა­ვა 1994 წლის 23 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. იგი ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი, ღვთის მო­ში­ში და კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა სი­კე­თეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

"ნი­უპ­რე­სი" ბერი ან­დრი­ას დე­დას, თი­ნა­თინ ჩხვი­მი­ანს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ბე­რის გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"ნუგ­ზარ­თან კონ­ფლიქ­ტი არას­დროს ჰქო­ნი­ათ, ყვე­ლას თბი­ლად ექ­ცე­ო­და. მე­გობ­რებს უნა­წი­ლებ­და, რაც კი ჰქონ­და. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, ერთხელ მი­თხრა, გა­ჩე­რე­ბა­ზე დამ­ხვდი და თან­ხა გა­მო­მი­ტა­ნე, 20 თეთ­რიო. არ ჩა­მო­დი­ო­და ავ­ტო­ბუ­სი­დან, რად­გან რაც კი თან­ხა ჰქონ­და, ყვე­ლა სხვას გა­და­უ­ხა­და და თა­ვის­თვის აღარ დარ­ჩა. და­არ­ტყა ერთი წრე, მე­ო­რე, მერე და­მი­რე­კა კი­დევ ერთხელ და მი­თხრა, დედა რამ­დე­ნი წრე უნდა და­ვარ­ტყა ქა­ლაქს, მოდი, მო­მი­ტა­ნე თან­ხაო. არა­ვის გულს არ ატ­კენ­და, არ აწყე­ნი­ნებ­და. მი­ვე­დი გა­ჩე­რე­ბა­ზე და მი­ვე­ცი ეს 20 თეთ­რი. მძღო­ლის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სახე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ყო­ველ­თვის მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე და მე­ღი­მე­ბა. გა­ხე­და ნუგ­ზარს და უთხრა, ამი­ტომ იჯე­ქი, შვი­ლო, მთე­ლი დღე ჩემს ავ­ტო­ბუს­შიო. ყო­ვე­ლი ეს წლე­ბი, რაც და­ი­ბა­და და იზ­რდე­ბო­და, მე­ში­ნო­და, ვფიქ­რობ­დი, რა­ტო­მაა ნეტა ასე­თი კარ­გი, ყო­ველ­თვის მქონ­და ში­შის მო­მენ­ტი", - იხ­სე­ნებს ნუგ­ზა­რის დედა.

ნუგ­ზარს ბე­რო­ბის სურ­ვი­ლი მე-6 კლა­სი­დან ჰქონ­და. მე-10 კლას­ში უკურ­ნე­ბე­ლი და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გი­ნეს - ნე­ი­რო ენ­დოკ­რი­ნუ­ლი მერ­კე­ლის ტი­პის სიმ­სივ­ნე.

"მე­ცხრე კლა­სი, რომ და­ამ­თავ­რა, შე­ვა­ტყვე, სწავ­ლას მო­უკ­ლო, რის­თვი­საც ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი. მე­უბ­ნე­ბო­და, - დედა, არ შე­მიძ­ლია, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი ვარ, მალე ვიღ­ლე­ბიო. რა ვი­ცო­დი, ბავ­შვს თურ­მე უკურ­ნე­ბე­ლი სენი ჰქონ­და. რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და და ონ­კო­ლო­გი­ურ­ში გაგვგზავ­ნეს, მე­კი­თხე­ბო­და, რა მჭირ­სო, სიმ­სივ­ნე, მაგ­რამ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი - თქო. ქი­მი­ო­თე­რა­პია რომ და­უ­ნიშ­ნეს, მკი­თხა - თუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, მა­შინ "ქი­მია" რა­ტომ უნდა გა­მი­კე­თო­ნო? მოკ­ლედ, ნელ-ნელა მივ­ყავ­დი იმ აზ­რამ­დე, რომ მის უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას შევ­გუ­ე­ბო­დი. ერთხელ ჩემი მე­გო­ბა­რი ონ­კო­ლო­გი მის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და. ნუგ­ზარ­მა მას ჰკი­თხა: რო­დე­საც პა­ცი­ენტს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე უდ­გინ­დე­ბათ, თუ ეუბ­ნე­ბით ამის შე­სა­ხე­ბო? ვერ ვე­უბ­ნე­ბი - მი­უ­გო მან. ამის უფ­ლე­ბა არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რად­გან ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს და ამ სოფ­ლი­დან გას­ვლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, თუ პა­ცი­ე­ნებს ამას არ ეტყვით, მა­შინ მო­ძღვარს აღ­სა­რე­ბი­სას უთხა­რით, რომ ავად­მყო­ფებს ატყუ­ებთ და ეს ცოდ­ვა მო­ი­ნა­ნი­ე­თო. ჩემი მე­გო­ბა­რი ცუ­დად გახ­და, იტი­რა...

ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მის­თვის აღა­რა­ფე­რი და­მე­მა­ლა. რო­დე­საც ჩვენ შო­რის არა­ფე­რი იყო და­მა­ლუ­ლი, შენ­დო­ბა მთხო­ვა - იმის­თვის, რომ ჩემს გამო ასე და­ი­ტან­ჯეო. ყო­ველ მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს სხე­ულ­ზე ახალ წარ­მო­ნაქ­მნს რომ პო­უ­ლობ­და, ამ­ბობ­და, თუ ღვთის წყა­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ის რო­გორც გაჩ­ნდა, ისე­ვე გაქ­რე­ბაო. მაგ­რამ ბო­ლოს ისიც იცო­და, რომ ეს არ მოხ­დე­ბო­და და მამ­შვი­დებ­და, - რას იზამ, დედა ასეა, ამ ქვეყ­ნი­დან 17 წლის ასაკ­ში უნდა გა­ვი­დეო. რაც არ უნდა ცუდი მომ­ხდა­რი­ყო მის ირ­გვლივ, იქე­და­ნაც რა­ღაც კარ­გს გა­მო­ი­ტან­და. ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­შიც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ დედა რა კარ­გია, რომ მე ასე ცუ­დად ვარო. მე ვუ­თხა­რი, რა­ტომ დედა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს კარ­გი იყოს?.. დედა, მე რომ ახლა კარ­გად ვიყო, ჩვენ ამ­დე­ნი ხანი ერ­თად ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დით, ახლა 24 სა­ა­თი ვართ ერ­თად. ჩემს გვერ­დით ხარო. მა­ნამ­დე სულ მუ­შა­ობ­დი, მე ვსწავ­ლობ­დი და აი რამ­დე­ნი ხანი გა­მოგ­ვდი­ო­და ერ­თად ყოფ­ნა, სულ რა­ღაც 2-3 სა­ა­თი, ახლა კი სულ ერ­თად ვარ­თო. აი, თა­ვი­სი და­ა­ვა­დე­ბი­და­ნაც კი ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი იყო", - ყვე­ბა ბე­რის დედა.

ნუგ­ზა­რი ონ­კო­ლო­გი­ურ­ში 15 თვე იწვა. პირ­ვე­ლი "ქი­მი­ის" შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვი­და და ქუ­თა­ის­ში ჩა­ვი­და. შუ­ა­ლე­დი 21 დღე ჰქონ­და და იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ი­ლო­ცა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი იქე­დან ვე­ღარ გა­მო­ვი­და, რად­გან სი­ა­რუ­ლი აღარ შე­ეძ­ლო, მე­ტას­ტა­ზე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე ჰქონ­და მო­დე­ბუ­ლი. ერთხელ მა­მას უთ­ქვამს, ბავ­შვს ბე­რად აღ­კვე­ცა უნ­დო­და და თუ შე­იძ­ლე­ბა ვკი­თხოთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, იქ­ნებ აღ­კვე­ცო­ნო. მა­მა­მი­სის ეს ნათ­ქვა­მი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბია, თურ­მე ღმერ­თს სულ იმას ევედ­რე­ბო­და, შე­მაძ­ლე­ბი­ნე, ბე­რო­ბის ღირ­სი გავ­ხდე და თუ შენი ნება იქ­ნე­ბა, მა­ნიშ­ნეო. რაკი მამა მის ბე­რად აღ­კვე­ცა­ზე თა­ნახ­მა იყო, ეს უფ­ლის მი­ნიშ­ნე­ბად მი­ი­ღო. ბე­რად მამა შალ­ვა შენ­გე­ლი­ამ აღ­კვე­ცა. მო­ძღვარ­მა მო­ნას­ტრი­დან შე­სა­მო­სე­ბი და ტრა­პე­ზის ხის ჯვა­რი მო­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ხელ­ში ეჭი­რა. აღ­კვე­ცის შემ­დეგ მას ბერი ან­დრია ეწო­და.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვის მო­მამ­ზა­და და ის დროც დაგ­ვიდ­გა, იმა­ზე გვე­ლა­პა­რა­კა, სად უნდა დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. ეს კი ნამ­დვი­ლი შოკი იყო, რომ შვილს ამ თე­მა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ჩემ­თვის ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მის გა­რე­შე რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა. ერთხელ მკი­თხა - დედა, მერე რას იზა­მო? გული რომ არ მტკე­ნო­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბას "მე­რედ" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. "მერე" არც წარ­მო­მიდ­გე­ნია დე­და­მი­წა­ზე თუ იქ­ნე­ბა ჩემი ად­გი­ლი - ვუ­პა­სუ­ხე მე. მი­თხრა, დედა გული რო­გორ მატ­კი­ნეო, შენ თუ მერე ვერ შე­ძე­ლი ცხოვ­რე­ბა, მერე მე რა მეშ­ვე­ლე­ბაო, ამ­დე­ნი ვი­ტან­ჯე, ძა­ლი­ან გთხოვ, იქ რომ მა­ინც ვი­პო­ვო სიმ­შვი­დე, და­მეხ­მა­რეო. ისე­თი არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, რომ იქაც სიმ­შვი­დე დავ­კარ­გოო. ეში­ნო­და, რომ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბო­დი, ამი­ტომ ყო­ვე­ლი დღე მამ­ზა­დებ­და იმის­თვის, თუ რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა მის გა­რე­შე. ერთხელ მი­თხრა - დედა, დე­და­მი­წა­ზე ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ დავ­რჩე­ბით, უკ­ვდა­ვე­ბი არა ვარ­თო, შენც მოხ­ვალ იქ", - ამ­ბობს დედა.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

17 წლის ქუთაისელი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

17 წლის ქუთაისელი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

ქუთაისელი ბერი ანდრია 17 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად და 4 თვის შემდეგ, ამავე ასაკში, მიაბარა სული უფალს. ბერი ანდრია, ერობაში ნუგზარ მილორავა, მძიმე სენით, სიმსივნით იყო დაავადებული. ის ხორციელი ტანჯვის მიუხედავად, სულიერ მხნეობას ინარჩუნებდა. ნუგზარ მილორავა 1994 წლის 23 თებერვალს დაიბადა. იგი ბავშვობიდან გამორჩეული, ღვთის მოშიში და კეთილშობილი ადამიანი იყო. მისი ხანმოკლე ცხოვრება სიკეთეს ემსახურებოდა.

"ნიუპრესი" ბერი ანდრიას დედას, თინათინ ჩხვიმიანს ესაუბრა, რომელმაც ბერის განვლილი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

"ნუგზართან კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, ყველას თბილად ექცეოდა. მეგობრებს უნაწილებდა, რაც კი ჰქონდა. არ დამავიწყდება, ერთხელ მითხრა, გაჩერებაზე დამხვდი და თანხა გამომიტანე, 20 თეთრიო. არ ჩამოდიოდა ავტობუსიდან, რადგან რაც კი თანხა ჰქონდა, ყველა სხვას გადაუხადა და თავისთვის აღარ დარჩა. დაარტყა ერთი წრე, მეორე, მერე დამირეკა კიდევ ერთხელ და მითხრა, დედა რამდენი წრე უნდა დავარტყა ქალაქს, მოდი, მომიტანე თანხაო. არავის გულს არ ატკენდა, არ აწყენინებდა. მივედი გაჩერებაზე და მივეცი ეს 20 თეთრი. მძღოლის გაკვირვებული სახე არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის მახსენდება ხოლმე და მეღიმება. გახედა ნუგზარს და უთხრა, ამიტომ იჯექი, შვილო, მთელი დღე ჩემს ავტობუსშიო. ყოველი ეს წლები, რაც დაიბადა და იზრდებოდა, მეშინოდა, ვფიქრობდი, რატომაა ნეტა ასეთი კარგი, ყოველთვის მქონდა შიშის მომენტი", - იხსენებს ნუგზარის დედა.

ნუგზარს ბერობის სურვილი მე-6 კლასიდან ჰქონდა. მე-10 კლასში უკურნებელი და იშვიათი დაავადება დაუდგინეს - ნეირო ენდოკრინული მერკელის ტიპის სიმსივნე.

"მეცხრე კლასი, რომ დაამთავრა, შევატყვე, სწავლას მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, - დედა, არ შემიძლია, ძალაგამოცლილი ვარ, მალე ვიღლებიო. რა ვიცოდი, ბავშვს თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა. როდესაც დიაგნოზი დაუდგინდა და ონკოლოგიურში გაგვგზავნეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო, სიმსივნე, მაგრამ კეთილთვისებიანი - თქო. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, მკითხა - თუ კეთილთვისებიანია, მაშინ "ქიმია" რატომ უნდა გამიკეთონო? მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იმ აზრამდე, რომ მის უმძიმეს დაავადებას შევგუებოდი. ერთხელ ჩემი მეგობარი ონკოლოგი მის სანახავად მოვიდა. ნუგზარმა მას ჰკითხა: როდესაც პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებო? ვერ ვეუბნები - მიუგო მან. ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოს, თუ პაციენებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებისას უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა...

ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის აღარაფერი დამემალა. როდესაც ჩვენ შორის არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა - იმისთვის, რომ ჩემს გამო ასე დაიტანჯეო. ყოველ მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, თუ ღვთის წყალობა იქნება, ის როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო. მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და მამშვიდებდა, - რას იზამ, დედა ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა გავიდეო. რაც არ უნდა ცუდი მომხდარიყო მის ირგვლივ, იქედანაც რაღაც კარგს გამოიტანდა. ავადმყოფობის პერიოდშიც მეუბნებოდა, რომ დედა რა კარგია, რომ მე ასე ცუდად ვარო. მე ვუთხარი, რატომ დედა როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს?.. დედა, მე რომ ახლა კარგად ვიყო, ჩვენ ამდენი ხანი ერთად ხომ არ ვიქნებოდით, ახლა 24 საათი ვართ ერთად. ჩემს გვერდით ხარო. მანამდე სულ მუშაობდი, მე ვსწავლობდი და აი რამდენი ხანი გამოგვდიოდა ერთად ყოფნა, სულ რაღაც 2-3 საათი, ახლა კი სულ ერთად ვართო. აი, თავისი დაავადებიდანაც კი ბედნიერი და კმაყოფილი იყო", - ყვება ბერის დედა.

ნუგზარი ონკოლოგიურში 15 თვე იწვა. პირველი "ქიმიის" შემდეგ საავადმყოფოდან გამოვიდა და ქუთაისში ჩავიდა. შუალედი 21 დღე ჰქონდა და იმ ხნის განმავლობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი მოილოცა. საავადმყოფოში მიბრუნებული იქედან ვეღარ გამოვიდა, რადგან სიარული აღარ შეეძლო, მეტასტაზები თითქმის ყველა ორგანოზე ჰქონდა მოდებული. ერთხელ მამას უთქვამს, ბავშვს ბერად აღკვეცა უნდოდა და თუ შეიძლება ვკითხოთ სასულიერო პირებს, იქნებ აღკვეცონო. მამამისის ეს ნათქვამი ძალიან გახარებია, თურმე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, შემაძლებინე, ბერობის ღირსი გავხდე და თუ შენი ნება იქნება, მანიშნეო. რაკი მამა მის ბერად აღკვეცაზე თანახმა იყო, ეს უფლის მინიშნებად მიიღო. ბერად მამა შალვა შენგელიამ აღკვეცა. მოძღვარმა მონასტრიდან შესამოსები და ტრაპეზის ხის ჯვარი მოუტანა, რომელიც მუდმივად ხელში ეჭირა. აღკვეცის შემდეგ მას ბერი ანდრია ეწოდა.

"გარდაცვალებისთვის მომამზადა და ის დროც დაგვიდგა, იმაზე გველაპარაკა, სად უნდა დაგვესაფლავებინა. ეს კი ნამდვილი შოკი იყო, რომ შვილს ამ თემაზე ველაპარაკებოდი. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა. ერთხელ მკითხა - დედა, მერე რას იზამო? გული რომ არ მტკენოდა, გარდაცვალებას "მერედ" მოიხსენიებდა. "მერე" არც წარმომიდგენია დედამიწაზე თუ იქნება ჩემი ადგილი - ვუპასუხე მე. მითხრა, დედა გული როგორ მატკინეო, შენ თუ მერე ვერ შეძელი ცხოვრება, მერე მე რა მეშველებაო, ამდენი ვიტანჯე, ძალიან გთხოვ, იქ რომ მაინც ვიპოვო სიმშვიდე, დამეხმარეო. ისეთი არაფერი გააკეთო, რომ იქაც სიმშვიდე დავკარგოო. ეშინოდა, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდი, ამიტომ ყოველი დღე მამზადებდა იმისთვის, თუ როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე. ერთხელ მითხრა - დედა, დედამიწაზე ჩვენ, ადამიანები ვერ დავრჩებით, უკვდავები არა ვართო, შენც მოხვალ იქ", - ამბობს დედა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა